იგივეა, რაც მოქმედებს კარფურში, გუდვილში... დისტანცია უნდა დაიკავონ — გომელაური ეკლესიაზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საგანგებო მდგომარეობის დროს ეკლესიებში ხალხმრავალი წირვების ჩატარების შესახებ საუბრისას პარალელს დიდ სავაჭრო ცენტრებთან ავლებს და ამბობს, რომ როგორც კარფურში და გუდვილში, ეკლესიაშიც დისტანცია უნდა დაიკავონ.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, რომ ეკლესია გამონაკლის შემთხვევებში არ შედის, თუმცა საგანგებო მდგომარეობის დროს იქ ათზე მეტი ადამიანი იკრიბება.
"გამონაკლის შემთხვევებში არ შედის ეკლესია, გეთანხმებით, თუმცა, მოდი ასე ავიღოთ მაშინ, იგივე, რა კანონიც მოქმედებს ვთქვათ სხვა დახურულ დაწესებულებებში, ავიღოთ თუნდაც სავაჭრო ცენტრებში, ანუ კარფური როგორც არის, გუდვილი... არის დისტანცია, დისტანცია უნდა დაიკავონ ერთმანეთთან. გარეთაც შეიძლება 100 კაცი მოძრაობდეს ვთქვათ ქუჩაზე, თუმცა დისტანცია ჰქონდეთ დაკავებული და ერთად არ იდგნენ და ა.შ. აქედან გამომდინარე, ეკლესიაშიც არის... თუნდაც სამება, უდიდესი ეკლესიაა. დარღვევის შემთხვევაში რა თქმა უნდა ვიმოქმედებთ ყველგან", - აღნიშნა შს მინისტრმა, რომელიც მარნეულში იმყოფებოდა [სტილი დაცულია].
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დეკრეტით 10-ზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში შეკრება აიკრძალა, ეკლესიებში წირვა მაინც ჩატარდა. ზოგიერთ მათგანში მრევლს აუცილებელი დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებდნენ და ხატებს სპეციალური სითხით ამუშავებდნენ, თუმცა სასულიერო პირებმაც აღიარეს, რომ წირვის შემდეგ მრევლი დისტანციას აღარ იცავდა. ამასთან, სხვადასხვა მედიაში გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ეკლესიაში არიან არასრულწლოვნები, ასევე, ორსულები.
წირვის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ დეკრეტში რწმენისა და აღმსარებლობის უფლებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის. მას რამდენჯერმე დაუსვეს კითხვა, რა ხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ტაძარში ათზე მეტი ადამიანი შეიკრიბებოდა და გავრცელდებოდა თუ არა მათზე საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები. არჩილ თალაკვაძე ყოველ ჯერზე პასუხობდა, რომ რწმენისა და აღმსარებლობის უფლების შეზღუდვაზე დეკრეტში საუბარი არაა.
პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, ვინც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოითხოვა, ბრიფინგის დროს ეკლესიის შესახებ კითხვის პასუხად კი თქვა, რომ "შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს".
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
კომენტარები