ისე არ წვიმს, როგორც ქუხს — რომან გოცირიძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე
ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ "ისე არ წვიმს, როგორც ქუხს".
მისი თქმით, სინამდვილეში მთავრობის დახმარებების მთელი პაკეტი 250 მილიონი დოლარის ოდენობისაა.
"არ არის გასაკვირი, თუ რატომ არ წარმოადგინეს ანტიკრიზისული გეგმა პარლამენტში. მოკლედ, როგორც იტყვიან, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. მხოლოდ სოციალური დახმარებების პაკეტი, რომ ავიღოთ, სინამდვილეში ეს არის 200 მილიონი დოლარი. თუ ამას დავუმატებთ, ასევე, კომუნალურ შეღავათებს, მთელი ეს პაკეტი არის 250 მილიონი დოლარის ოდენობის", — განუცხადა ფორმულას რომან გოცირიძე.
დღეს, 24 აპრილს საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმა, რომელსაც ოპოზიცია დაგვიანებულს, მთავრობა კი ეფექტურს უწოდებს რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
საწყის ეტაპებში გაერთანებულია ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ გადადგა. სიახლე კი სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების ერთჯერადი ან 6-თვიანი დახმარებაა.
პირველი ეტაპი
პირველ ეტაპად მთავრობა 13 მარტიდან პირველ აპრილამდე გადადგმულ ნაბიჯებს განიხილავს და მათ ბიუჯეტზეც ავრცელებს ინფორმაციას:
- კომუნალური გადასახადების ნაწილობრივ დაფინანსება — 150 მლნ;
- სესხების 3 თვით გადავადება მოქალაქეებისთვის;
- სესხების რესტრუქტურიზაცია იურიდიული პირებისთვის;
- 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა — 15 მლნ;
- ტურიზმის სფეროს ბიზნესსუბიექტების საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება — 90 მლნ;
- მცირე სასტუმროების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა — 10 მლნ;
- ავტომობილების განბაჟების გადავადება — 50 მლნ;
- ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამშენებლო მასალების ფასის ზრდი დაზღვევა — 200 მლნ.
მეორე ეტაპი
რაც შეეხება მეორე ეტაპს, მთავრობა აცხადებს, რომ მისი მიზანია პანდემიის ნეგატიური გავლენის შემცირება ეკონომიკაზე.
კრიზისული ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრებით -4%-იან ეკონომიკურ ზრდას და საბიუჯეტო შემოსავლებში 1,8 მილიარდი ლარის დაკარგვას ელიან. პრემიერის თქმით, სხვა ხარჯების გათვალისწინებით, ბიუჯეტის დასაბალანსებლად 3,9 მილიარდია საჭირო.
გახარიას განცახდებით, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან მუშაობის შედეგად $1,5 მილიარდის დახმარების გარანტია მიიღეს. ასევე, განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში კერძო სექტორს დამატებით ექნება წვდომა $1,5 მილიარდზე.
სამსახურის გარეშე დარჩენილთა დაფინანსება და სოციალური დახმარება
მეორე ეტაპში მოექცა სამსახურის გარეშე და უხელფასო შვებულებაში გაშვებული მოქალაქეების დახმარება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. მათი თქმით, ეს დახმარება ბიუჯეტს 460 მლნ ლარი უჯდებათ.
რაც შეეხება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს, თუ ისინი წარადგენენ რაიმე სახის დამადასტურებელ დოკუმენტს, ერთჯერადადა 300 ლარს მიიღებენ. ამ აქციის ბიუჯეტი 75 მილიონია.
ამ გეგმის ფარგლებში, მთავრობა ამბობს, რომ დამსაქმებლები ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე მიიღებენ სახელმწიფო სუბსიდიას, რომელიც 250 მილიონი ლარი ჯდება. კერძოდ:
- 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადებისგან;
- 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.
გარდა ამისა, 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 600-ლარიან (თვეში 100 ლარი) დახმარებას მიიღებენ:
- ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა — 45 მლნ;
- ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა და ჰყავთ 3 და მეტი 16-წლამდე ასაკის შვილი — 13 მლნ;
- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შშმ ბავშვები — 40 მლნ;
პენსიები
ანტიკრიზიეული გეგმის მეორე ეტაპშია გათვალისწინებული პენსიების საკითხი, რომელიც 2021 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. მთავრობა ამას პენსიების ინდექსაციის წესის შემოღებას უწოდებს, რომლის მიხედვითაც:
- ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა. მთავრობის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს პენსიების რეალურ მოცულობაზე;
- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერს დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%. მთავრობის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი.
ამის გათვალისწინებით, მთავრობა აცახდებს, რომ 70 წლამდე პირებისთვის პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები 70 წელს ზევით კი — 25 ლარზე ნაკლები.
მთავრობაში აცხადებენ, რომ ისევ ძალაშია პირველი ივლისიდან პენსიების 30 ლარით გაზრდა.
კერძო სექტორი
მთავრობის განცხადებით, მეწარმეების დასახმარებლად რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ:
- ამოქმედდა დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი და გაორმაგდება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება — მთავრობის აზრით, ეს ბიზნესს 600 მლნ-ს დაუბრუნებს;
- კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონის გრძელვადიანი რესურსი;
- ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მილიონი ლარი.
მთავრობის განმარტებით, ამ 500 მილიონიდან, 300 არის გათვალისწინებული საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე.
აწარმოე საქართველოში
მთავრობის განცხადებით, აწარმოე საქართველოს ფარგლებში ჩართული სუბიექტების დასახმარებლად ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს:
- სესხის/ლიზინგის თანადაფინანსების პერიოდის 24-დან 36 თვემდე გაზრდას;
- საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მექანიზმის ცვლილებას;
- საქმიანობის სახეობების ზრდას;
- სესხის/ ლიზინგის მინიმალური ზღვრის დაწევას;
- საბრუნავი საშუალებების დაფინანსების ზრდას.
სოფლის მეურნეობა
გახარიამ აღნიშნა, რომ დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფერმერებმა შეძლონ დააკმაყოფილონ ბაზრის მოთხოვნა სასურსათო პროდუქტზე. ამისთვის ხელისუფლება სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებს რამდენიმე შეღავათს სთავაზობს:
- სახელმწიფოს მიკრო საგრანტო სისტემის ზღვარი 30 000 ლარამდე გაიზარდება
პრემიერის განმარტებით, თუ სოფლად მაცხოვრებელი გადაწყვეტს ელემენტარული მცირე ბიზნესის წარმოებას, სახელმწიფო მას გრანტის სახით ფინანსური რესურსით დაეხმარება.
- ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის 50 მილიონი ლარი გამოიყოფა
პრემიერის თქმით, ამ პროდუქტით სარგებლობას 5 ათასი ფერმერი შეძლებს.
- სამელიორაციო საქმიანობის მხარდაჭერა
- რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი მიწის 3 წლის განმავლობაში სრულად რეგისტრირება
"იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სამი წლის განმავლობაში მოხდეს მილიონ 200 ათასი ჰექტარი მიწის რეგისტრაცია. დღეის მდგომარეობით ეს მიწის ის რესურსია, რომელიც დარჩენილია რეგისტრაციის გარეშე", — თქვა გიორგი გახარიამ.
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
კომენტარები