მთვარისკენ ასტრონავტების გაშვებამდე რამდენიმე საათი რჩება. ეკიპაჟი უკვე გამოჩნდა და საბოლოო შემოწმებას გადის.

შეგახსენებთ, რომ მისია Artemis 2-ის ეკიპაჟის ფრენის ფანჯარა თბილისის დროით 2 აპრილის 02:24-ზე იხსნება და 2 საათის განმავლობაში იქნება აქტიური.

მისია Artemis 2 ეკიპაჟიან ფრენას მოიცავს, რომელიც ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან განხორციელდება. ადგილზე მშვენიერი ამინდია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გაშვება არ გადაიდება.

1972 წლის შემდეგ პირველად, ასტრონავტები მთვარისკენ გაემგზავრებიან. ისინი დედამიწის ორბიტას გასცდებიან და მთვარეს გარშემო შემოუვლიან.

ეს მისია უმნიშვნელოვანესია, რადგან ის ერთგვარი სამზადისია Artemis 4-ის მისიისთვის, რითაც ადამიანი მთვარეზე კვლავ დადგამს ფეხს. და რაც მთავარია, ამჯერად იქ უბრალოდ გასეირნებას არ ვგეგმავთ — NASA-მ მთვარეზე 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ბაზის აშენება და 2028 წლისთვის ბირთვულ ენერგიაზე მიმუშავე პლანეტათაშორისი ხომალდის გაშვებაც დააანონსა.

გაშვების ლაივში ყურება ქვედა ლინკზე შეგიძლიათ: