"ისმის ჩემი ხმა?" — რამდენად ამართლებს მოლოდინებს დისტანციური სწავლება
ფოტო: LA Johnson / NPR
ინტერნეტის უსაზღვრო შესაძლებლობებზე ოცნებაც კი რომ შეუძლებელი იყო სულ რამდენიმე ათწლეულის წინ, ამას ხშირად ამბობენ. მიუხედავად იმისა, რომ სიმფსონების მსგავსად, ბევრმა შეძლო, ტექნოლოგიის საუკუნის პერიპეტიები განეჭვრიტა, დღეს შექმნილმა რეალობამ აშკარად დააჩქარა ყველაზე ფანტასტიკური პროგნოზების ცხადში ახდენა. ამის მიზეზი იმდენად ტექნოლოგიური პროგრესის ასწრაფება არ არის, რამდენადაც უკვე არსებულის გაცილებით ფართო მასშტაბით გამოყენება. ამის მაგალითია ვიდეოზარები და მისი მეშვეობით განხორციელებული დისტანციური სწავლებაც.
მართლაც, წლებია, რაც ინტერნეტში სხვადასხვა ცნობილი და ავტორიტეტული სასწავლებელი ნებისმიერ ადამიანს სთავაზობს საკუთარი კურსების დისტანციურად გავლას, რაც ზოგჯერ უფასოცაა და დასრულების შემდეგ სერთიფიკატსაც იღებ. ამგვარი კურსების რაოდენობა ასევე ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა.
თუმცა სხვა შემთხვევაა, როცა იძულებული ხარ, დისტანციური სწავლების რეჟიმს მიმართო. სამწუხაროდ, კორონავირუსის გავრცელებამ და პანდემიამ სხვა გზა არ დაგვიტოვა. საქართველოში პირველი შემთხვევის დადასტურების პირველივე კვირაში გადაწყდა, რომ ორი კვირით სასწავლო დაწესებულებები იხურებოდა. თუმცა ალბათ ყველამ თუ არ ვიცოდით, ვგრძნობდით მაინც, რომ ორ კვირაში საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დაბრუნების იმედი არ უნდა გვქონოდა.
ფოტო: Claire Merchlinsky
სასწავლო პროცესი, რომელიც ერთკვირიანი სადეზინფექციო სამუშაოების და სკოლებში დამატებით ერთკვირიანი საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, 16 მარტს უნდა აღდგენილიყო, ჯერ 1 აპრილამდე გადაიდო; შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო — 21 აპრილამდე; ბოლოს კი, "ფაქტობრივი კარანტინის" რეჟიმის გამოცხადებისას — განუსაზღვრელი დროით.
ამდენად, საგანმანათლებლო სისტემაში ჩართულ ყველა ადამიანს ძალიან სწრაფად მოგვიწია ყოველდღიურობის შეცვლა.
განათლების სამინისტრომ გარემოებების გათვალისწინებით ერთობ სწრაფად იმოქმედა და სასკოლო განათლების ალტერნატივა — ტელესკოლა შემოგვთავაზა. პროექტი, რომლის ფარგლებშიც გამოცდილი მასწავლებლები "პირველი არხი — განათლებას" სატელევიზიო ეთერით ატარებენ გაკვეთილებს, 30 მარტს დაიწყო. მიუხედავად დადებითი გამოხმაურებებისა, სოციალურ ქსელში მშობლები და მასწავლებლები მაინც ამახვილებენ ყურადღებას ამ პერიოდში მშობლის განსაკუთრებულ როლზე.
რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს — რამდენიმე მათგანმა, სკოლების მსგავსად, შეჩერებული სემესტრი დისტანციურად განაგრძო, ბევრ უნივერსიტეტში კი გაზაფხულის სემესტრი დაიწყო ონლაინ რეჟიმში. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი სასწავლებელი წლების განმავლობაში ისედაც იყენებდა ინტერნეტის პლატფორმებს — მათ შორის Moodle-ს, Turnitin-ს თუ სხვას — ახალი გამოწვევა არცთუ ადვილად გასამკლავებელი აღმოჩნდა.
ფოტო: LA Johnson / NPR
თავდაპირველი გადასაჭრელი პრობლემა იყო, როგორ ჩატარდებოდა სალექციო მეცადინეობები. თითოეული უმაღლესი სასწავლებელი ამ ამოცანას თავისებურად მიუდგა. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ საკითხში, უმეტესად, ინდივიდუალურად მოუწიათ ლექტორებს გადაწყვეტილების მიღება — ზოგიერთმა მათგანმა ვიდეოლექციების ჩაწერა არჩია საგნის სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე, ნაწილს კი არცთუ ნაცნობ პლატფორმებთან შეხება მოუხდა, რათა ლექცია კონფერენციის ფორმატში, "ლაივ-რეჟიმში" ჩატარებულიყო.
როგორც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტს, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ-ნაკლებად ამ გამოწვევასაც ღირსეულად გავართვით თავი და ლექციები შეუფერხებლად ტარდება — თუ, რა თქმა უნდა, გაუთვალისწინებელმა ტექნიკურმა ხარვეზმა არ იჩინა თავი.
თუმცა ახალი თავსატეხი უნივერსიტეტებს მას მერე გაუჩნდათ, რაც გაირკვა, რომ Zoom-ს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პლატფორმაა, უსაფრთხოების პრობლემები აქვს.
თითქოს ესეც არ კმარაო, მაშინ, როცა უკვე რამდენიმე კვირაა, ონლაინ ლექციები მიმდინარეობს და ახლო მომავალშიც მხოლოდ სახლიდან თუ შევძლებთ საქმის გაკეთებას, კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი: როგორ და რა ფორმატით ჩატარდება გამოცდები. საქართველოს მთავრობა ამ ეტაპისთვის ივლისში დაგეგმილი წლევანდელი ეროვნული გამოცდების ფორმატის შეცვლას არ გეგმავს. თუმცა უნივერსიტეტების უმრავლესობაში უკვე შუალედური გამოცდების პერიოდმა მოაღწია და ამან სასწავლებლების ადმინისტრაცია მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე კიდევ ერთხელ დააყენა.
ფოტო: Nat Thomas / St. Louis Public Radio
ამ ყველაფერთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეების ნაწილი კვლავაც ვერ ახერხებს ტექნიკური თუ სხვა ფაქტორების გამო დისტანციური სწავლების რეჟიმში აქტიურად ჩართვას. ზოგიერთისთვის კი ონლაინ სწავლება არცთუ შედეგიანი აღმოჩნდა, რის გამოც აკადემიური წლის გამოცხადებას ითხოვს.
ცხადია, დისტანციური რეჟიმი ვერ იქნება ისეთი ეფექტიანი, როგორიც სააუდიტორიო მეცადინეობებია. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ იგი უშედეგოა. მხოლოდ როლების გადანაწილება შეიცვალა: ამჟამად შედეგს მეტწილად დამოუკიდებელი მუშაობა განსაზღვრავს. ამდენად, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ეს მორიგი გამოწვევაა ინდივიდუალური მუშაობის უნარების გასავითარებლად.
მანამდე კი ისღა დაგვრჩენია, კამერაში ხედვის კუთხე გავასწოროთ და თავდაჯერებით ვიკითხოთ: "ისმის ჩემი ხმა?"
-
მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე მთავარია, მათი გადაწყვეტილებები და გადადგმული ნაბიჯები ჯდებოდეს კანონის ფარგლებში — კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებზე
გადახედვა
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა "რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა საქართველო ირანის წინააღმდეგ EU-ს ახალ სანქციებს არ შეუერთდა
გადახედვა
-
"თავისუფლების მოედნის" პოლიტიკური ექსპედიცია, პანკისისა და თუშეთის შემდეგ, ხევსურეთში გრძელდება "თავისუფლების მოედნის" პოლიტიკური ექსპედიცია, პანკისისა და თუშეთის შემდეგ, ხევსურეთში გრძელდება
გადახედვა
-
ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს ბათუმში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე დააკავეს
გადახედვა
-
ირანში უცხოურ მედიასთან ინტერვიუებზე, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს ირანში უცხოურ მედიასთან ინტერვიუებზე, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს
გადახედვა
-
როგორ გადავიდა საინვესტიციო ჯგუფი DMG Group იმპორტიდან ექსპორტზე როგორ გადავიდა საინვესტიციო ჯგუფი DMG Group იმპორტიდან ექსპორტზე
-
დააკავეს კაცი, რომელმაც ნაცნობს $30 000 გამოსძალა, გარანტიად კი უცხო, უვარგისი მიწის ნაკვეთი გადაუფორმა დააკავეს კაცი, რომელმაც ნაცნობს $30 000 გამოსძალა, გარანტიად კი უცხო, უვარგისი მიწის ნაკვეთი გადაუფორმა
გადახედვა
-
თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾500 000 გამოუყო თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ₾500 000 გამოუყო
გადახედვა
-
ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს
გადახედვა
-
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ თავს დაესხნენ
გადახედვა
-
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: ტაძარში მიმდინარე სამუშაოებზე დეზინფორმაცია ვრცელდება
გადახედვა
-
NATO-ს გამანადგურებელმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდო NATO-ს გამანადგურებელმა რუმინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ რუსული დრონი ჩამოაგდო
გადახედვა

კომენტარები