თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ფოტო: თიბისი ბანკი
თბილისის არქიტექტურის ბიენალეს (TAB) მეხუთე გამოცემა 25 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება. "სიცარიელის გეოგრაფია" ასე ეწოდება წლევანდელ ბიენალეს, რომელიც სიცარიელეს არა მხოლოდ სივრცის არყოფნად, არამედ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებად განიხილავს.
ბიენალეს ტრადიციული მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი, რომელიც წლებია თანმიმდევრულად უწყობს ხელს საქართველოში კულტურის განვითარებას და თანამედროვე ხელოვნების, არქიტექტურისა და შემოქმედებითი სფეროების გაძლიერებას.
ბიენალეს პროგრამა აერთიანებს გამოფენებს, საჯარო საუბრებს, ვორქშოფებსა და კონკრეტულ ადგილებთან დაკავშირებულ შემოქმედებით პროექტებს. მონაწილეები გაეცნობიან დაცარიელებული სოფლებისა და რეგიონების, მიგრაციის, ომითა და ეკოლოგიური კატასტროფებით დაზარალებული სივრცეების, ასევე თანამედროვე ურბანული განვითარების შედეგად წარმოქმნილი ახალი "სიცარიელეების" ისტორიებს.
წლევანდელი გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არქიტექტურას, როგორც სოციალური ცვლილებების მატერიალურ კვალს. სიცარიელის გეოგრაფიის ფარგლებში ადგილობრივი ტრადიციული არქიტექტურა წარმოდგენილია როგორც სივრცითი ცოდნის სისტემა, რომელიც კლიმატის, მასალებისა და სოციალური ურთიერთობების შესახებ დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება და სცდება მის მხოლოდ ნოსტალგიურ აღქმას. ამ პერსპექტივიდან ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება ეს ცოდნა იქცეს თანამედროვე, კონტექსტისგან დაცლილი და კაპიტალზე ორიენტირებული არქიტექტურის ალტერნატიულ რესურსად?
თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს დაარსდა და წლებია, თანამედროვე არქიტექტურისა და ურბანული საკითხების შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივ პროფესიულ დიალოგს ქმნის. 2023 წელს ბიენალემ ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონიც წარადგინა.
„სიცარიელის გეოგრაფია“ თბილისში, ღია სივრცეში, ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრში გაიმართება. ბიენალეს სრული პროგრამა და დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ვებგვერდზე.
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
კომენტარები