მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა, თქვენს ვოკალურ მონაცემებს ყოველთვის ერთი რამ განაპირობებს — რამდენად სწრაფად გაივლიან ტალღები ხორხში და სიხშირე, რომლითაც იოგები ვიბრირებენ.

აკუსტიკოსები ხშირად ფიქრობენ იმაზე, თუ როგორი ჟღერადობა ექნებოდა ადამიანის ხმას სხვა პლანეტაზე, მაგალითად, მარსზე. რა თქმა უნდა, მარსზე ღია ცის ქვეშ ყოფნის დროს სასაუბრო დრო ნამდვილად არ გექნებოდათ, რადგან რამდენიმე წამში მოკვდებოდით, თუმცა მაინც საინტერესოა როგორი ჟღერადობა ექნებოდა თქვენს უკანასკნელ ბგერებს.

დედამიწა

ადამიანის ხმის იოგების რხევის სიხშირე ჩვენი პლანეტის ზომიერ ატმოსფეროზეა მორგებული — მასში აზოტისა და ნახშირორჟანგის ისეთი კონცენტრაციაა, რომ მათი მოლეკულები ვიბრაციების უმეტესობას არ შთანთქავს, შესაბამისად ჰაერი ხმის კარგი გამტარია.

მარსი

მარსზე თქვენი ხმის გაგონება ძალიან გაუჭირდებოდათ. იქ ატმოსფეროს 95 პროცენტს ნახშირორჟანგი შეადგენს, ის კი ვიბრაციებს განსაკუთრებით კარგად შთანთქავს. მთელი ძალისხმევით დაყვირების შემთხვევაშიც კი ხმა ათი მეტრის სიშორეზე ძლივს თუ გავრცელდებოდა.

ტიტანი

სატურნის თანამგზავრი ტიტანი ჩვენს პლანეტას საკმაოდ ჰგავს, თუმცა დედამიწასთან შედარებით მისი ატმოსფერო 50%-ით სქელია. მსგავსი სისქის ცივი ჰაერი ხმის იოგების რხევას და ბგერების გავრცელების სიჩქარეს მნიშვნელოვნად შეანელებს. თუმცა, ბგერები ჰაერში აზოტის დიდი ოდენობის წყალობით საკმაოდ შორს იმოგზაურებდა.

ვენერა

ვენერას ატმოსფეროს სიმძიმე თქვენი ხმის ტონალურობაზე გავლენას აუცილებლად მოახენდა და მას დაახლოებით ნახევარი ოქტავით დაადაბლებდა. ამავდროულად, ბგერები ნისლში უფრო სწრაფად მოძრაობს, რაც ხმას უფრო უხეშსა და ხისტს გახდიდა.

სხვა სხეულები

მზის სისტემაში არსებული დანარჩენი კლდოვანი სხეულები მდუმარეა. მათი ატმოსფერო ან ძალიან თხელია ან საერთოდ არ აქვთ, შესაბამისად არც საკმარისი აირია ხმის ტალღების გადასატანად.