8 ტიპის ადამიანი, რომელსაც კარანტინში (დისტანციურად) შეხვდებით
კარანტინი, სახლში ყოფნის აუცილებლობა და ამ დოზის სოციალური დისტანცირება ყველასთვის ახალია და შესაბამისად, ყველა ჩვენგანის დღის რეჟიმიც საგრძნობლად შეიცვალა.
ადამიანების ხასიათის, ცხოვრების სტილის, ინტერესებისა და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ამ ცვლილებებთან გამკლავების ხერხები ძალიან ინდივიდუალურია. ჩვენ მაინც ვეცადეთ და ისინი ჩვენი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე რამდენიმე კატეგორიად დავაჯგუფეთ:
1. ვამპირი
ეს ადამიანი დილის 5–6 საათისკენ იძინებს და შუადღის 3–სკენ დგება. სრული უფლება გვაქვს დავასკვნათ რომ ვამპირის მსგავსად მზის სხივებს ერიდება და დღის სინათლეზე ფუნქციონირება მის ძალებს აღემატება. თუმცა სანამ გაღვიძების შემდეგ 4–5 საათი მაინც აქვს იმისთვის, რომ მაღაზიაში ჩასვლა მოასწროს, სანერვიულო წესით არაფერია.
2. თავის მოვლის გურუ
ამ ადამიანმა კარანტინის დაწყებისთანავე მთელი შაბათ-კვირა საღამოს რიტუალად აქცია – მოიმარაგა აბაზანის ბურთები, სკრაბები, სახის ნიღბები და ყოველ დილა–საღამოს საკუთარი თავის ფიზიკურ თუ სულიერ განწმენდას უთმობს. დილით ჯანსაღ საუზმეს იმზადებს, დღის გეგმას ბლოკნოტში, ან ოთხკუთხა ფურცლებზე წერს და ამ გეგმას დღის განმავლობაში აუღელვებლად მიყვება. შეიძლება დეტოქსის სახით რამდენიმე ნაცნობიც წაშალა სოციალური ქსელებიდან რომ შანსი გამოეყენებინა და ეს პერიოდი ბარემ ყველაფერი ტოქსიკურისგან გათავისუფლებისთვის დაეთმო.
3. ეკრანზე–შეხორცებული
ამ პუნქტს სანამ წაიკითხავთ აიღეთ მობილური და გადახედეთ თქვენს screen-time–ს. თუ დღის საშუალო მაჩვენებელი 10 საათს აღემატება, მაშინ ეს აბზაცი თქვენზეა.
ეკრანზე მიწებებული ადამიანი დროს უქმად არ ხარჯავს – უყურებს სერიალებს, ფილმებს, გულისყურით კითხულობს და ათვალიერებს ნაცნობების, მეგობრების და ცნობილი ადამიანების პოსტებს, თუ ინსტაგრამ–სთორებს; და მისი მთელი დროც ამაში გადის. ერთის მხრივ დროის სწრაფად გასაყვანად ეს ძალიან კარგი ხერხია, თუმცა ძილის რეჟიმსა და მხედველობაზე კარგად არ მოქმედებს. გირჩევთ ცოტა ხნით მაინც გადადოთ თქვენი გაჯეტები, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ რაც ამ სტატიას ჩაიკითხავთ.
4. ახალაღმოჩენილი შეფი
ამ ადამიანმა არც იცოდა კულინარია რომ მისი მოწოდება იყო, სანამ ყველანაირი გასართობის გარეშე სახლში მარტო არ დარჩა. ეს მეგობარი შესაძლოა კარანტინამდე იმასაც კი გეუბნებოდათ რომ კვერცხის შეწვაც არ შეუძლია, ახლა კი გორდონ რემზიზე უკეთ ამზადებს ქათმის სტეიკს, ყვავილოვანი კომბოსტოს სუპს და გოგრის დესერტებს.
თუ ეს მეგობარი თავად ხართ – იქნებ კულინარიული ბლოგიც წამოგეწყოთ და ჩვენთვისაც გაგეზიარებინათ კარანტინის პირობებში მარტივად მოსამზადებელი რეცეპტები.
5. კარანტინის ონლაინ–მემატიანე
სულ მცირე ერთი ონლაინ–მემატიანე მაინც მეგობრებში ყველას გვყავს. ისინი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აზიარებენ ყველა სასარგებლო თუ გასართობ სტატიას პანდემიის შესახებ, გვიყვებიან იზოლაციის საკუთარ გამოცდილებაზე, გვეკითხებიან ამ რეჟიმთან გამკლავების ჩვენს მეთოდებზე, ან მოვლენების განვითარების ჩვენეულ პროგნოზებზე. ონლაინ–მემატიანეებს შორის ყველაზე თანამედროვეებს ინსტაგრამზე უკვე სპეციალური Highlight-იც კი აქვთ მიძღვნილი კორონავირუსისა და კარანტინის პირობებში შეცვლილი ცხოვრების სტილისთვის.
პ.ს. მსგავსი Highlight ინსტაგრამზე ჩვენც გვაქვს, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკას, მითებს თუ ფაქტებს გიზიარებთ ხოლმე. შეგიძლიათ გამოგვყვეთ და განახლებებიც ნახოთ.
6. ბედნიერი ინტროვერტი
ეს არის ინტროვერტი, რომელსაც არაერთხელ უოცნებია: "ნეტა სახლიდან გასვლას ცოტა ხნით მაინც არავინ მომთხოვდესო" და ახლა ფაქტიურად ოცნება აუხდა. მთელი დღე ეულად ირთობს თავს რითიც გაუხარდება და ბედნიერია რომ ზედმეტი სოციალური კონტაქტით არავინ აწუხებს. პარასკევ საღამოსაც აღარავინ ეკითხება “სახლში ყოფნა როგორ შეგიძლიაო”.
თუმცა არსებობს ინტროვერტების მეორე კატეგორიაც, რომლებსაც ასევე უყვარდათ სახლში ყოფნა, მაგრამ რა წამს სახლიდან გასვლა აუკრძალეს, საერთოდ აღარ ეხალისებათ და ერთი სული აქვთ ეს ყველაფერი როდის დასრულდება.
7. მაქსიმალისტი
ამ ადამიანს თუ შეხედავთ ალბათ იფიქრებთ, რომ ცხოვრების დასალაგებლად სულ კორონავირუსის გამოჩენას ელოდებოდა. მთელი დღე დაკავებულია და კარანტინის პირობებშიც ვერ ნახულობს მოდუნების დროს ან საჭიროებას. დილით ადრე დგება, მუშაობს ან მეცადინეობს, ვარჯიშობს კიდეც და დაბალანსებულ საუზმეს, სადილსაც და ვახშამსაც თვითონ იმზადებს.
რა თავისუფალი დროც რჩება – წიგნების წასაკითხად, მედიტირებისთვის ან რაიმე ახლის შესაქმნელად, შესასწავლად და აღმოსაჩენად იყენებს. სახლსაც რუტინულად ალაგებს და სამომავლო გეგმებიც გაწერილი აქვს. ყველაფერთან ერთად მეგობრებთან კონტაქტიც საერთოდ არ მოუკლია – ყოველ საღამოს ონლაინ ერთვება ახლო ადამიანებს და პარასკევ საღამოსაც ისევ ერთად სვამენ, ცეკვავენ და Zoom–ით უყურებენ საყვარელ სერიალს.
8. ტიკტოკერი
ყველა ვიცნობთ ადამიანს რომელიც აპლიკაციის გამოჩენისთანავე იფიცებოდა რომ TikTok–ზე არასდროს დარეგისტრირდებოდა, თუმცა თვითიზოლაციის რამდენიმე მოსაწყენი დღის შემდეგ მაინც “წაუცდა ხელი”, დარეგისტრირდა და ახლა ზუსტად იცის რა განსხვავებია Renegade-ის ორიგინალურ და Hype House ვერსიებს შორის და რომელია ჩარლი დამელიოს საყვარელი ყავის სახეობა.
ზემოთჩამოთვლითაგან რომელიც არ უნდა იყოთ, იცოდეთ რომ თქვენი სახლში ყოფნით სამყაროს გადარჩენაში უდიდესი წვლილი შეგაქვთ. მადლობა თქვენ ამისთვის.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები