რას ყვება მიხეილ კალანდია სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობაზე
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
დღეს, 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა დასრულდა. სასამართლო 25 თებერვალს გამოაცხადებს, არის თუ არა დამნაშავე კალანდია 2017 წლის დეკემბერში თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში. მას დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას ედავებიან.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ კალანდიას დასკვნით სიტყვას მოუსმინა. On.ge გთავაზობთ მისგან გაჟღერებული ვერსიიდან ფრაგმენტებს:
"მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. დარწმუნებული ვარ, ყველა იქ მყოფი პირისთვის ამ ამბის გადატანა ძალიან რთული იყო. მიუხედავად იმისა, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება, დღეს ამ ამბავს აღარაფერი ეშველება, იმ ბავშვებს არაფერი ეშველება. ეს არ ნიშნავს, რომ პროკურატურამ ყველაფერი უნდა დაივიწყოს და უდანაშაულო ხალხი ციხეში გაუშვას. იმის მომხრეები ვართ, რომ ასეთი ტრაგედიები არ იყოს პოლიტიკურად ანგაჟირებული. იმ საქმეზე, რომელზეც შეიქმნა კომისიები და იმართებოდა აქციები…
მიუხედავად იმისა, რაც ჩემ გარშემო იყო, ჩავაბარე იურიდიულზე და ეს გადავწყვიტე იმიტომ, რომ ჩემი თვალით ვნახე ის სიბინძურეები, რაც ხდებოდა ჩემს თავს, განვიცადე ის საფუძველსმოკლებული ბრალდებები, რაც იყო...
ჩემი ოჯახი სიმართლით იბრძოდა და ჩვენს მხარეს ყოველთვის სიმართლე იყო. ერთადერთი დაინტერესებული მხარე, ვინც იბრძოდა, სიმართლე გარკვეულიყო...
მოხდა ეს ამბავი, დატრიალდა ტრაგედია, მამაჩემი ციხეში იყო, მე გარეთ ვერ გამოვდიოდი და მაინც შევძელი ჩამებარებინა. ამ ტანჯვის შემდეგ პროკურატურამ სიურპრიზი გამიკეთა...
მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვარ აქ, რომ ვერ შეძლო პროკურატურამ თავის თავზე პასუხისმგებლობის აღება, რომ ვერ გამოვიძიეთ საქმე, ვერ გამოვიძიეთ, ვინ მოკლა სარალიძე...
მივედით მოვგვარდით, არანაირი დაძაბული საუბარი ან რაღაცა ის ვითარება, რომ ვინმეს ეფიქრა დაძაბულობაზე არ ყოფილა. სარალიძისგან გამომდინარე დაიძაბა სიტუაცია...
ჩემი ფარდულში შესვლის მიზანი იყო, რომ ჯანაშიას დავხმარებოდი. მე რასაც ვხედავდი, ჯანაშია ფართხალებდა და მიზნად მქონდა, რომ შევსულიყავი და ვეჯაჯგურებოდი სარალიძეს, ვცდილობდი, ჩემს თავზე ამეღო დარტყმა...
ყველანაირად ვარ უდანაშაულო, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს პროცესი. უსამართლობამ რომ გაიმარჯვოს, ციხეში ჩასაჯდომადაც მზად ვარ. ყველა ის პირი, ვინც ამას ხელი შეუწყო, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს. არაფერი არ იმალება და ამის იმედი მაქვს. მე მივხვდი მთავარს, რომ შენს თავთან უნდა იყო ადამიანი მართალი...
დღეს იმ რეალობაში ვართ, რომ პროკურატურა გვყავს პოლიტიკურად ანგაჟირებული...
მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ შევედი ავადსახსენებლ ფარდულში, რომ ჯანაშია გადამერჩინა..."
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე
2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეების ჩხუბის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ეს საქმე ყველაზე ხმაურიან გამოძიებად იქცა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში.
მკვლელობიდან მეოთხე დღეს გახარიამ საზოგადოებას აცნობა, რომ დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი დადგენილი და გამოვლენილი იყო. ერთ კვირაში კი იმდროინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგამოძიებო უწყებები შეაქო და თქვა, რომ ყველას გაუქრა ეჭვი ვინმეს დაუსჯელად დატოვების შესახებ.
მკვლელობიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ და სარალიძის მასშტაბური საპროტესტო აქციის დაწყების მეორე დღეს განაცხადა შსს-მ, რომ არსებობდა ეჭვი საქმეზე ზემოქმედების შესახებ. შვილმოკლული მამა პრემიერმინისტრს შეხვდა, რის შემდეგაც გამოძიებას 10 ივნისამდე მისცა ვადა დამნაშავეების დასაჭერად. შსს-მ პირობა დადო, რომ "ქმედით ნაბიჯებს" გადადგამდა.
ამ შეხვედრიდან ოთხ დღეში შსს-მ განაცხადა, რომ საქმეში მონაწილე პირი გამოავლინა და დააკავა. ეს იყო მერაბ მორჩაძე, რომელსაც მოწმეზე ზემოქმედებას ედავებოდნენ. თუმცა, შვილმოკლული მამა კონკრეტულ პიროვნებას, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანს ადანაშაულებდა დანაშაულის დაფარვაში, შვილის მკვლელობაში დამნაშავედ კი მიხეილ კალანდიას მიიჩნევდა. მეორე დღეს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს მირზა სუბელიანიც.
შვილმოკლულმა მამამ განაცხადა, რომ სუბელიანის დაკავება "მისთვის გადაგდებული საკენკია". ის ამტკიცებდა, რომ სუბელიანი მთელ ამ საქმეს აკონტროლებდა და მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობა არ უნდა დადებოდა ბრალად. მოგვიანებით, სარალიძის ვერსია დაამტკიცა რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულმა "მირზა სუბელიანის ჩანაწერებმაც", სადაც, სავარაუდოდ, ყოფილი მაღალჩინოსანი მთავრობის ინტერესებისთვის საქმეების გაყალბებაზე საუბრობს.
ამ ჩანაწერებში, სავარაუდოდ, სუბელიანი გახარიასთან კავშირებსაც უსვამდა ხაზს და ამბობდა, რომ მინისტრმა თავის მოადგილეს სუბელიანის საქმის "ფინანსური კუთხის მოგვარება" დაავალა. სავარაუდოდ, სუბელიანი ამბობდა იმასაც, რომ უწყებებს ერთწლიან სასჯელზე შეუთანხმდა, რომელსაც მოიხდიდა და შემდეგ "თავი უნდა დაენებებინათ". ამ საკითხზე დასმული კითხვების პასუხად გახარიამ ნიშნისმოგებით თქვა, რომ ხალხი იმასაც ამბობდა, სუბელიანს ვერ დაიჭერთ, მაგრამ ახლა ციხეშია და იმდენ ხანს იჯდება, რამდენ ხანსაც სასამართლო გადაწყვეტსო. სუბელიანმა კი ციხე ერთ წელში დატოვა.
- წამება, მოგვარებული საქმეები, კომპრომატები ხელისუფლებაზე — დეტალები "სუბელიანის ჩანაწერებიდან" მოკლედ
- რომელ მაღალჩინოსნებსა და გახმაურებულ საქმეებზე ფლობს კომპრომატებს სუბელიანი
გახარიას მოუწია აღიარება, რომ მის უწყებაში ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარდა, რამაც საქმეზე გავლენა იქონია. მანვე აღნიშნა, რომ ზოგადად, საგამოძიებო ნაწილში კვალიფიკაციის პრობლემა აქვთ.
სარალიძემ აქციები განაახლა და გახარიას გადადგომა მოითხოვა. მაშინ, სულ სხვა მიზეზით, მაგრამ გადადგა არა გახარია, არამედ პრემიერი კვირიკაშვილი.
თითქმის ორწლიანი გამოძიების შემდეგ 2019 წლის 3 ივნისს სააპელაციო სასამართლომ დათო სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის საქმეში დამნაშავედ არასრულწლოვანი გ.ჯ. ცნო. განაჩენის გამოცხადების მეორე დღეს კი მიხეილ კალანდია დააკავეს.
ვინ არის მიხეილ კალანდია
მიხეილ კალანდია 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილეა. კალანდიამ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დროს ჩვენება არაერთხელ შეცვალა. მან პირველად თქვა, რომ ბრალდებულ არასრულწლოვნებს ჩხუბის დროს დანა არ ჰქონიათ. მომდევნო პროცესზე კი მოწმემ ჩვენების შეცვლა გასულ პროცესზე ბრალდებული მეგობრების დაცვის სურვილით ახსნა. კალანდიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა, თუ ვის ეჭირა დანა, ვინ ურტყამდა დანას. მან ასევე თქვა, რომ თავად მოგვიანებით, რამდენიმე წამით შევიდა ფარდულში გასაშველებლად. კალანდიას მიერ შეცვლილი საბოლოო სცენარი ემთხვევა პროკურატურის ვერსიას.
პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი რეკომენდაციით მიმართა, რომ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა კალანდიას მიმართ, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში თანამონაწილეობის საქმეზე.
2018 წლის ივნისში შსს-მ დააკავა მერაბ მორჩაძე, რომელიც საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის ნათესავია. უწყება მას მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავებოდა. მორჩაძემ ბრალი აღიარა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შსს-ში აცხადებდნენ, რომ მორჩაძემ სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიაზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს, ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მათივე თქმით, მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებ კალანდიებს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით და გადასცა მათ გარკვეული თანხა.
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
-
გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია" გრიგოლ გეგელია: "ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ — სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები