სოციალურმა დისტანცირებამ, შესაძლებელია, მარტო საქართველოში სიკვდილისგან 50000 ადამიანი იხსნას
ფოტო: Fusion Medical Animation
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად (50 ათასზე მეტი გარდაცვლილი 2 აპრილის მდგომარეობით, გაორმაგება ყოველ 5.5 დღეში ფიქსირდება), უფრო და უფრო მეტი დისკუსია ეთმობა მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარს, რომელთა წინაშეც ქვეყნები შესაძლოა მომდევნო კვირებსა და თვეებში აღმოჩნდნენ.
დღემდე, საქართველო არსებულ დისკუსიებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე მხოლოდ ქებას იმსახურებდა ვითარების ეფექტურად, მსხვერპლის გარეშე (2 აპრილის მონაცემებით) მართვისა და, ევროპის უმეტეს ქვეყნებთან შედარებით, შემთხვევების ზომიერი ზრდის დინამიკის შენარჩუნებისთვის. სხვა თუ არაფერი, საქართველომ მოახერხა მოეგო მნიშვნელოვანი დრო მომავლისთვის მოსამზადებლად.
ხელისუფლების სწრაფი რეაგირება და დაინფიცირებულთა კონტაქტების აქტიური მოძიება (რაც საგრძნობლად გაიოლდა თბილისში დაარსებული ლუგარის კვლევითი ცენტრის შესაძლებლობების წყალობით), როგორც ჩანს, ჯერჯერობით წარმატებული აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, შემოღებული სოციალური დისტანციის ზომების მასობრივად დაცვა, დიდი ალბათობით, გადამწყვეტი ფაქტორი გახდება დაავადების აფეთქების შესაკავებლად, რამდენადაც საქართველო გადადის ქვეყნის შიდა უკონტროლო გავრცელების ფაზაში.
28 მარტს შემთხვევათა რაოდენობამ ოთხმოცდაათს მიაღწია. ამავე დღეს ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ „ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცენდენტი“, ვინაიდან უცნობი იყო სამი ახლად დადასტურებული შემთხვევის ინფიცირების წყარო. 2 აპრილს, საქართველოს ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა, რასაც მოჰყვა ვარაუდები დაავადებულების ფულთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირებაზე. კარანტინში მყოფთა მზარდი რიცხვი (რომელმაც გადააჭარბა 5 000-ს) სახელმწიფოს მცდელობას, მოახდინოს დაინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების იდენტიფიცირება, უკვე თითქოსდა სიზიფეს შრომად აქცევს.
ქვეყანაში ვირუსის შიდა, უკონტროლო გავრცელებასთან ერთად ჩნდება კითხვა — რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოში. ამ შემთხვევაში მე დავინტერესდი თუ რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს დაავადების აფეთქებამ საქართველოს მოსახლეობის სიკვდილიანობაზე. ყველაზე უარეს შემთხვევაში, როგორია სიკვდილის რისკი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში 2020 წელს, და როგორ განსხვავდება ეს რისკი ჩვეულებრივ წელს (2018) არსებული სიკვდილის რისკისგან?
დღეისთვის არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ასაკი არის ერთ-ერთი (მაგრამ არა ერთადერთი) ძირითადი ფაქტორი, რომელიც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებში დაღუპვის რისკს ზრდის.
კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა, COVID-19-თან მიმართებით, წლოვანება დაავადების კრიტიკულად გამწვავების ძირითად რისკ-ფაქტორს მიაკუთვნა, განსაკუთრებით, 65 წლისა და უფრო ასაკოვანი პირებისთვის. ხანდაზმულებს ინფექციასთან ბრძოლა უფრო უჭირთ, ვინაიდან ასაკში მცირდება ინფექციის ამოცნობასა და გამოდევნაზე პასუხისმგებელი სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა და ეფექტიანობა. რისკი აშკარად არსებობს ახალგაზრდებშიც, თუმცა, ის გაცილებით დაბალია.
