სწორია თუ არა კრიზისის დროს ფასების დარეგულირება
საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე რაქვიაშვილი ფასების დარეგულირების შედეგების შესახებ მოგვითხრობს
ფოტო: Wikimedia Commons
ყოველ ჯერზე, როცა კრიტიკულ სიტუაციაში მაღაზიები ფასებს ზრდიან, უკმაყოფილო მოქალაქეები მთავრობას მოქმედებისკენ მოუწოდებენ. მაგრამ თუ მომხმარებლების შფოთვას ფასების რეგულირება მოჰყვება, შედეგი არავის მოეწონება.
გავარჩიოთ მარტივი მაგალითი. დავუშვათ, პანიკის ფონზე წიწიბურას ფასი მკვეთრად გაიზარდა. სანამ მთავრობას მივმართავთ, ვნახოთ, თუ რატომ მოხდა ეს და რა შედეგი მოყვება გაზრდილ ფასს.
პირველ რიგში, ფასის ეს ცვლილება გაზრდილი მოთხოვნით არის განპირობებული. მომხმარებელმა გადაწყვიტა, რომ წიწიბურა მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა პროდუქტი თუ სერვისი, მაგალითად, ტელეფონი, მოგზაურობა, ნამცხვარი და ა.შ. სხვა სიტყვებით, წიწიბურას შეფასება შეიცვლა, ის უფრო ფასეული გახდა, პირველ რიგში, თვით მომხმარებლის გადმოსახედიდან. რადგან თვითონ ადამიანები წიწიბურას უფრო მეტად აფასებენ, ეს ფასშიც აისახება.
თუ სიტუაციას მიმწოდებლის მხრიდან გადავხედავთ, უამრავ ადამიანს დავინახავთ, რომელიც რიგში დგას, რომ ამ ბიზნესმენის შეზღუდული რაოდენობით არსებული პროდუქტი იყიდოს. თუ გამყიდველი ფასს დაწევს, პირველივე მომხმარებელი იმდენ წიწიბურას წაიღებს, რამდენსაც შეძლებს, ხოლო უმრავლესობა წიწიბურას გარეშე დარჩება. თუ კი ის ფასს აწევს, წიწიბურას მხოლოდ ის იყიდის, ვისაც ეს უკანასკნელი მეტად უღირს. ორივე შემთხვევაში პროდუქტის ერთი და იგივე რაოდენობა გაიყიდება, მაგრამ მაღალი ფასის პირობებში მიმწოდებელს მეტი მოგება დარჩება. რაც ასევე გასაგებია, რადგან ბიზნესმენმა ბაზარზე ის პროდუქტი გაიტანა, რომელიც ამ მომენტში მოხმარებელს ყველაზე მეტად ჭირდებოდა.
უფრო მეტიც, ვინაიდან წიწიბურას მარაგი უსასრულო არ არის (საწინააღმდეგო შემთხვევაში არც ფასი გაიზრდებოდა), ამ შეზღუდულ რესურს მომხმარებელი სიფრთხილით და ეკონომიით გამოიყენებს - ის ხომ მას ძვირი დაუჯდა. ხოლო მიმწოდებლის გაზრდილი მოგება სხვა ბიზნესმენებისთვის სიგნალი იქნება იმისა, რომ მათ თავისი, ამ მომენტისთვის ნაკლებად მომგებიანი საქმიანობა შეაჩერონ და მათ ხელთ არსებული რესურსი წიწიბურას მიწოდებაზე დახარჯონ. საბოლოო ჯამში ბაზარზე წიწიბურა არ გაქრება და რაც უფრო მეტად დაჭირდება ის მომხმარებელს, მით უფრო მეტი სტიმული ექნებათ ბიზნესმენებს, დამატებითი პროდუქტი გაიტანონ გასაყიდად.
ახლა ვნახოთ, რა მოხდება, თუკი ამ პროცესში მთავრობა ჩაერევა და ფასის ზედა ზღვარს დააწესებს. ასეთ დროს სულ ორი შესაძლო შედეგი არსებობს.
თუ გამყიდველი კანონს დაემორჩილება და წიწიბურას ნაკლებ ფასად გაყიდის, მისი მოგება შემცირდება. ეს კი სხვა ბიზნესმენს აღარ მოიხიბლავს და შედეგად ბაზარზე ნაკლები წიწიბურა გვექნება. გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად წიწიბურას ნაკლები რაოდენობა დეფიციტს ნიშნავს, რომელიც ჩვენ უფროს თაობას კარგად ახსოვს იმ ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, როცა ფასებს მთავრობა აწესებდა და არა ბაზარი. ამ პერიოდიდან ჩვენ ასევე ვიცით, რომ დიდ რიგში არა სოციალურად დაუცველი (რომლის ზრუნვით მთავრობამ ფასების რეგულირება დაიწყო) მოიპოვებს უპირატესობას, არამედ სწრაფი, ძლიერი მომხმარებელი, ის ვინც რიგს გვერდს აუვლის, სხვას გადაასწრებს და მეტ ელასტიურობას გამოიჩენს.
თუმცა ასეთი სიტუაცია ბაზარზე დიდხანს არ გაგრძელდება. ადრე თუ გვიან, წიწიბურას მარაგის ნაწილი არალეგალურ ბაზარზე გადაინაცვლებს, სადაც ფასი კვლავ მომხმარებლის შეცვლილ სურვილებთან შესაბამისობაში მოვა. მაგრამ ვინაიდან ფასი არალეგალურია, ჯერ კიდევ გუშინ პატიოსანი ადამიანები, წიწიბურას გამყიდვლები და მათი კლიენტები, კრიმინალები გახდებიან, რომლებსაც პოლიცია დასდევს, ნაცვლად იმისა, რომ სხვა კრიმინალებს ებრძოლოს. შედეგად, ახალი კრიმინალების ნაწილი ციხეში აღმოჩნდება, დანარჩენები კი პოლიციელებს მოისყიდიან, ამიტომ მალე ანტიკორუფციულ სამსახურებსაც დამატებითი სამუშაო გაუჩნდებათ.
ამდენად, საბაზრო ფასი არ არის უბრალოდ რიცხვი, პარამეტრი, რომელიც მთავრობის დეკრეტით შეიძლება შევცვალოთ. ფასი მომხმარებლების და მიმწოდებლების სურვილებისა და შესაძლებლობების ინდიკატორია. ის საშუალებას გვაძლევს, ჩვენი განსხვავებული მიზნები ერთმანეთს შევუთანხმოთ. თუმცა, ამ, როგორც ნებისმიერ სხვა პროცესში ყოველთვის იარსებებს უკმაყოფილო ადამიანთა ჯგუფი, მაგრამ თუ კი ჩვენ, ამ უკმაყოფილო თანამოქალაქეების სურვილისამებრ, ფასების რეგულირებას დავიწყებთ, მოგებული არავინ დარჩება, ხოლო უამრავი ადამიანი პირდაპირ თუ ირიბად დაზარალდება. ამიტომ თუ კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ პროდუქტზე დაწესებული ფასი მაღალი მოგეჩვენათ, ყველაზე ცუდი, რაც კი შეიძლება გააკეთოთ, მთავრობას ფასების დარეგულირების მოთხოვნით მიმართოთ. ფასები მაინც არ დაიწევს, მაგრამ თქვენს ისედაც რთულ ცხოვრებას ბევრი ახალი პრობლემა დაემატება.
ავტორი: ალექსანდრე რაქვიაშვილი
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები