Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება
ფოტო: NASA
ისტორიული მომენტი ახლოვდება!
ასტრონავტები უკვე კაფსულში არიან და ბოლო პროცედურებს გადიან. ამ ეტაპზე ყველაფერი წესრიგშია. შესაბამისად, ფრენის ფანჯარა 2 საათში უნდა გაიხსნას.
შეგახსენებთ, რომ მისია Artemis 2-ის ეკიპაჟის ფრენის ფანჯარა თბილისის დროით 2 აპრილის 02:24-ზე იხსნება და 2 საათის განმავლობაში იქნება აქტიური,
მისია Artemis 2 ეკიპაჟიან ფრენას მოიცავს, რომელიც ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან განხორციელდება. ადგილზე მშვენიერი ამინდია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გაშვება არ გადაიდება.
ეს მისია უმნიშვნელოვანესია, რადგან ის ერთგვარი სამზადისია Artemis 4-ის მისიისთვის, რითაც ადამიანი მთვარეზე კვლავ დადგამს ფეხს. და რაც მთავარია, ამჯერად იქ უბრალოდ გასეირნებას არ ვგეგმავთ — NASA-მ მთვარეზე 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ბაზის აშენება და 2028 წლისთვის ბირთვულ ენერგიაზე მიმუშავე პლანეტათაშორისი ხომალდის გაშვებაც დააანონსა.
ეკიპაჟის წევრები არიან: რიდ ვაისმანი, ვიქტორ გლოვერი, ქრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი. ისინი 1972 წლის შემდეგ პირველი ადამიანები იქნებიან, რომლებიც მთვარეს მიუახლოვდებიან. თავად მისია 10 დღე გაგრძელდება და ასტრონავტებს რაკეტა Space Launch System-ით გაუშვებენ. ეკიპაჟი Orion-ის სახელით ცნობილ სპეციალურ კაფსულში მოთავსდება.
ასევე, ნახეთ: 6 რეკორდი, რომლებსაც Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარის მისიის დროს დაამყარებენ
კომენტარები