Gallup, 11 Million in U.S. at Serious Risk If Infected With COVID-19
უნდა ჩავთვალოთ თუ არა რომ ხანდაზმულები კორონავირუსის პანდემიის დროს სიკვდილიანობის უფრო მკვეთრი ზრდის წინაშე აღმოჩნდებიან ვიდრე ახალგაზრდები? გამოთვლები გვაჩვენებს, რომ პასუხი ამ კითხვაზე რამდენიმე ნიუანსს მოიცავს.
ძირითადი მიგნებები:
- როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ყველა ასაკობრივ ჯგუფში ადამიანები სიკვდილის თითქმის ერთნაირი რისკის წინაშე დგანან;
- ყველაზე უარეს, თუმცა რეალურ სცენარში, ჩვეულებრივ წელთან შედარებით, 2020 წელს ქართველი ახალგაზრდების დაღუპვის ალბათობა ორჯერ უფრო მეტია.
არსებული მოდელი ეფუძნება საქართველოს დემოგრაფიულ მონაცემებსა (ჩვეულებრივ წელს სიკვდილიანობის რისკის განსასაზღვრად) და ჩინეთში COVID-19-ის მსხვერპლთა შესახებ მონაცემებს (შერჩევის მოცულობა: 44, 672). ჩვენ ვუშვებთ, რომ საქართველოში ეპიდემიის გავრცელებისას არსებული ფატალურობის საშუალო მაჩვენებელი განსხვავდება ჩინეთში არსებულისგან, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის, მკურნალობის ხელმისაწვდომობის და სხვა ფაქტორების სხვაობათა გათვალისწინებით. უფრო მეტიც, არსებული მოდელი მხედველობაში იღებს მზარდ კონსენსუსს, რომ მასობრივი ტესტირების არარსებობის გამო, ინფექციების თითქმის ნახევარი არ რეგისტრირდება (მაგალითად, ასიმპტომატური ინფიცირების შემთხვევები).
პანდემიასთან საბრძოლველად ყველაზე უარესი სცენარი ჯოგური იმუნიტეტის მიდგომას გვთავაზობს, რისთვისაც მსოფლიო მოსახლეობის 60%-ის ინფიცირებაა საჭირო. ამ სტრატეგიის მიზანია ვირუსის გავრცელების მყისიერი შეწყვეტის ნაცვლად, მისი შენელება („მრუდის გასწორება“). ასეთი მიდგომის იმედია, რომ ჯანდაცვის სისტემისა და ეკონომიკის სრული კოლაფსი თავიდან იქნება აცილებული, ამავდროულად კი, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა მზარდი რიცხვი ბუნებრივად შეამცირებს ვირუსის გავრცელებას:
"თუ ვირუსი გავრცელებას განაგრძობს, საბოლოოდ, იმდენად ბევრი ადამიანი დაინფიცირდება და (გადარჩენის შემთხვევაში) გამოიმუშავებს იმუნიტეტს, რომ დაავადების გავრცელება თანდათანობით თავისით შეწყდება, რადგან ბაქტერიას უფრო და უფრო გაუძნელდება მიმღები ორგანიზმის პოვნა"
ევროპაში, COVID 19-ის გავრცელების პირველ დღეებში, ჯოგური იმუნიტეტის მეთოდი მისაღები აღმოჩნდა ზოგიერთი ხელისუფლებისთვის (განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ბრიტანეთზე), როგორც შესაძლო გამოსავალი მოახლოვებული კატასტროფიდან. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მიდგომა მაშინვე მწვავედ გაკრიტიკდა მარტივი მიზეზის გამო: მოვლენათა ამგვარი განვითარებისას დაღუპულთა რიცხვი ისეთ მასშტაბებს აღწევს, რომ მისი გამართლების უნარი არცერთ დემოკრატიული წესით არჩეულ ხელისუფლებას არ შესწევს.
ჩავთვალოთ, რომ 1 წლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის 60% (2,2 მილიონი) დაინფიცირდება. არსებული გამოთვლებით, ინფექციების თითქმის ნახევარი ასიმპტომატურია. დარჩენილ შემთხვევათაგან, დაახლოებით 20% (220 000 ქართველზე მეტი) დაექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას, 5%-ს (55 000-ზე მეტი) კი დასჭირდება ინტენსიური თერაპია - ყველაფერი ეს მოხდება ერთდროულად, მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში. მოვლენათა ამგვარ განვითარებას, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, დიდი ალბათობით, ვერ გაუძლებს. რაც გვიბიძგებს დავასკვნათ, რომ შემთხვევათა საერთო ფატალურობის მაჩვენებელი ორჯერ უფრო დიდი იქნება ჩინეთთან შედარებით (სადაც რეგისტრირებულთა 2,2% დაიღუპა), და უფრო ახლოს დგას იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის და მსგავს ქვეყანათა ამჟამინდელ მაჩვენებელთან. ამ სცენარის განვითარებას ასევე ხელს უწყობს ქვეყანაში ჯანმრთელობის არახელსაყრელი პირობები, ასე მაგალითად, საქართველოს მოსახლეობის მიერ ანტიბიოტიკების დიდი რაოდენობით მოხმარება (ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის მაღალი დონე) და მწეველთა რიცხვის ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი მსოფლიოში. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემიის გავრცელების ადრეულ სტადიაზე რთულია პროგნოზირება და მიღებული მაჩვენებლები შესაძლოა მომდევნო კვირებსა და თვეებში მნიშვნელოვნად შემცირდეს.
სცენარის ასეთი, ყველაზე უარესი განვითარება გამოიწვევს ნებისმიერი ასაკის ადამიანის სიკვდილიანობის რისკის მკვეთრ ზრდას, როგორც ამას ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა აჩვენებს (მიღებული შედეგების მეთოდოლოგია იხ. ქვემოთ):
მარცხნივ: საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის სიკვდილიანობის რისკის საშუალო მაჩვენებელი ერთი წლის განმავლობაში: ლურჯი ფერი ასახავს ჩვეულებრივ წელს (2018 წლის მონაცემები), წითელი - 2020 წელს, პანდემიის გავრცელების ყველაზე უარესი სცენარის განვითარების შემთხვევაში.
მარჯვნივ: 2020 წელს სიკვდილიანობის ზრდადობა (პროცენტებში) Covid-19-ის გავრცელების ყველაზე უარესი სცენარის განვითარების შემთხვევაში. შავი სვეტები ასახავს სტატისტიკურ ცდომილებას (uncertainity) (ნდობის ინტერვალი: 95%).
როგორც ვხედავთ, ჩვეულებრივ წელთან შედარებით, ყველა ასაკობრივი ჯგუფის დაღუპვის მაჩვენებელი დაახლოებით 100%-ით იზრდება (დიაგრამიდან ამოღებულია 20 წლამდე ასაკის პირთა მაჩვენებელი, რადგან დიდია ამ ასაკის ჯგუფის გაზომვისას სტატისტიკური ცდომილება (uncertainity). თუ საერთოდ შესაძლებელია რაიმე განსხვავების პოვნა, როგორც ჩანს, 20-30 წლისა და 60-70 წლის ასაკის კატეგორიებში მყოფ პირებს რისკის ყველაზე მაღალი ზრდა უფიქსირდებათ, ხოლო 40-50 წლისა და 80-90 წლის კატეგორიაში მყოფი პირებისთვის რისკი უფრო ზომიერად იზრდება. რამდენიმე წყაროს სტატისტიკური ცდომილების (uncertainity) გათვალისწინებით, თავი შევიკავოთ აღნიშნულის ფაქტად მოხსენიებისგან (იხ. მსჯელობა მეთოდოლოგიის აღწერაში). მნიშვნელოვანი მესიჯი დროულად გაჟღერდა ბლოგში ბრუკინგსის ინსტიტუტის ვებგვერდზე:
"ჩინეთში, COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიების 50%-ზე მეტი მოდის 70 წელს გადაცილებულ მოსახლეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ით ინფიცირებულთა უმეტესობა 70 წელზე ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. ახალგაზრდებმა აღნიშნული მიიღეს ისე, თითქოს მათ არ უნდა ედარდათ ვირუსზე. ძირითადი გაფრთხილება, გამოეჩინათ განსაკუთრებული სიფრთხილე, ასაკოვნების მიმართ იყო მიმართული. მართალია, ახალგაზრდების დაღუპვის ალბათობა COVID-19-სგან უფრო მცირეა ასაკოვნებთან შედარებით, მაგრამ საყურადღებო ისაა, რომ მათ დაღუპვის რისკის ალბათობა ყველა სხვა ჯანმრთელობისთვის სახიფათო რისკთან შედარებითაც დაბალი აქვთ"
ამ უბრალო ფაქტს დროის საშუალო პერიოდში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში შესაძლოა ეთიკური მნიშვნელობა გააჩნდეს. თუ მკაცრი ზომები წარმატებულია დაავადების პირველი ტალღის შეკავებაში, რა უნდა იყოს შემდეგი სტრატეგია ვაქცინის შექმნამდე? ცხადია, სოციალური დისტანცირების არსებული მასშტაბის შენარჩუნება ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიზანი ვერ იქნება. ერთ-ერთი გამოსავალი, რომლის მომხრეთა რიცხვი იმატებს, არის სამუშაო ასაკის მქონე პირთათვის ცხოვრების თანდათანობით ნორმალიზება, რომლებიც მიიღებენ პანდემიის ძირითად დარტყმას, მაშინ როცა ხანდაზმულები განაგრძობენ სოციალურ დისტანცირებას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიდგომა გონივრულია ეკონომიკური და სიკვდილიანობის მკვეთრი შემცირების თვალსაზრისით (განსაკუთრებით თუ შევადარებთ მას მოვლენათა განვითარების ყველაზე უარეს სცენარს), ის შესაძლოა დასრულდეს ახალგაზრდა თაობების, ხანდაზმულებთან შედარებით, სიკვდილიანობის რისკის არაპროპროციული ზრდით.
რეალურად, არც ერთ სახელმწიფოსა თუ რეგიონში არ განვითარებულა ზემოთ აღწერილი კატასტროფული სცენარი. ვუჰანის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქშიც კი (11 მილიონი მაცხოვრებლით), სადაც აქამდე უცნობმა კორონავირუსმა დაიწყო პირველად გავრცელება, მოსახლეობის მხოლოდ 0,5% აღმოჩნდა ინფიცირებული ვირუსის გავრცელების აღკვეთის დროისათვის. თუ ინფიცირების მეორე ტალღა არ იქნება, ვუჰანში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი მხოლოდ 2%-ს მიაღწევს. ყველაზე უარესი სცენარი უბრალოდ გვახსენებს, რატომ არის სოციალური დისტანცირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. 2020 წელს, სოციალურმა დისტანცირებამ მხოლოდ საქართველოში შესაძლებელია 50,000 სიცოცხლე იხსნას სიკვდილისგან.
პანდემიის საბოლოო მასშტაბის წინასწარ განსაზღვრა ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია. თუმცა დაღუპულთა რაოდენობის მიუხედავად, თუ ერთი ასაკობრივი ჯგუფი უფრო მეტად არ იქნება დაცული, ვიდრე სხვა დანარჩენი, სიკვდილიანობის ნებისმიერი ზრდა ყველა ასაკობრივ ჯგუფზე თანაბრად აისახება.
-
ქვიზი: რამდენად კარგი ინტუიცია გაქვს საჩუქრების შერჩევისას? ქვიზი: რამდენად კარგი ინტუიცია გაქვს საჩუქრების შერჩევისას?
-
ვიქტორ ორბანი: ევროპარლამენტი მიესალმა უკრაინისთვის მრავალეროვნული თავდაცვითი ძალების შექმნას. ეს ნიშნავს, რომ ომმა შეიძლება ჩვენს კარზე მოაკაკუნოს ვიქტორ ორბანი: ევროპარლამენტი მიესალმა უკრაინისთვის მრავალეროვნული თავდაცვითი ძალების შექმნას. ეს ნიშნავს, რომ ომმა შეიძლება ჩვენს კარზე მოაკაკუნოს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: თურნავამ ბანკებს მოუწოდა, არ აღასრულოთ ბრიტანული სანქციებიო, ვინც ამ შუამავლობას იკისრებს, იმას შავი დღე დაადგება რომან გოცირიძე: თურნავამ ბანკებს მოუწოდა, არ აღასრულოთ ბრიტანული სანქციებიო, ვინც ამ შუამავლობას იკისრებს, იმას შავი დღე დაადგება
გადახედვა
-
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
-
"რადიო თავისუფლების" ბულგარული და რუმინული სამსახურები 2026 წლის 31 მარტს დაიხურება "რადიო თავისუფლების" ბულგარული და რუმინული სამსახურები 2026 წლის 31 მარტს დაიხურება
გადახედვა
-
ნათია თურნავა: კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად ნათია თურნავა: კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან, იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად
გადახედვა
-
იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით — თეა წულუკიანი "იმედის" და "პოსტვ"-ის სანქცირებაზე იმპოტენტური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე ბრიტანული დემოკრატიის სახელით — თეა წულუკიანი "იმედის" და "პოსტვ"-ის სანქცირებაზე
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს
გადახედვა
-
გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოდან ბრიტანეთში პირველი ბავშვი დაიბადა გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოდან ბრიტანეთში პირველი ბავშვი დაიბადა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს 40 000 წლის წინანდელი სიმბოლოები, რომლებიც დამწერლობის ადრეულ ფორმას წააგავს აღმოაჩინეს 40 000 წლის წინანდელი სიმბოლოები, რომლებიც დამწერლობის ადრეულ ფორმას წააგავს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ და "იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს სამმა წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების მოთხოვნით მიმიმართეს ირაკლი რუხაძემ და "იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს სამმა წევრმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების მოთხოვნით მიმიმართეს
გადახედვა
-
ზუგდიდის სასამართლომ ვიტალი გუგუჩია, "პოსტვ"-ის ჟურნალისტ ნათია ბერიძისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე, გაამართლა ზუგდიდის სასამართლომ ვიტალი გუგუჩია, "პოსტვ"-ის ჟურნალისტ ნათია ბერიძისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე, გაამართლა
გადახედვა
-
არქეოლოგებმა პანამაში ადამიანების ნეშტი და ოქროულობა იპოვეს არქეოლოგებმა პანამაში ადამიანების ნეშტი და ოქროულობა იპოვეს
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ იცი ქართული ენა თუ სპორტულმა კომენტატორმა? ქვიზი: შენ უკეთ იცი ქართული ენა თუ სპორტულმა კომენტატორმა?
-
ვეძებთ მომავალ ჟურნალისტებს — NEWS.On.ge სტაჟირების პროგრამას იწყებს ვეძებთ მომავალ ჟურნალისტებს — NEWS.On.ge სტაჟირების პროგრამას იწყებს
გადახედვა
-
სიახლე პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს ჟურნალისტებს, ექსპერტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს —TI "გრანტების შესახებ კანონში" ცვლილებებზე სიახლე პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს ჟურნალისტებს, ექსპერტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს —TI "გრანტების შესახებ კანონში" ცვლილებებზე
გადახედვა
-
ბათუმის ბულვარში ქორწინების სახლს ანგრევენ ბათუმის ბულვარში ქორწინების სახლს ანგრევენ
გადახედვა
-
გიგანტურმა ვარსკვლავმა ფერი იცვალა — შესაძლოა, აფეთქების პირას იყოს გიგანტურმა ვარსკვლავმა ფერი იცვალა — შესაძლოა, აფეთქების პირას იყოს
გადახედვა
-
ტობიას კრემერი: როდესაც დემოკრატიული უკუსვლის დეფინიციას ვეძებთ, ლექსიკონი აღარ გვჭირდება, უბრალოდ თბილისში ჩაფრენაა საკმარისი ტობიას კრემერი: როდესაც დემოკრატიული უკუსვლის დეფინიციას ვეძებთ, ლექსიკონი აღარ გვჭირდება, უბრალოდ თბილისში ჩაფრენაა საკმარისი
გადახედვა
-
ხელფასების ჩარიცხვაზე პრობლემები არ იქნება — ვიქტორ ჯაფარიძე "პოსტვ"-ის სანქცირებაზე ხელფასების ჩარიცხვაზე პრობლემები არ იქნება — ვიქტორ ჯაფარიძე "პოსტვ"-ის სანქცირებაზე
გადახედვა
-
ვამპირის დღიურების მსახიობები 1-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ ვამპირის დღიურების მსახიობები 1-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ
გადახედვა


კომენტარები