პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პაპუაშვილისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; ლევან მახაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და დავით მათიკაშვილი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.