სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ პაშინიანი ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაშია. კორონავირუსის გამო ისინი სევანის ტბის მახლობლად რეზიდენციაში გადიან იზოლაციის პერიოდს. ამ თემაზე ნიკოლ პაშინიანმა საკუთარ Facebook გვერდზე ისაუბრა.

ნიკოლ პაშინიანის თქმით, ისინი შეშფოთებულები არიან მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოგვიანებით თავად პრეზიდენტმა ეს ინფორმაცია უარყო.

"7 მარტს ანა [ფაშინიანის ცოლი] ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლს შეხვდა, გადაეხვია და ერთად გადაიღეს ფოტო. პირველ რიგში გავისინჯეთ სიხე, მაგრამ მაღალი ტემპერატურა არ გვაქვს. ხვალ დილით, ჩვენ მივიღებთ ტესტს, რომ დავრწმუნდეთ, ყველაფერი კარგადაა", — თქვა ნიკოლ პაშინიანმა.

გუშინ, 13 მარტს საქართველომ სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრები 10 დღით ჩაკეტა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას.