Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
ფოტო: ლაიონ ტრანსი
საქართველოში პირველი ამერიკული სტილის ცოცხალი ავტოაუქციონი, Lion Auctions, უკვე ერთი წელია, რაც ხარისხის სტანდარტს ქმნის ავტოინდუსტრიაში. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად 11 სექტემბერს ბათუმში, ანბანის კოშკთან გაიმართა მასშტაბური პირდაპირი ავტოაუქციონი, რომელმაც საზოგადოებისა და განსაკუთრებით ავტომოყვარულების ყურადღება მიიპყრო. ღონისძიებას დაახლოებით 500 სტუმარი დაესწრო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, აუქციონში მონაწილეობა მიეღოთ სასურველი ავტომობილის დასასაკუთრებლად ან მხოლოდ სტუმრის სტატუსით დაეთვალიერებინათ გამოფენილი მანქანები და შეეგრძნოთ ლაივაუქციონის ემოცია.
წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ავტომობილები Lion Auctions—მა საგულდაგულოდ შეარჩია. აუქციონამდე ერთი კვირით ადრე, 4—იდან 10 სექტემბრის ჩათვლით, "რადისონის" პარკინგი ავტომობილების საგამოფენო სივრცედ იქცა. მსურველებს შესაძლებლობა მიეცათ, ადგილზე ენახათ და შეეფასებინათ 10 სხვადასხვა კატეგორიის პრემიუმ, სპორტული და კლასიკური მოდელი.
ქვემოთ მოცემულია ღონისძიებაზე წარმოდგენილი მოდელების მოკლე ჩამონათვალი და საწყისი და საბოლოო ფასები:
- Toyota Camry 2025 — საწყისი ფასი $15 000 — საბოლოო ფასი $20 600
- Lexus RX500h 2023 — საწყისი ფასი $30 000 — საბოლოო ფასი $42 600
- Mercedes-Benz GLE 53 AMG 2021 — საწყისი ფასი $25 000 — საბოლოო ფასი $36 200
- BMW 540 1995 — საწყისი ფასი $9 000 — საბოლოო ფასი $13 600
- Audi Q8 2023 — საწყისი ფასი $25 000 — საბოლოო ფასი $29 000
ღია ცის ქვეშ ზღვისპირას გამართულ ღონისძიებაზე სტუმრებმა ნამდვილი პირდაპირი აუქციონის აზარტი შეიგრძნეს. საუკეთესო შეთავაზებებმა, ხალისიანმა დინამიკამ და წარმატებულმა შენაძენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ Lion Auctions—მა ბაზარზე ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. ავტომოყვარულებმა გონივრული თამაშის შედეგად სასურველი ავტომობილები დაისაკუთრეს. საღამოს კი სტუმრებმა STEPHANE—ს ენერგიული ცოცხალი შესრულებითაც ისიამოვნეს.
ბათუმში გამართული მასშტაბური აუქციონი Lion Auctions-ისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, თუმცა კომპანიის გეგმები მხოლოდ ბათუმით არ შემოიფარგლება. სამომავლოდ Lion Auctions ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს, რათა ავტოაუქციონის გამოცდილება კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
კომპანია მომხმარებლებს არაერთ სიახლესა და ახალ შესაძლებლობას ჰპირდება.
Lion Auctions-ის შესახებ
Lion Auctions საქართველოში პირველი ამერიკული სტილის ცოცხალი ავტოაუქციონია, სადაც ავტომოყვარულები ავტომობილებს ადგილზე ათვალიერებენ და ღია ბიდინგის პროცესში მონაწილეობენ.
Lion Auctions Lion Group—ის ნაწილია, კომპანიის, რომელიც თითქმის ორი ათწლეულია ბაზარზეა. ამ ჰოლდინგმა ახალი გზები გაკვალა, შექმნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეკოსისტემა, დაიმსახურა პარტნიორთა სანდოობა მსოფლიო მასშტაბით და დღეს უკვე 11 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 19 წლის განმავლობაში მისი გუნდი ზრუნავს ახალ—ახალი, უნიკალური, მრავალფეროვანი და გონივრული სერვისების შემუშავებასა და დანერგვაზე პროგრესული ადამიანებისა და ბიზნესისთვის.
Lion Auctions—ის დახმარებით ავტომოყვარულებს შეუძლიათ, შეარჩიონ და შეიძინონ მათთვის სასურველი ავტომობილი ლაივაუქციონით. კომპანია ამერიკის აუქციონებიდან ყოველკვირეულად წეროვნის ავტოსადგომზე საქართველოს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილების განთავსებას უზრუნველყოფს. ამერიკელი და ქართველი ექსპერტები დეტალურად აფასებენ მანქანის ტექნიკურ მდგომარეობას, ისტორიასა და ხარისხს, რათა მომხმარებლებს მაქსიმალურად სანდო და გამართული შენაძენი ჩააბარონ.
Lion Auctions-ის კიდევ ერთი უპირატესობაა კონკურენტული ფასები, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიიღოს საუკეთესო შეთავაზება ნებისმიერი ბიუჯეტის ფარგლებში და შეიძინოს მაღალი ხარისხის ავტომობილი ხელმისაწვდომ ფასად.
Lion Auctions მტკიცე, სტაბილური და პასუხისმგებლობიანი პარტნიორია ყველა იმ ადამიანისა და ბიზნესისთვის, რომელსაც სურს ავტომობილის დასაკუთრება.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები