რატომ არის მნიშვნელოვანი ევერესტის ოლიმპიადაში მონაწილეობა?
ფოტო: საქართველოს ბანკი
ინტერვიუ დაჩი ნანობაშვილთან
მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.
ევერესტის მათემატიკის სამტურიანი ოლიმპიადის II ტური დასრულდა, რომელშიც II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. სამტურიან ოლიმპიადაზე ფინალისტები რეიტინგული სისტემით ვლინდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული კლასიდან ფინალში ყველაზე მაღალი შედეგის მქონე ახალგაზრდები გადავლენ.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ ევერესტის დამფუძნებელი, დაჩი ნანობაშვილი გვესაუბრება.
თქვენი გადმოსახედიდან, რა არის ევერესტის მთავარი მიზანი?
ოლიმპიადა ევერესტის მიზანია, აღმოვაჩინოთ და წავახალისოთ ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები. ხელი შევუწყოთ მათ ცოდნის გაღრმავებასა და თვითშეფასების ამაღლებაში.
არსებობს მოსაზრება, რომ ოლიმპიადებში მონაწილეობამ შესაძლოა, ბავშვებისთვის ზედმეტი სტრესი გამოიწვიოს. რა რჩევა შეიძლება მივცეთ მშობლებს, რომ ეს გამოცდილება შვილის განვითარების, სწავლის მოტივაციისა და წარმატების შესაძლებლობად აქციონ?
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ყურადღების კონცენტრირება მოვახდინოთ არა შედეგზე, არამედ თავად პროცესზე. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მთავარი არის ცდა, აზროვნება და გამოცდილება და არა მხოლოდ გამარჯვება.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში ბავშვი ზედმეტად არ გადავტვირთოთ. უშუალოდ ოლიმპიადის წინა დღეებში საათობით მეცადინეობას სჯობს, ბავშვმა რამდენიმე კვირით ადრე დაიწყოს ყოველდღიური, თუნდაც 15-20 წუთიანი მზადება, რაშიც მას ოლიმპიადა ევერესტის ამოცანათა კრებულები დაეხმარება.
რას ნიშნავს ევერესტისთვის საქართველოს ბანკთან პარტნიორობა და რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის ის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით?
საქართველოს ბანკი ევერესტის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია და ამასთან, ჩართულია ოლიმპიადის საორგანიზაციო ნაწილშიც, რაც საშუალებას აძლევს ღონისძიებას, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ რეჟიმში ბევრ სკოლას, ქალაქსა და დასახლებას მისწვდეს არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი, მოსწავლეებს მეტ მოტივაციას უჩენს და ზრდის მათ ჩართულობას.
ევერესტის ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვ.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები