გაერო: პანდემიამ, შესაძლოა, "ბიბლიური მასშტაბების" შიმშილობამდე მიგვიყვანოს
გაეროს მიხედვით, მსოფლიოს უახლოესი თვეების განმავლობაში ბიბლიური მასშტაბის შიმშილობა ელოდება წინ — კორონავირუსის პანდემია დამატებით 130 მილიონ ადამიანს შიმშილის პირას მიიყვანს.
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა დევიდ ბლესლიმ განაცხადა, რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში, შიმშილობა რამდენიმე ათეულ ქვეყანაში დაიწყება. მათგან ათ ქვეყანაში კი დაახლოებით მილიონი ადამიანი უკვე შიმშილის ზღვარზეა.
"სანამ COVID-19-ის პანდემიას ვებრძვით, პარალელურად ადამიანები შიმშილის ზღვარმდე მიდიან. არსებობს რეალური შანსი, რომ კორონავირუსისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა იმაზე მეტი ადამიანი მოკლას, ვიდრე თავად ვირუსმა", — განაცხადა მან.
WFP აქამდეც ვარაუდობდა, რომ 2020 წელი ბევრი ქვეყნისთვის სიღარიბისა და ომის გამო საკმაოდ მძიმე იქნებოდა და 135 მილიონ ადამიანს შიმშილი მოუწევდა, პანდემიამ კი ეს რიცხვი თითქმის გააორმაგა.
ამჟამად 821 მილიონი ადამიანი უკვე შიმშილობს, ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში კი მათი რიცხვი მილიარდს მიაღწევს. სააგენტომ უკვე გამოავლინა 55 ქვეყანა, რომელიც შიმშლობის რისკი ქვეშ ყველაზე მეტად იმყოფება — მათი მყიფე ჯანდაცვის სისტემა ვირუსის შედეგებთან გამკლავებას ვერ შეძლებს.
"ამ ქვეყნებს საშინელი არჩევანის გაკეთება მოუწევთ სიცოცხლის გადარჩენასა და საარსებო მინიმუმს შორის, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი მათ ადამიანების კორონავირუსისგან გადარჩენა, მაგრამ შემდგომ შიმშილისთვის გაწირვა მოუწევთ", — ნათქვამია მოხსენებაში.
ათი ქვეყანა კი განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფება, რომლებმაც წინა წელს ყველაზე საშინელი საკვების კრიზისი გამოიარა: იემენი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ავღანეთი, ვენესუელა, ეთიოპია, სამხრეთ სუდანი, სირია, ნიგერია და ჰაიტი.
როგორც აღვნიშნეთ, შიმშილი აქამდეც საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა კორონავირუსთან დაკავშირებულმა ფაქტორებმა დამატებით საკმაოდ ბევრი პრობლემა გამოწვია.
"კარანტინი და ეკონომიკური კრიზისი დიდი ალბათობით მომუშავე კლასის შემოსავალს მნიშვნელოვნად დააზარალებს", — განაცხადა ბესლიმ. "ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის დაკარგვა ისეთ ქვეყნებს დააზიანებს, როგორიცაა მაგალითად ეთიოპია, ხოლო ნავთობის ფასის გდებას კი სამხრეთ სუდანის მსგავს დაბალშემოსავლიან ქვეყნებზე დიდი გავლენა ექნება",
ასევე შემცირდება ფულადი გზავნილები, რაც ჰაიტის, ნეპალისა და სომალის მსგავს ქვეყნებს მნიშვნელოვნად დააზიანებს.
"ჯერ შიმშლობა არ დაწყებულა. მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ თუკი ახლა არ ვიმოქმედებთ და არ მოვემზადებით, უახლოეს რამდენმე თვეში ბიბლიური მასშტაბის შიმშილობასთან გვექნება საქმე", — თქვა მან. "სიმართლე ისაა, რომ დრო ჩვენს მხარეს არ არის, ჩვენ ბრძნულად და სწარაფად უნდა ვიმოქმედოთ. მჯერა, რომ ჩვენი პარტნიორების დახმარებით შეძლებთ, რომ COVID-19-ის პანდემია საკვების კრიზისად არ გადაიქცეს".
კომენტარები