კახაბერ ქემოკლიძის თქმით, გამოძიების დაწყებით გიორგი გახარიას განეიტრალება სურთ
"მოტივაცია არის ძალიან მარტივი, რომ მოახდინონ ამ საკითხის აბსოლუტური პოლიტიზება და გაანეიტრალონ ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურა, ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია და მისი ოპოზიციურად განწყობილი გუნდი", — პარტია საქართველოსთვის წევრი კახაბერ ქემოკლიძე პროკურატურის მიერ მათი პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ეხმაურება.
მისი თქმით, როგორ შეიძლება ოცნების ხელისუფლებას არ სცოდნოდა საგუშაგოს გახსნის შესახებ, "როცა ამ ღონისძიებაში, გზის გაყვანის ღონისძიებაში იყო ჩართული რამდენიმე სახელმწიფო უწყება".
"მოტივაცია არის ძალიან მარტივი, რომ მოახდინონ ზოგადად ამ საკითხის აბსოლუტური პოლიტიზება და საბოლოო ჯამში, გაანეიტრალონ ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურა, ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია და მისი ოპოზიციურად განწყობილი გუნდი, ცხადია. იმდენად აბსურდულია ეს მუხლი და მთლიანად ეს საქმე, რომ მაგათ ლოგიკას რომ გავყვეთ, აბსოლუტურად ყველა მინისტრი და მინისტრის მოადგილე, კურატორი მოადგილეები, რომლებიც კურირებდნენ საოკუპაციო თემატიკას, ორივე სამინისტროში, შსს-შიც და სუს-შიც, მაშინ იგივე ბრალი აქვთ წასაყენებელი, იმიტომ, რომ ბორდერიზაციის პროცესი 2013 წლის თებერვლიდან არის გააქტიურებული. როგორ შეიძლება, მათ ინფორმაცია არ ჰქონოდათ, როცა ამ ღონისძიებაში, გზის გაყვანის ღონისძიებაში იყო ჩართული რამდენიმე სახელმწიფო უწყება. მათ შორის ბატონმა გომელაურმაც თავად განაცხადა, რომ ვიცოდი, გზას რომ გაჰყავდათო და გვეგონა, რომ ომის ესკალაციის რისკი არსებობდაო. დეფაქტო ხელისუფლება აპირებდა, ე.წ. 1922 წლის რუკის მიხედვით ბორდერიზაციის აბსოლუტურად გაუგონარი ახალი ტალღის წამოწყებას და ეს პროცესი დაწყებული ჰქონდათ. მათ შორის, ჩორჩანაში მიმდინარეობდა ადამიანების დაკავება და ცენტრალურმა ხელისუფლებამ იმოქმედა ისე, მაშინდელმა შსს-მ, როგორც უნდა იმოქმედა ნორმალურ, საღად მოაზროვნე, რისკების დამზღვევ სახელმწიფო სტრუქტურას სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", — განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ (კომენტარს ტვ პირველი ავრცელებს).
პროკურატურის ცნობით, დაწყებული გამოძიება "2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედებას ეხება".
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, "საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე" მიმდინარეობს.
გუშინ ამ საქმეზე სანქცირებული ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დაიკითხა.
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები