24 000+ ცხოველმოყვარული აქტივისტისა და 40+ ორგანიზაცია: ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს, ჩაატარეთ სტერილიზაცია-კასტრაციის სრულფასოვანი პროგრამა
24 000+ ცხოველმოყვარული აქტივისტი და მოქალაქე და 40+ ორგანიზაცია, კომპანია და საინიციატივო ჯგუფი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ისინი მოითხოვენ, რომ თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი დაბრუნდეს პირვანდელ საცხოვრებელ არეალში და ნებისმიერი მოქალაქისთვის საჯარო იყოს ამის დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეო მასალა. მათი თქმით, თუკი ცხოველს მის პირვანდელ არეალში არ ვაბრუნებთ, მას ვწირავთ სიკვდილისათვის და ამ შემთხვევაში სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა აზრს კარგავს. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ "პირვანდელ არეალში დაბრუნების" ვალდებულება უნდა გაიწეროს კანონშიც, განკარგულებებშიც და, რაც მთავარია, უნდა დაინერგოს პრაქტიკაშიც".
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ:
"2025 წელს შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონისა და 2025 წლის 26 ივნისის N1019 განკარგულების საფუძველზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო უპატრონო და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა. განკარგულება მოიაზრებდა 9000 ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციასა და ვაქცინაციას კონკრეტული მუნიციპალიტეტებიდან.
ათობით აქტივისტის ცნობით, სააგენტო ცხოველების დიდ ნაწილს არ აბრუნებდა. მიმკედლებლებს არ აწვდიდნენ ინფორმაციას ცხოველის ადგილსამყოფელზე.
სააგენტოს, ასევე, მასობრივად მიჰყავდა უკვე სტერილიზებული (და შესაბამისად საჭდით მონიშნული) ცხოველები. შედეგად, იფლანგებოდა ბიუჯეტი, ცხოველები კი ტყუილუბრალოდ ხვდებოდნენ თავშესაფარსა და ტრანსპორტში, სადაც ადვილად ვრცელდება ვირუსები (განსაკუთრებით ძაღლის ჭირი და ცოფი). ასეთ შორ მანძილზე გადაადგილება და უამრავ უცხო ცხოველთან დაყოვნება არის დამატებითი სტრესი, რომელიც ეწინააღმდეგება ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის ჰუმანურ მიდგომას.
ახალი განკარგულებით (2026 წლის 25 თებერვლის N412 განკარგულება) 2026-ში 36,000-ზე მეტი მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლის სტერილიზაცია იგეგმება იმავე ლოგისტიკური სქემით.
ახალი განკარგულების (N412) მიხედვით (მუხლი 3, პუნქტი 3) "აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება". ეს ჩანაწერი არა მხოლოდ ბუნდოვანია (არ არის დაკონკრეტებული, რა სიახლოვეზეა საუბარი), არამედ აზრს მოკლებულიც. თუ ძაღლს კონკრეტული ტიპის დაწესებულების სიახლოვეში არ დავაბრუნებთ, მის ადგილს დაიკავებს სხვა მიუსაფარი ცხოველი.
რაც მთავარია, ვშიშობთ, რომ განკარგულების ამ ჩანაწერის საფუძველზე კიდევ მეტი მიუსაფარი ცხოველი გაუჩინარდება.
ჩვენ, ცხოველმოყვარული აქტივისტები, მოქალაქეები და ორგანიზაციები, მივიჩნევთ, რომ მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების მასობრივი სტერილიზაცია/კასტრაცია აუცილებელია ჰიპერპოპულაციის პრობლემის გადასაჭრელად. პრობლემის ჰუმანურად მოგვარება რამდენიმე წელშია შესაძლებელი მასობრივი სტერილიზაცია/კასტრაციით, გამრავლების შეზღუდვით და ა.შ. თუმცა ჩვენ მოვითხოვთ შემდეგ ცვლილებებს აღსრულებაში, კანონსა და განკარგულებებში:
თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი უნდა დაბრუნდეს პირვანდელ საცხოვრებელ არეალში და ნებისმიერი მოქალაქისთვის საჯარო უნდა იყოს ამის დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეო მასალა. ახალ ლოკაციაზე დაბრუნებისას ცხოველი კარგავს ორიენტაციასა და საკვებ წყაროებს. შესაძლოა, ახალ ლოკაციაზე მოუწიოს სხვა ძაღლებთან კონკურენციაში შესვლა და თავის დაცვა. საერთაშორისო გზამკვლევების მიხედვით, თუკი ცხოველს მის პირვანდელ არეალში არ ვაბრუნებთ, მას ვწირავთ სიკვდილისათვის და ამ შემთხვევაში სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამა აზრს კარგავს.
"პირვანდელ არეალში დაბრუნების" ვალდებულება უნდა გაიწეროს კანონშიც, განკარგულებებშიც და, რაც მთავარია, უნდა დაინერგოს პრაქტიკაშიც. N412 განკარგულებიდან ამოსაღებია ბუნდოვანი ჩანაწერი (მუხლი 3, პუნქტი 3) დაბრუნების არეალის შეზღუდვაზე.
სააგენტომ თავშესაფარში არ უნდა გადაიყვანოს ცხოველი, თუ ამის საჭიროება არ დგას. სანაცვლოდ: ა) თუ ცხოველი უკვე სტერილიზებულია, ვაქცინაცია და აღრიცხვა უნდა ჩატარდეს ადგილზევე; ბ) შესაძლებლობის ფარგლებში სააგენტომ უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ და მობილურ კლინიკებთან.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნებისმიერ მიმკედლებელს თუ დაინტერესებულ მოქალაქეს უნდა მიაწოდოს ოფიციალური, დოკუმენტებით გამყარებული ინფორმაცია იმაზე, თუ სად იმყოფება/სად დასვეს ნებისმიერი გაუჩინარებული ცხოველი", — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას უერთდება 41 ორგანიზაცია / კომპანია / საინიციატივო ჯგუფი (სია განახლებადია):
"ზერო სტრეიზ ჯორჯია" (Zero Strays Georgia)
"პროექტი ცხოველებისთვის" (Animal Project)
"ცხოველთა თავშესაფარი ფეთიზი" (Peteasy)
"საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი"
"თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი"
"ცხოველთა უფლებების კომიტეტი"
"ცხოველთა გადარჩენა საქართველოში" (Pet Rescue Georgia)
"საქართველოს ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია"
"ენიმალ რესქიუ ჯორჯია" (Animal Rescue Georgia)
"საქართველოს ცხოველთა სამყაროს კავშირი"
"ცხოველთა და გარემოს დაცვის ორგანიზაცია"
"სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოებ"
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"
"კატის სახლი მიკა"
ფონდი "გულსუნდა და მეგობრები"
„ადამიანები ცხიველებისთვის”
„მზედარი“
Muffy Animal Rescue
"მიუსაფარ ცხოველთა გადარჩენის და რეაბილიტაციის საზოგადოება"
"ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია ბალტო"
Stichting Saba en Naamloze Honden
Youth Action Georgia
ვეტერინარული კლინიკა "ვეტექსი"
ვეტერინარული კლინიკა "ლაქი ფოუ"
ვეტ კლინიკა "თათოს თათები"
"რინგოვეტი"
"საქართველოს სპორტულ-კინოლოგიური ლიგა"
"Pawcast — პლატფორმა ცხოველების შესახებ"
Adopt.ge
"ვეგან ჯორჯია"
კაფე "მზიური"
"პონპონჩიკი კაფე"
"ცუგობარი"
"ცუკაფონდი"
"Green Hamster"
"Homeless pets club"
"ლისის ტბის ცუგები"
"ბუკიას ბაღის ცუგები"
"ფეთმანია"
"უნარების ლაბორატორია"
ასოციაცია "ლობო"
განცხადებას უერთდება 23,166 ცხოველმოყვარული მოქალაქე/აქტივისტი (სია განახლებადია).
ბოლო კვირებში ცხოველმოყვარულმა აქტივისტებმა უკვე ორჯერ ჩაატარეს აქცია კანცელარიასთან. მომდევნო აქცია შაბათს, 15:00-ზე იგეგმება.
ინფორმაციას Animal Project ავრცელებს.
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
კომენტარები