ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, "ოცნების" მიერ ბოლო დროს მიღებული სადავო კანონები სერიოზულ გავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
"არასამთავრობო ორგანიზაციების კანონზე "ექსპერტთა საბჭომ" (The Expert Council on NGO Law) გამოაქვეყნა მოსაზრება საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 4 მარტს "გრანტების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და საქართველოს ორგანულ კანონში "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის" ცვლილებების თაობაზე.
ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები სერიოზულ გავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ასევე მოქალაქეთა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებაზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რიგ დებულებებს არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი და ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს.
ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებას სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძეც ეხმაურება. მისი თქმით, ანგარიშის მიხედვით ამ კანონებს "არ აქვთ ლეგიტიმური მიზანი, ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე საკანონმდებლო მოწესრიგებაა, არ არის დასაბუთებული მათი მიღების აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში“. მისივე განცხადებით, დასკვნა დეტალურადაა გამყარებული საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული არაერთი არგუმენტით.
"ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა შეაფასა ივანიშვილის რეჟიმის ახალი "ზაკონები", რომლებიც შეეხებოდა გრანტების კანონის შეცვლას, პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას/შეზღუდვას, არალეგიტიმურის დაძახების კრიმინალიზაციას და ა.შ.
ანგარიშის მიხედვით ამ "ზაკონებს" არ აქვთ რამე ლეგიტიმური მიზანი, ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე საკანონმდებლო მოწესრიგებაა, არ არის დასაბუთებული მათი მიღების აუცილებლობა და საჭიროება დემოკრატიულ საზოგადოებაში.
თითოეული საკითხის გარშემო, საერთაშორისო სტანტარტებით გაჯერებული ათეულობით არგუმენტითაა დასაბუთებულია ეს დასკვნა. მადლობა ავტორებს.
PACE-ს მონიტორინგის კომიტეტმაც იმსჯელა ვენეციის კომისიისთვის ამ "ზაკონის" გადაცემაზე. ეს დასკვნები დაგვეხმარება ვიპოვით ჩვენი სიმართლე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით და დავუბრუნოთ საქართველო სწორ გზას", — წერს გიორგი ბურჯანაძე.
ექსპერტთა საბჭო ასე აფასებს ქართული ოცნების მიერ მიღებულ კანონებს:
170. კანონების მიღებით დაწესებული შეზღუდვები სერიოზულ გავლენას მოახდენს გაერთიანების თავისუფლებისა და სხვა გარანტირებული უფლებების განხორციელებაზე.
171. კანონებში არსებული მრავალი დებულება არ აკმაყოფილებს "კანონით განსაზღვრულობის“ მოთხოვნას, რომელიც აუცილებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (ECHR) გარანტირებული უფლებების შეზღუდვისთვის.
172. გარდა ამისა, არსებობს სერიოზული საფუძვლები ეჭვისთვის, რომ კანონებში მოცემული დებულებების უმეტესობას ლეგიტიმური მიზანი არ გააჩნია.
173. ამასთან, შეზღუდვების მასშტაბისა და იმ შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც დგება იმ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რომლებიც ერევა ECHR-ით დაცული უფლებების განხორციელებაში, შეუძლებელია მათი — გარდა პოლიტიკური პარტიის მიერ უცხოური ფინანსების მიღების დანაშაულისა — მიჩნევა დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელ ზომებად.
174. ამ ვითარებაში, აღნიშნული კანონების მიღება კიდევ უფრო გაამწვავებს იმ მძიმე და გაუმართლებელ ზიანს, რომელიც უკვე მიადგა სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში. მათი მიღება ეწინააღმდეგება იმ მრავალ ვალდებულებას, რომელიც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ იკისრა და, შესაბამისად, სრულიად შეუსაბამოა.
175. შესაბამისად, მიზანშეწონილია გაუქმდეს აღნიშნული კანონებით განხორციელებული ცვლილებები, ასევე თავი შეიკავოს იმ დებულებების აღსრულებისგან, რომლებიც უკვე განხილული იყო 2024 და 2025 წლებში მიღებულ მოსაზრებებში.
გიორგი ბურჯანაძე ასევე აღნიშნავს, რომ PACE-ს (Parliamentary Assembly of the Council of Europe) მონიტორინგის კომიტეტმა უკვე იმსჯელა საკითხზე და ვენეციის კომისიისთვის მისი გადაცემაზეც. მისივე შეფასებით, აღნიშნული საერთაშორისო დასკვნები საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, "საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიცვას საკუთარი სიმართლე და ქვეყანა სწორ გზას დაუბრუნოს“.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები