22 აპრილი დედამიწის დღის 50-ე წლისთავია
ფოტო: EU
დედამიწის დღე ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება.
დღეს ჩვენ დედამიწის საერთაშორისო დღის დაარსებიდან 50-ე წლისთავს აღვნიშნავთ. ეს დღე გლობალურ ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს მილიონობით ადამიანს მთელს მსოფლიოში გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და ჩვენი პლანეტის დასაცავად.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩვენი ყურადღება მიმართულია COVID-19-სკენ, არ უნდა დაგვავიწყდეს გარემოს დაცვის და კლიმატის საკითხების მნიშვნელობა გრძელვადიან პერსპექტივაში და, მათ შორის, ეკონომიკური კრიზისის დაძლევისას.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ გარემოსდაცვითი და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით იწყებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ სოციალურ მედია ინიციატივას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თვალი ადევნეთ მათ სოციალური მედიის არხებს.
ევროკავშირი მსოფლიო ლიდერია, როგორც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე პლანეტის დაცვის საქმეში. 2019 წლის დეკემბერში წარდგენილი ახალი "მწვანე შეთანხმების" ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირი აპირებს, რომ გადადგას შემდეგი ნაბიჯი და 2050 წლისთვის გახდეს პირველი კლიმატნეიტრალური კონტინენტი, სადაც:
- 2050 წლისთვის აღარ იქნება სათბურის აირის ნეტო ემისია
- ეკონომიკური ზრდა არ იქნება დამოკიდებული რესურსების მოხმარებაზე
- არცერთი ქვეყნა და არცერთი ადამიანი არ იქნება დატოვებული ამ ინიციატივის მიღმა
ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან ბიომრავალფეროვნების, ნარჩენების მართვის და წყლის რესურსების მართვის გასაუმჯობესებლად. ეს საქმე, რომელსაც ერთად ვაკეთებთ, ხელს უწყობს არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, არამედ ჩვენი პლანეტის დაცვას და მისი ძირეული ბალანსის შენარჩუნებას.
"მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩვენი ყურადღება მიმართულია Covid-19-ით გამოწვეული კრიზისისკენ, შედეგებისგან თავის დაღწევის და კრიზისიდან გამოსვლის სტრატეგიების შემუშავებისას მხედველობაში უნდა ვიქონიოთ გარემოს დაცვა. ევროკავშირში, კრიზისიდან გამოსვლის და შემდგომი მდგრადი განვითარების ძირითადი გეგმა ეფუძნება "მწვანე შეთანხმებას". საქართველოში, ჩვენს მიერ განხორციელებული მრავალი პროექტი სწორედ ამ სულისკვეთებას ასახავს. და როგორც არსებული კრიზისის შემთხვევაში, რეალური გამოსავლის მოძებნასაც ერთობლივი ძალებით შევძლებთ", — განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
"2020 წელს, დედამიწის დღის თემა კლიმატის ცვლილებაა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დედამიწის, როგორც ჩვენი საერთო სახლის მნიშვნელობას, რომლის დასაცავად თითოეულ ჩვენგანს დიდი წვლილის შეტანა შეგვიძლია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს საქართველოს განახორციელოს ქმედითი ნაბიჯები კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც დაეხმარება ქვეყანას კლიმატგონივრული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. ვმუშაობთ დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამინისტრო ახორციელებს ბევრ საინტერესო ონლაინ აქტივობას, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია", — აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
დღეს, აგრეთვე, შესრულდა 1 წელი, რაც საქართველო შეუერთდა ევროკავშირის 3 ინიციატივას გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილების დარგში:
- პროექტი EU4Environment-ის მიზანია ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნება და მოსახლეობის ეკოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესება.
- პროექტი EU4Climate ხელს უწყობს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას, ევროკავშირთან დადებული ორმხრივი შეთანხმებებისა და ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულების შესაბამისად. ასევე, საჯარო მოხელეების კლიმატთან დაკავშირებული დაგეგმარების უნარების სრულყოფას და მოსახლეობისთვის კლიმატური კრიზისის შესახებ კომუნიკაციას.
- პროექტი "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელების ხელშეწყობა".
გასული წლის მანძილზე ამ პროექტების საქმიანობა მიმართული იყო ბუნებრივი ტყე-პარკების განვითარებაზე, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე, მწვანე განვითარების ხელშეწყობაზე და ეკოლოგიური რისკების და მათი გავლენების მართვის მექანიზმების გაუმჯობესებაზე. პროექტების საქმიანობა საქართველოში კიდევ რამოდენიმე წელი გაგრძელდება.
ფაქტები და მონაცემები
- კლიმატის ცვლილებას მრავალმხრივი გავლენა აქვს ინფექციური დაავადებების წარმოქმნაში;
- კლიმატის ცვლილების შედეგად მცირდება ბიომრავალფეროვნება, რომელიც იცავს ეკოსისტემებს ინფექციური დაავადებებისგან. თუ შევაჩერებთ კლიმატის ცვლილებას და ბიომრავალფეროვნების შემცირებას, დავეხმარებით არამხოლოდ ბუნებას, არამედ საკუთარ ჯანმრთელობასაც;
- 2019 წელმა დაასრულა განსაკუთრებულად ცხელი ტემპერატურის ათწლეული, რომელმაც გამოიწვია ყინულების დნობა და ზღვის დონის მომატება სათბურის ეფექტის შედეგად;
- ტრანსპორტის, საკვების და ენერგიის მოხმარების სწორი არჩევანის გაკეთების გზით ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ დაბინძურება და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა;
- თუ გლობალური დათბობის შედეგად ტემპერატურამ 1.5°C-ით მოიმატა მოსალოდნელია გვალვების, შტორმების და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების გახშირება;
- იმისთვის, რომ გლობალურმა დათბობამ არ გადააჭარბოს 1.5°C-ს 2030 წლამდე ყოველწლიურად ატმოსფერული დაბინძურება უნდა შემცირდეს 7,6%-ით;
- მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები შეუერთდნენ კონვენციას, რომლის თანახმადაც 2030 წლამდე გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდა 2°C-ით უნდა შეიზღუდოს და შემცირდეს სათბურის აირების ოდენობა. ამ დოკუმენტს ეწოდება "პარიზის შეთანხმება";
დედამიწის დღე ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღედ 2009 წელს მიღებული რეზოლუციით გამოაცხადა და ამ გზით შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც ამ თარიღს ადრეც აღნიშნავდნენ.
ამ დღის აღნიშვნა სათავეს 1970 წლიდან იღებს, როდესაც აშშ-ში საზოგადოებამ დაიწყო არაეფექტიანი სატრანსპორტო საშუალებებითა და უპასუხისმგებლო მრეწველობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების გაპროტესტება. იმ დროს გარემოს დაცვა პოლიტიკურ დღის წესრიგის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა.
ორი წლის შემდეგ, ადამიანის საარსებო გარემოს შესახებ გაეროს კონფერენციამ, რომელიც 1972 წელს სტოკჰოლმში ჩატარდა, სათავე დაუდო ადამიანებს, სხვა ცოცხალ სახეობებსა და ჩვენს პლანეტას შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების საყოველთაოდ აღიარებასა და გაცნობიერებას. ამავე კონფერენციაზე 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა და შეიქმნა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა.
მას შემდეგ, განსაკუთრებით გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების დონე ამაღლდა და ამ მოძრაობამ გლობალური ხასიათი მიიღო, მას 140-ზე მეტი სახელმწიფო სხვადასხვა გარემოსდაცვითი პლატფორმების საშუალებით მიუერთდა.
1992 წელს, რიო დე ჟანეიროს მსოფლიო სამიტზე, 178-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერმა დაამტკიცა დღის წესრიგი 21, რიოს დეკლარაცია გარემოსა და განვითარებაზე და ტყეების მდგრადი მართვის პრინციპები. ეს იყო პირველი კონფერენცია, რომელზეც მდგრადი განვითარება განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა.
მას შემდეგ გარემოს დაცვისკენ მიმართული ძალისხმევა მნიშვნელოვნად გაფართოვდა და გაძლიერდა: 2002 წლის მსოფლიო სამიტი იოჰანესბურგში; 2008 წლის დედამიწის საერთაშორისო წლად გამოცხადება; დედამიწის დღის შესახებ გაეროს ოფიციალური დეკლარაცია, რითიც ის დედამიწის აღნიშვნის სხვა პლატფორმებს მიუერთდა; რიო+20, რომელიც საფუძვლად დაედო მდგრადი განვითარების განხორციელების პრაქტიკული ღონისძიებების ამსახველ პოლიტიკურ დოკუმენტს, 2019 წლის კლიმატის სამოქმედო სამიტი და COP25-გაეროს კონფერენცია კლიმატის შესახებ, რომლებიც პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევას ემსახურებოდა.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
კომენტარები