თვითიზოლაციის დარღვევისთვის პირი თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა — შსს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი კიდევ ერთი პირი იპოვეს. იგი სპეციალური ავტომანქანით ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, იზოლაციის დამრღვევი პირი 2020 წლის 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა. გორის რაიონში გადაადგილებისას სხვა მგზავრების მითითების შემდეგ, ის ჩამოვიდა ტრანსპორტიდან.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ოფიციალურად, კარანტინის რეჟიმში რჩება 1 344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216 პირია მოთავსებული. დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.
ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს. ინფიცირების რისკის ზრდის შემთხვევაში, მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს და კარანტინის გამოცხადებას არ გამორიცხავს.
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, პარლამენტში მათ მხოლოდ კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე კი მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაჰყავს. ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 99 ადამიანი. პარლამენტი განიხილავს, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევა დასჯადი გახდეს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა — რა იქნება შემდეგი? NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა — რა იქნება შემდეგი?
გადახედვა
-
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა 1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
გადახედვა
-
ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე? ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე?
-
Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ
გადახედვა
-
სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი
გადახედვა
-
რა წერია სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2025 წლის ანგარიშში? რა წერია სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2025 წლის ანგარიშში?
გადახედვა
-
ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, "ოცნების" მიერ ბოლო დროს მიღებული სადავო კანონები სერიოზულ გავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, "ოცნების" მიერ ბოლო დროს მიღებული სადავო კანონები სერიოზულ გავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: დენის ტარიფის გაზრდაში მთავარი ფაქტორი არის ივანიშვილის ბიტკოინები მიხეილ სააკაშვილი: დენის ტარიფის გაზრდაში მთავარი ფაქტორი არის ივანიშვილის ბიტკოინები
გადახედვა
-
"მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას "მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
გადახედვა
-
მარწყვიტამ ქმარს უღალატა — რა ვიცით ახალ ტრენდზე, რომელმაც TikTok წალეკა მარწყვიტამ ქმარს უღალატა — რა ვიცით ახალ ტრენდზე, რომელმაც TikTok წალეკა
გადახედვა
-
NYT-მა დაითხოვა ჟურნალისტი, რომელმაც წიგნის მიმოხილვის დასაწერად AI გამოიყენა NYT-მა დაითხოვა ჟურნალისტი, რომელმაც წიგნის მიმოხილვის დასაწერად AI გამოიყენა
გადახედვა
-
24 000+ ცხოველმოყვარული აქტივისტისა და 40+ ორგანიზაცია: ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს, ჩაატარეთ სტერილიზაცია-კასტრაციის სრულფასოვანი პროგრამა 24 000+ ცხოველმოყვარული აქტივისტისა და 40+ ორგანიზაცია: ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს, ჩაატარეთ სტერილიზაცია-კასტრაციის სრულფასოვანი პროგრამა
გადახედვა
-
რატომ არის მნიშვნელოვანი ევერესტის ოლიმპიადაში მონაწილეობა? რატომ არის მნიშვნელოვანი ევერესტის ოლიმპიადაში მონაწილეობა?
-
ქვიზი: გაიშვებოდი თუ არა მთვარეზე? ქვიზი: გაიშვებოდი თუ არა მთვარეზე?
-
ლევან მაჭავარიანი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი კობახიძე არის საუკეთესო პრემიერმინისტრი საქართველოს ისტორიაში ლევან მაჭავარიანი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი კობახიძე არის საუკეთესო პრემიერმინისტრი საქართველოს ისტორიაში
გადახედვა
-
ყირიმში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა — ბორტზე მყოფი 29 ადამიანი დაიღუპა ყირიმში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა — ბორტზე მყოფი 29 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
Peggy Gou-ს ლაივი თბილისში Peggy Gou-ს ლაივი თბილისში
-
როგორ შეიცვალა ხელოვნური ინტელექტის მოდელები — მარტის 3 მთავარი სიახლე როგორ შეიცვალა ხელოვნური ინტელექტის მოდელები — მარტის 3 მთავარი სიახლე
-
მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებასთან საჯარო სატელევიზიო დებატებს ითხოვს მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებასთან საჯარო სატელევიზიო დებატებს ითხოვს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტმა ახალი მუსიკალური კლიპი ელიზაბეთ ტეილორს მიუძღვნა ტეილორ სვიფტმა ახალი მუსიკალური კლიპი ელიზაბეთ ტეილორს მიუძღვნა
გადახედვა
კომენტარები