გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გიორგი სულამანიძე წერს, რომ 21 სექტემბრიდან ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობა დატოვა, თუმცა მისი თქმით, ეს მისი სურვილით არ მომხდარა და სააგენტომ მასთან შრომითი ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უკვე ყოფილი დირექტორი წერს, რომ გათავისუფლება რაიმე პროფესიულ გადაცდომას არ უკავშირდება. სულამანიძე ასევე აკრიტიკებს დაცული ტერიტორიების სააგენტოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეორგანიზაციებსა და მენეჯმენტის ცვლილებებს და ამბობს, რომ სისტემიდან კვალიფიციური კადრების წასვლა ბუნებისდაცვით სფეროს აზიანებს.
"16 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს, ხოლო მთლიანად დაცული ტერიტორიების სისტემაში 19 წელი გავატარე, 2007 წელს, სტაჟიორის პოზიციიდან დავიწყე.
21 სექტემბრიდან დავტოვე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის თანამდებობა. მინდა მკაფიოდ განვმარტო: ეს არ არის ჩემი ნებით მიღებული გადაწყვეტილება — დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება. ჩემი წასვლა არ არის პროფესიული საქმიანობის წარუმატებლობის ან რაიმე გადაცდომის შედეგი.
ამ 16 წლის განმავლობაში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებთან ერთად მნიშვნელოვანი განვითარების გზა გავიარეთ:
გაიზარდა ტერიტორიის ცნობადობა და ვიზიტორთა რაოდენობა: 2010 წლის 15 117-დან 2019 წელს 59 761-მდე.
მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ ბიომრავალფეროვნების დაცვაში: აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის რაოდენობა დაახლოებით 350-დან 800-მდე, ხოლო არჩვის — 40-დან 250-მდე გაიზარდა.
განხორციელდა მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტები, მათ შორის აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის GPS-მონიტორინგი. განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, განახლდა მართვის გეგმები, გაძლიერდა გარემოსდაცვითი განათლება და ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობა.
ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა: ფოტოხაფანგების, SMART-ისა და მონაცემებზე დაფუძნებული მონიტორინგის განვითარება.
ფოტოხაფანგების გამოყენება ჯერ ბორჯომ-ხარაგაულში გამოიცადა, შემდეგ დაინერგა ლაგოდეხში და მოგვიანებით სხვა უწყებების პრაქტიკაშიც გავრცელდა. ბოლო ეტაპზე უკვე მათი მონაცემების ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამუშავებასა და ანალიზსაც ვტესტავდით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბრაკონიერობის პრევენცია და მასთან თანმიმდევრული ბრძოლა. ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგს ხელი შეუწყო ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერამ და სასაზღვრო პოლიციასთან თანამშრომლობამ.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩემთან ერთად მუშაობდა. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ურთულეს პერიოდში პროფესიული ღირსება, ერთგულება და ადამიანური თანადგომა შეინარჩუნა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემი კოლეგები და თანამოაზრეები: დაცვის განყოფილების უფროსი ზურაბ ლომიძე და ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი თეა შალვაშვილი.
ამ გადაწყვეტილებას ვერ განვიხილავ მხოლოდ როგორც ერთი ადამიანის თანამდებობიდან წასვლას. ბოლო ერთ წელიწადში დაცული ტერიტორიების სააგენტოში შეიცვალა სამი მენეჯმენტი და განხორციელდა ორი რეორგანიზაცია. ამ პერიოდში სისტემიდან არაერთი კვალიფიციური და გამოცდილი ადამიანი წავიდა.
ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია მართვის ისეთი პრაქტიკის გაძლიერება, რომელიც პროფესიული დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და ადამიანების ღირსების საკითხებს აჩენს.
თანამედროვე მართვის ინსტრუმენტები, მათ შორის SMART, უნდა ემსახურებოდეს დაცვითი საქმიანობის ეფექტიანობას, მონაცემებზე დაფუძნებულ მართვასა და თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას და არა მხოლოდ დისციპლინარული ზეწოლის მექანიზმად იქცეს.
პროფესიონალების სისტემიდან ჩამოშორება და მათი გამოცდილების დაკარგვა ბუნებისდაცვით სფეროს წლებით უკან დახევის რისკს უქმნის.
მჯერა, რომ დაცული ტერიტორიების სისტემა გაცილებით მეტს იმსახურებს: პროფესიონალიზმზე, სამართლიანობაზე, ღირსებაზე, მეცნიერებასა და ადამიანების პატივისცემაზე დაფუძნებულ მართვას.
ჩემი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოს, საქართველოს ბუნებისა და ქართველი ხალხის სამსახურს მივუძღვენი — საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვასა და კვლევას.
თანამდებობას ვტოვებ, მაგრამ ბუნებისდაცვითი მისიიდან არ მივდივარ.
ადამიანები ბუნების სამსახურში; ბუნება ადამიანების ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და მომავლისთვის.
მადლობა ყველას, ვინც ამ 19-წლიან გზაზე ჩემ გვერდით იდგა და მრავალწლიანი ნდობა გამომიცხადა", — წერს სულამანიძე.
-
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
-
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს
გადახედვა
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
კომენტარები