ფრენის ფანჯარა სულ მალე გაიხსნება!

Orion-ის სახელით ცნობილი მოდული, ესაა საეკიპაჟო კაფსული, რომლითაც ასტრონავტები მთვარის გარშემო იმოგზაურებენ.

ცნობისთვის, ეს ფორმით Apollo-ს მსგავსი აპარატია, თუმცა გაუმჯობესებულია და მას სიდიდითაც აღემატება. Orion-ის სიმაღლე 15 მეტრია, ხოლო დიამეტრი 5.2 მეტრს უტოლდება. იგი ოთხკაციან ეკიპაჟზეა გათვლილი, კოსმოსში მაქსიმუმ 21 დღის გასატარებლადაა გამოსადეგი და 7770 კილოგრამს იწონის.

შეგახსენებთ, რომ მისია Artemis 2-ის ეკიპაჟის ფრენის ფანჯარა თბილისის დროით 2 აპრილის 02:24-ზე იხსნება და 2 საათის განმავლობაში იქნება აქტიური.

მისია Artemis 2 ეკიპაჟიან ფრენას მოიცავს, რომელიც ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან განხორციელდება. ადგილზე მშვენიერი ამინდია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გაშვება არ გადაიდება.

მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში აპარატი დედამიწის გარშემო თავის სამიზნე ორბიტამდე მიაღწევს. ეს ტრაექტორია სპეციალურადაა ისე შერჩეული, რომ რაიმეს არასწორად წარმართვის შემთხვევაში ასტრონავტები უკან მარტივად დაბრუნდნენ. თუ ასე არ მოხდა (და, იმედია, არ მოხდება), ეკიპაჟი იქ მომდევნო დღემდე დაყოვნდება.

პირველ და მეორე დღეს ასტრონავტები სხვადასხვა კომპონენტის შემოწმებაში გაატარებენ, მათ შორის ისინი ხელით მართვის სისტემასა და კომუნიკაციებს გამოცდიან. როგორც კი ყველაფრის გამართულად ფუნქციონირება დადასტურება, რაკეტის მეორე საფეხური ძრავებს კიდევ ერთხელ აამუშავებს და Orion-ს მთვარის მიმართულებით გაგზავნის, თავად კი მას ჩამოცილება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.