SJC: ბოლო პერიოდში, პოლიციის მხრიდან დაკავებულების იძულებითი გაშიშვლება განმეორებადი პრაქტიკა გახდა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ეხმაურება 31 მარტს, პოლიციის მიერ ლუკა კინწურაშვილის უკანონო დაკავებას და მივიჩნევთ, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა, რომ პოლიციის მხრიდან თვითნებობა და დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობა უკვე ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა.
მათი თქმით, პერიოდში, პოლიციის მხრიდან დაკავებულების იძულებითი გაშიშვლება განმეორებადი პრაქტიკა გახდა და არაადამიანური მოპყრობის ეს განსაკუთრებულად დამამცირებელი ფორმა სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ნაწილად იქცა.
"31 მარტს, საღამოს 20:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე პოლიციამ ლუკა კინწურაშვილი თვითნებურად დააკავა და მას პრევენციის ზოგადი და ფორმალური საფუძვლით ჩანთის ჩხრეკა და ტელეფონში "ტელეგრამის" ჩატზე წვდომა მოსთხოვა. ლუკა კინწურაშვილმა ჩანთის შემოწმებაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო მობილურზე წვდომის მიცემამდე, კონსულტაციის მიღების მიზნით ჩვენი ორგანიზაციის ადვოკატს დაუკავშირდა. ადვოკატმა ტელეფონით კომუნიკაციისა პოლიციას მოსთხოვა განემარტა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით და რა პროცედურით ითხოვდნენ ლუკასგან პირადი ტელეფონის დათვალიერებას. ასევე განუცხადა, რომ თავად მალევე იქნებოდა ადგილზე, რათა პოლიციას მისი მონაწილეობით ჩაეტარებინა ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიება, ლუკა კინწურაშვილს კი მის მისვლამდე ლაივში ჩართვა ურჩია. რის შემდეგაც, პოლიციამ ლუკა კინწურაშვილს ტელეფონი წაართვა და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
დაკავებულს არ მიეცა ოჯახთან და ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა. შესაბამისად, დაკავებიდან 6 საათის განმავლობაში, არც ოჯახის წევრების და არც მისი უფლებადამცველებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა ინფორმაცია ლუკას ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ.
როგორც ლუკა კინწურაშვილმა რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატს განუცხადა, პოლიციის თანამშრომლებმა ის პირადი დათვალიერების დროს სრულად ორჯერ გააშიშვლეს — როგორც პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას, ისე დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების დროს.
შსს ლუკა კინწურაშვილს ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ პოლიციის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლის მე-3 მუხლი) და მისი დაკავების ვადა მაქსიმუმამდე — 48 საათით არის გახანგრძლივებული", — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ ირაკლი ზარქუა: ზუსტად 14 წლის წინ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლიდერობით, გაერთიანდა ერი და ბერი სააკაშვილის ტირანიის წინააღმდეგ
გადახედვა
-
კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ მიხეილ სააკაშვილი: იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გადახედვა
-
მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგში ილიაუნი ისევ მოწინავე ქართული უნივერსიტეტია მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგში ილიაუნი ისევ მოწინავე ქართული უნივერსიტეტია
გადახედვა
-
"ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა "ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა
გადახედვა
-
საქართველოს საზღვართან 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვართან 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა
გადახედვა
-
სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს
გადახედვა
-
"ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე "ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე
გადახედვა
-
ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს
გადახედვა
კომენტარები