მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ხელისუფლებასთან საჯარო სატელევიზიო დებატებს ითხოვს
მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველო ხელისუფლებასთან საჯარო სატელევიზიო დებატებს ითხოვს და ოპოზიციის ალიანსის მიერ აშშ-ში დაანონსებულ ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ერთიანი ნეიტრალური საქართველო წერს, რომ "ახლახან კიდევ ერთხელ გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას, არათუ საკუთარი გეგმა, არამედ საკუთარი აზრიც კი არ გააჩნია". მათივე თქმით, ისინი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ინსტრუმენტები არიან და მხოლოდ უცხოელი პატრონების დავალებებს ასრულებენ ბრმად. მოძრაობის განმარტებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ოპოზიციისთვის ძალაუფლების წყარო არა ქართველი ხალხი, არამედ უცხოელი პატრონები არიან და ლეგიტიმაციასაც მათგან ელიან.
"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" სახელით გვსურს საზოგადოების ყურადღება გამახვილდეს ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტზე, რაც, ვფიქრობთ, რომ შესაბამისი ანალიზისა და შეფასების გარეშე დარჩა.
როგორც ერთ დროს ერთიანი, შემდეგ დაშლილი და ახლა კიდევ ერთხელ გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ისინი მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თავიანთ უცხოელ პატრონებს წარუდგინონ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ ძალაუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში.
რეალურად, ეს განცხადება რომ აბსურდულია, ყველასთვის ცხადია, რადგან ადგილობრივ რადიკალურ ოპოზიციას, ანუ ახლახან კიდევ ერთხელ გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას, არათუ საკუთარი გეგმა, არამედ საკუთარი აზრიც კი არ გააჩნია. ისინი მხოლოდ და მხოლოდ უცხოელი პატრონების დავალებების ბრმად შემსრულებლები და საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ინსტრუმენტები არიან.
ამავდროულად, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათთვის ძალაუფლების წყარო არა ქართველი ხალხი, არამედ უცხოელი პატრონები არიან და ლეგიტიმაციასაც არა საქართველოს მოსახლეობისგან, არამედ სწორედ მათგან ელიან; მით უფრო, რომ დარწმუნებულები არიან — მთავარი გადაწყვეტილებები სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღება", — წერია განცხადებაში.
ერთიანი ნეიტრალური საქართველო აღნიშნავს იმასაც, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ის გავლენიან სახელმწიფო მოხელეებს შორის კონტაქტი გახშირდა და ეს ქართული ოცნების ხელისუფლებას კომფორტულ მდგომარეობაში აყენებს. მათივე თქმით, ეს "დიფ სთეითის" ხელწერაა.
ერთიან ნეიტრალურ საქართველოს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ საკუთარ პოლიტიკურ კომფორტზე კი არა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საზოგადოების ინტერესების დაცვაზე უნდა იფიქროს და არ წამოეგოს ამ სატყუარას.
როგორც ერთიანი ნეიტრალური საქართველო აღნიშნავს, მათთვის ქართული ოცნების "კონფორმისტული პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია", ამიტომ ისინი კატეგორიულად მოვითხოვეთ საჯარო სატელევიზიო დებატებს ხელისუფლებასთან, რათა საზოგადოების ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს.
"ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებისა და ამერიკის შეერთებული შტატების გავლენიან სახელმწიფო მოხელეებს შორის გახშირებული კონტაქტი, სხვადასხვა ფორუმზე შემდგარი კომუნიკაცია, ღონისძიებებზე მიწვევა თუ სატელეფონო საუბრები ქართული ოცნების ხელისუფლებას კომფორტულ მდგომარეობაში აყენებს და ამცირებს ხელისუფლებაზე ამ კუთხით არსებულ წნეხს.
აშკარაა, რომ ამგვარი მეთოდებით მოქმედება სწორედ "დიფ სთეითის" ხელწერაა, რომელმაც ამჯერად საქართველოსთან მიმართებით მლიქვნელური პოლიტიკის გატარება დაიწყო, რისი მიზანიც ხელისუფლებისა და საზოგადოების მოდუნებაა. ეს ყველაფერი კი, როგორც არაერთხელ დავრწმუნდით, ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლოა მორიგი კატასტროფით დასრულდეს.
"ერთიან ნეიტრალურ საქართველოს" მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ საკუთარ პოლიტიკურ კომფორტზე კი არა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საზოგადოების ინტერესების დაცვაზე უნდა იფიქროს და არ წამოეგოს ამ სატყუარას. რადგან ამერიკის შეერთებული შტატებიცა და ევროპაც "დიფ სთეითისგან" იმართება, თუ დღეს აშშ-დან წამოსულ ამ სიგნალებს დაჰყვებიან, ხვალ, როცა ევროკავშირიც მსგავსი ტიპის პოლიტიკას დაიწყებს, მათთან მიმართებითაც არა პრინციპულ, არამედ ხელისუფლებისთვის კომფორტულ, დამყოლ პოზიციას აირჩევენ.
ფაქტია, ამგვარი მიდგომები ქვეყანასა და ხალხზე კი არა, საკუთარ თავზე ზრუნვით იქნება განპირობებული და ამის შესახებ საზოგადოება სათანადოდ უნდა იყოს ინფორმირებული.
ამ ყველაფრის გააზრება კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმ ფონზე, რომ სრული სიცრუე და ფარსი აღმოჩნდა ხმამაღალი განცხადებები იმის შესახებ, თითქოს დონალდ ტრამპი "დიფ სთეითს" ებრძვის. რეალურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში "დიფ სთეითის" რებრენდინგის პროცესი მიმდინარეობს, თანაც საკმაოდ აქტიურად და ამის ნიშნები უკვე აშკარად იკვეთება.
მეტიც, სწორედ დონალდ ტრამპია "დიფ სთეითის" მმართველობის პირდაპირი გამოხატულება, "დიფ სთეითის" რეალური სახე, რომელიც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს — საჯაროდ აცხადებს, რომ "მშვიდობის მტრედია", მაშინ, როდესაც ომს-ომზე აჩაღებს და საკუთარი, ვითომ დამოუკიდებელი პოლიტიკით, ქმედებებით, დამოკიდებულებითა და მანერებითაც კი ყველანაირ წესრიგს "დიფ სთეითის" გეგმას არგებს.
ფაქტია, ტრამპი ომის გამჩაღებელია, ხოლო მართვითა და გამგეობით, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაში, "დიფ სთეითი" მართავს ყველაფერს!
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოსთვის" ქართული ოცნების კონფორმისტული პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომ, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ საჯარო სატელევიზიო დებატებს ხელისუფლებასთან, რათა საზოგადოების ყველა ამ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს!", — წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 29 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციული ალიანსი მოლაპარაკებებს ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს და მათ საქართველოში არსებულ ვითარებაზე მიაწვდიან ინფორმაციას.
ალიანსის ერთ-ერთი წარმომადგენელიმა, "ფედერალისტების" ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ისთან ერთად ვიზიტები ევროპის ქვეყნებშიც იგეგმება.
"პირველი ვიზიტი აშშ-ში იგეგმება და ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ამის მიღმა ევროპის ქვეყნებშიც უმაღლეს დონეზე და აშშ-ში პირველ რიგში მზადდება ვიზიტი. ალიანსი შეიძლება, რომ წავიდეს როგორც დემოკრატიული ალტერნატივა, რომელიც ამერიკის ხელისუფლებას სთავაზობს თავის გზას და ხედვას იმისა, როგორ შეიძლება, საქართველო გამოძვრეს აი, ამ რთული მდგომარეობიდან, რაშიც ივანიშვილის რეჟიმმა ჩააგდო ანუ ეს იქნება ვიზიტი იმ გეგმით, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს დამოუკიდებლობის გადასარჩენად", — განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები