300-მილიონიანი ინვესტიცია, სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტები — მეტროპოლის პროექტები ბათუმში
ფოტო: მეტროპოლი
კუბი, ოვალი და პარალელი — მეტროპოლი ბათუმში 3 მასშტაბური პროექტით არის წარმოდგენილი, რომელთა მშენებლობა ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს. ზღვისპირა ქალაქში დეველოპერის ჯამური ინვესტიცია 300 მილიონი ლარია.
გამორჩეული არქიტექტურული დიზაინის შენობები კუბი და ოვალი საერთაშორისო ბრენდ Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება. მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფი, რომელიც 54 ქვეყანაში საქმიანობს, აჭარის რეგიონში მეტროპოლთან გაფორმებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე შემოდის და ქართული კომპანიის მიერ აგებულ კომპლექსში პრემიალურ სასტუმრო Royal Tulip-ს განათავსებს.
ფოტო: მეტროპოლი
ირაკლი აბულაძე, მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით: "მოხარულები ვართ, რომ, მეტროპოლ კუბისა და მეტროპოლ ოვალის სახით, ბათუმს მალე მაღალი კლასის სასტუმრო და საინვესტიციოდ განკუთვნილი აპარტამენტები შეემატება. ვფიქრობთ, ეს კონცეპტუალურად და არქიტექტურული დიზაინით გამორჩეული კომპლექსი ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებას.
პროექტები, რომლებიც ზღვიდან 200 მეტრში მდებარეობს, საერთო ჯამში, სასტუმროს 180 ნომერსა და 1000-ამდე აპარტამენტს გააერთიანებს".
ფოტო: მეტროპოლი
ამ ეტაპისათვის, უკვე მთლიანად დასრულებულია მეტროპოლ ოვალის კონსტრუქციული და ლესვითი სამუშაოები. ამჟამად, კომუნიკაციების გაყვანის პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც, ფასადის დამუშავება დაიწყება. მაღალი ხარისხის შუშისა და ალუმინის პროფილის კომბინაცია ფასადს მეტ ელეგანტურობას სძენს და სრულად ვიტრაჟულია. აჭარის კლიმატზე გათვლილი, სპეციალურად შერჩეული მასალა, ქარისა და წყლის დატვირთვას მაქსიმალურად უძლებს, რაც შენობის სიმყარესა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მშენებლობაში ენერგოეფექტურ პემზა ბლოკს იყენებენ.
ფოტო: მეტროპოლი
28 სართულის კონსტრუქცია უკვე მზად არის მეტროპოლ კუბში. ოვალის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც, კომპლექსი უმაღლესი ხარისხის მასალებით შენდება. ამჟამად, მიმდინარეობს მონოლითური სამუშაოები, შემდეგ კი პროცესი ფასადზე გადაინაცვლებს. გეომეტრიული ფორმით განსხვავებული, თუმცა საერთო კონცეფციით შექმნილი შენობები აღჭურვილი იქნება საცურაო აუზებით, საკონფერენციო და სატრენაჟორო დარბაზებით. პროექტშია კეთილმოწყობილი სარეკრეაციო ზონის მოწყობა, ასევე, გათვალისწინებულია კომერციული სივრცეები და მიწისქვეშა, კომფორტული ავტოსადგომი.
პროექტის ყველა დეტალი Royal Tulip-თან არის შეთანხმებული და დადასტურებული. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობის პროცესს საერთაშორისო ბრენდი ინტენსიურ რეჟიმში ადევნებს თვალს და მონიტორინგს უწევს.
ირაკლი აბულაძე, მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით: მეტროპოლ ოვალში განსაზღვრულია სასტუმროს 100 ნომერი და 550 აპარტამენტი, ხოლო, მეტროპოლ კუბი 80 ნომერსა და 400 აპარტამენტს მოიცავს, რომელთა მესაკუთრეები პროექტის თანაინვესტორები ხდებიან. პირადი კაბინეტის საშუალებით, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თვალი მიადევნონ შემოსავლებს, გაწეულ დანახარჯებსა თუ მიღებულ სერვისებს. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეებისათვის, შეიძინონ უძრავი ქონება და მიიღონ სტაბილური შემოსავალი. ორივე შენობაში ერთად აპარტამენტების 50%-ზე მეტი უკვე გაყიდულია.
ძალიან გვახარებს და გვეამაყება ის ფაქტი, რომ ორივე პროექტი უკვე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. კუბმა Titan Awards-ის აღიარება მოიპოვა, ასევე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული International Property Awards-ის ჯილდო დაიმსახურა კატეგორიაში Best Mixed-Use Development for Georgia. მეტროპოლ ოვალი კი საქართველოში საუკეთესო პრემიალურ სასტუმროდ დასახელდა. პროექტი Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებული გასული წლის გაზაფხულზე გახდა“.
ბათუმში, გმირთა ხეივნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე, მდებარეობს მეტროპოლის კიდევ ერთი პროექტი პარალელი. საცხოვრებლად განკუთვნილი კომპლექსი ხელსაყრელი ადგილმდებარეობითა და აჭარის მთიანეთზე პანორამული ხედებით გამოირჩევა.
ფოტო: მეტროპოლი
პროექტით დაგეგმილია ორი, 33 და 35-სართულიანი, კორპუსის მშენებლობა, რომლებიც 500-ამდე ბინას გააერთიანებს. კომპლექსი A და B ბლოკებად იყოფა. შენობის საძირკველი ხიმინჯური სისტემით არის მოწყობილი, რაც კორპუსის სიმყარეს უზრუნველყოფს და, თავის მხრივ, მობინადრეთათვის უსაფრთხო საცხოვრებელს ნიშნავს.
მეტროპოლ პარალელის B ბლოკში ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულებულია და, ამჟამად, A ბლოკში იწყება საძირკვლის მოწყობა, რასაც მიწისზედა მონოლითური სამუშაოები მოჰყვება. მასალები საგანგებოდ შეირჩა. გამძლე და უსაფრთხო სამშენებლო პროდუქცია მაღალი ტენიანობის გათვალისწინებით განისაზღვრა.
ურბანულად დატვირთულ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მიწისქვეშა ავტოსადგომი. შენობის პირველ და მეორე სართულებს კომერციული ფართი დაიკავებს.
ბინების ფართობი 32.5 m2-იდან იწყება და 184.3 m2-ამდე ადის, ჭერის სიმაღლე კი სამი მეტრია, გარდა იმ 20 გამორჩეული აპარტამენტისა, სადაც მესაკუთრეები საცხოვრებელ ფართს ექვსმეტრიანი ჭერით ჩაიბარებენ. მაღალსართულიან კორპუსებში ასეთი სულ 4 სართული იქნება.
მესაკუთრეები ბინებს შავი კარკასის მდგომარეობით მიიღებენ, რაც მოიცავს დომოფონიან მთავარ შესასვლელ კარსა და კარ-ფანჯრებს. ასევე ფილებით იქნება მოპირკეთებული აივანი. გათვალისწინებულია ვიდეოსამეთვალყურეო და უსაფრთხოების სისტემები. „პარალელის“ მცხოვრებლები კონსიერჟის 24-საათიანი მომსახურებით ისარგებლებენ.
ირაკლი აბულაძე, მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით: მეტროპოლ პარალელის მესაკუთრეებს დასრულებულ კომპლექსს 2027 წლის ბოლოს ჩავაბარებთ. ორივე ბლოკში წინასწარი გაყიდვები მიმდინარეობს და, ამ დროისათვის, აპარტამენტების თითქმის ნახევარს მფლობელი უკვე ჰყავს.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ პარალელი ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში შენდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები, რომლებიც სიცოცხლისათვის სახიფათო პირობებში ცხოვრობდნენ, ახალ, თანამედროვე და უსაფრთხო კორპუსებში მიიღებენ ფართს. ეს ფაქტორი ჩვენი გუნდისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.
ბათუმის სამივე პროექტის დასასრულებლად კომპანიას 2027 წლის ბოლო აქვს განსაზღვრული.
ზღვისპირა ქალაქთან ერთად, ინტენსიურად მიმდინარეობს მეტროპოლის მშენებლობები დედაქალაქშიც. დეველოპერული კომპანია 2025 წელს 6 ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს.
მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით შვიდი პროექტი აქვს. თბილისში მეტროპოლ ბაგები უკვე დასრულებულია. ასევე მიმდინარეობს მეტროპოლ ქავთარაძისა და მეტროპოლ ორთაჭალას მშენებლობა. 2025 წელს დაიწყო კომპანიის პირველი სუბურბანული პროექტის მეტროპოლ ლისის მშენებლობა. ბათუმში კი მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის პარალელის მშენებლობა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.
მეტროპოლის მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.
-
"ამას რომ ყვება ადამიანი, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევი" — ზურაბ ჯაფარიძე "ნეიტრალური საქართველოს" წევრების ჩვენებაზე "ამას რომ ყვება ადამიანი, ან დასაწვენია ან გამოსაკვლევი" — ზურაბ ჯაფარიძე "ნეიტრალური საქართველოს" წევრების ჩვენებაზე
გადახედვა
-
შეიმუშავეს ახალი ტესტები, რომლებიც ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკას მნიშვნელოვნად დააჩქარებს შეიმუშავეს ახალი ტესტები, რომლებიც ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკას მნიშვნელოვნად დააჩქარებს
გადახედვა
-
ომარ ფურცელაძე: "ნეიტრალური საქართველოს" წევრები აცხადებენ, რომ სს-ის დანაშაულის ფიგურანტები არიან კალასი, ფონ დერ ლაიენი, კოსი და CIA ომარ ფურცელაძე: "ნეიტრალური საქართველოს" წევრები აცხადებენ, რომ სს-ის დანაშაულის ფიგურანტები არიან კალასი, ფონ დერ ლაიენი, კოსი და CIA
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ტყვეების წამებასა და მკვლელობაში ბრალდებულ პირებს სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ტყვეების წამებასა და მკვლელობაში ბრალდებულ პირებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
მეცნიერებმა მცენარეული ნედლეულისგან პლასტმასაზე უფრო გამძლე პოლიმერები შექმნეს მეცნიერებმა მცენარეული ნედლეულისგან პლასტმასაზე უფრო გამძლე პოლიმერები შექმნეს
გადახედვა
-
რა ხდება ნინა დობრევის თავს? — მსახიობი დუგი ჯოზეფთან ერთად ნიუ-იორკში დააფიქსირეს რა ხდება ნინა დობრევის თავს? — მსახიობი დუგი ჯოზეფთან ერთად ნიუ-იორკში დააფიქსირეს
გადახედვა
-
N1 ქსელი სამოგზაუროდ — სელფის როუმინგის კამპანია N1 ქსელი სამოგზაუროდ — სელფის როუმინგის კამპანია
-
RFE: ქალი, რომელიც ნიკოლ ფაშინიანს ყარაბაღის ომთან დაკავშირებით დაუპირისპირდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს RFE: ქალი, რომელიც ნიკოლ ფაშინიანს ყარაბაღის ომთან დაკავშირებით დაუპირისპირდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
მე მგონი მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს, გამოდის ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით — ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე მე მგონი მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს, გამოდის ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით — ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე
გადახედვა
-
კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე "კოსმოსური სარკის" განთავსების ნებართვა მიიღო კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე "კოსმოსური სარკის" განთავსების ნებართვა მიიღო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე საქართველოს ბანკი — ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე
-
პროკურატურამ აშშ-ში არალეგალური მიგრაციის ხელშემწყობი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა — ბრალი 4 პირს წარედგინა პროკურატურამ აშშ-ში არალეგალური მიგრაციის ხელშემწყობი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა — ბრალი 4 პირს წარედგინა
გადახედვა
-
"საფარი": პოლიციის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ მეუღლეზე შესაძლო ძალადობისა და მუქარის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო "საფარი": პოლიციის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ მეუღლეზე შესაძლო ძალადობისა და მუქარის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს
-
ისტორიაში პირველად, ვარსკვლავთაშორის სივრცეში შაქარი აღმოაჩინეს ისტორიაში პირველად, ვარსკვლავთაშორის სივრცეში შაქარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც გლობალური ომის პარტიის გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ ისიც დაეცა არჩილ გორდულაძე: ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც გლობალური ომის პარტიის გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ ისიც დაეცა
გადახედვა
-
სასამართლოში ე.წ საბოტაჟის საქმეზე "ნეიტრალური საქართველოს" წევრები დაიკითხნენ სასამართლოში ე.წ საბოტაჟის საქმეზე "ნეიტრალური საქართველოს" წევრები დაიკითხნენ
გადახედვა
-
შსს: მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა შსს: მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა
გადახედვა
-
აშშ-ში ICE-ის აგენტმა მიგრანტი, კოლუმბიის მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა აშშ-ში ICE-ის აგენტმა მიგრანტი, კოლუმბიის მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა
გადახედვა
-
ეს ქალაქი ყველასია, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა — კახა კალაძე გარემოვაჭრეებზე ეს ქალაქი ყველასია, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა — კახა კალაძე გარემოვაჭრეებზე
გადახედვა
-
პარიზის მახლობლად ტყეში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს პარიზის მახლობლად ტყეში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები