თიბისის მობაილბანკი განახლდა: ნახეთ, რა შეიცვალა და რატომ
რატომ უნდა გააუმჯობესო პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს ისედაც მოსწონს?
ალბათ, იმიტომ, რომ თუ მსოფლიო წინ მიდის და შენ არაფერს ცვლი, ეს სინამდვილეში უკან დახევას ნიშნავს. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც თიბისის მობაილბანკზე მომუშავე გუნდმა გადაწყვიტა, რომ ახალ გამოწვევას შეჭიდებოდა და მომხმარებლებისთვის განახლებული აპლიკაცია შეეთავაზებინა. მთავარი მიზანი კი ერთ ციფრულ პროდუქტში სიმარტივის, ფუნქციონალურობისა და დიზაინის თანამედროვე ტრენდების გაერთიანება იყო. მიზნის მიღწევას ათი თვე დასჭირდა, შედეგი კი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ამ სტატიაში მოგიყვებით, რა გზა გაიარა თიბისის გუნდმა ახალი მობაილბანკის შესაქმნელად და როგორ შეიცვალა აპლიკაცია, რომელიც ჩვენი ფინანსების განკარგვაში გვეხმარება.
მარტივი ვიზუალი
სამყაროში, სადაც ინფორმაცია მუდმივად ელვის სისწრაფით მოგვეწოდება, სიმარტივე ფუფუნებად იქცა. გრძელი წინადადებების ნაცვლად, სათქმელის გადმოცემას "ემოჯიებით" ვახერხებთ, ყოველდღიურად ვიცვამთ მოხერხებულ, სადა ტანსაცმელს, უარს ვამბობთ მოჩუქურთმებულ ავეჯზე და მათ ნაცვლად, მინიმალისტურ ალტერნატივას ვეძებთ. ყველა ამ შემთხვევაში, სიმარტივე კომფორტითაა ნაკარნახევი.
ასე მოხდა თიბისის მობაილბანკის შემთხვევაშიც, — უკანა პლანზე გადაიწია ბრენდინგის ელემენტებმა, მისმა ლოგომ თუ ფერებმა და ადგილი დაუთმო მომხმარებლების ქცევაზე ორიენტირებულ, მსუბუქ დიზაინს, სადაც ცენტრში ის ინფორმაცია ექცევა, რომელიც მთავარია. ამგვარად, აპლიკაციაში დარჩა მხოლოდ კრიტიკულად საჭირო ვიზუალური დეტალები, მისი აღქმა კი გამარტივდა.
რა შეიცვალა?
ბლოკირებული თანხები და ტრანზაქციების ისტორია გაერთიანდა, რის შედეგადაც ხარჯები უფრო ქრონოლოგიური გახდა, ხოლო მათი ანალიზი — კიდევ უფრო თვალსაჩინო.
ხელმისაწვდომი თანხის სექცია წინ წამოიწია, რადგან მომხმარებლებს ყოველთვის სურთ, დარჩენილი თანხის რაოდენობა აკონტროლონ (მაშინაც კი, როცა არ მოგვწონს, რასაც ეკრანზე ვხედავთ).
განახლების შემდეგ უფრო უკეთ აღიქმება საკრედიტო ბარათებისა და ერთგული ქულების კატეგორია, ასევე, წინა პლანზე წამოიწია სასარგებლო ფუნქციებმა.
სასიამოვნო სიახლე არის მათთვისაც, ვისაც "თვალების დასვენება უყვარს".
მობაილბანკს დაემატა მუქი დიზაინი, რისი მეშვეობითაც საღამოს საათებში, დაბალ განათებაზე ან მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის აპლიკაცია უფრო მოსახერხებელი გახდა.
დაიხვეწა ხმოვანი ასისტენტის ფუნქციონალი და დიზაინი, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება. სამომავლოდ კი იგეგმება შშმ პირებისთვის ადაპტირებული აპლიკაციის ხელსაწყოების შემუშავება.
მობაილბანკის გუნდი
იქამდე, სანამ თიბისის მობაილბანკს მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებდნენ, გუნდმა გაიაზრა, რომ მისი ვიზუალური მხარე აღარ პასუხობდა თანამედროვე ტენდენციებს. აპლიკაცია კი, გამოყენების კუთხით, სოციალური ქსელების გვერდით იკავებდა ადგილს და მას ნახევარ მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა. სწორედ ამიტომ, თანამედროვეობის "პულსზე ხელის ჭერის" პრინციპით, გუნდმა აპლიკაციის გამარტივება და ტექნოლოგიურ სამყაროში არსებული მიმართულებების გათვალისწინება გადაწყვიტა.
ახალი პროდუქტის შესაქმნელად UX და UI დიზაინერები, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები, სერვის ექსპერტები, დეველოპერები და მარკეტერები მხარდამხარ მუშაობდნენ. საინტერესოა ისიც, რომ მობაილბანკის განახლებაზე მუშაობის პარალელურად, გუნდმა ინოვაციური ფუნქციებიც დანერგა: მაგალითად, QR გადახდა, QR განაღდება, სანდო მოწყობილობები და Apple Pay.
დამოუკიდებლობა, მოქნილობა და პასუხისმგებლობა ის თვისებებია, რითაც პროფესიონალებმა სხვადასხვა მიმართულებებიდან შეძლეს, აპლიკაცია კიდევ უფრო მარტივი და მომხმარებლებზე ორიენტირებული გაეხადათ. როგორც თიბისის ციფრული სერვის ექსპერტი გიორგი ვახტანგიშვილი ამბობს, "მსოფლიოში საუკეთესო მობაილ ბანკს ქმნის მსოფლიოში საუკეთესო გუნდი".
რა სარგებლობა მოაქვს კვლევებს
მობაილბანკის განახლების დაწყებამდე და მის შემდეგ, უწყვეტად, მთელი პროცესის განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით კვლევები მიმდინარეობდა. 100-ზე მეტ ადამიანთან კომუნიკაციით, ფოკუს ჯგუფებით, თვისებრივი, რაოდენობრივი, პროტოტიპებისა და UX კვლევებით, სიღრმისეული ინტერვიუებით, გუნდი, როგორც დამოუკიდებლად, ისე კვლევითი ინსტიტუტის დახმარებით, აკვირდებოდა მომხმარებელთა ქცევებს, ემოციებს თუ კმაყოფილებას.
ბოლო ფაზაში კი კვლევები ეხებოდა Beta Testing-ის პროცესსა და შედეგებს, რომლის დროსაც შეიმუშავეს ციფრული პროდუქტების სფეროში ინოვაციური კვლევის მეთოდი — დაკვირვება რეალურ რეჟიმში. ამ მეთოდით, მომხმარებლების ნაწილს გაუაქტიურდათ აპლიკაციის ახალი ვერსია, მკვლევრები კი აკვირდებოდნენ მობაილბანკთან მათი ადაპტაციის პროცესს. ამის შედეგად, გუნდი ზუსტად მიხვდა, როდის შეიძლებოდა აპლიკაცია სრულ აუდიტორიაზე გაშვებულიყო.
ფოტო: TBC
როგორც თიბისის მობაილბანკის გუნდის კაპიტანმა, თეა კობახიძემ On.ge-ს უთხრა, აპლიკაციის განახლების გადაწყვეტილება მომხმარებლების უკუკავშირის, მათი სურვილებისა და ინიციატივების გამო, თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით მიიღეს. თიბისი მზადაა, მომავალშიც დაამატოს ახალი ფუნქციონალები, რომლებიც მობაილბანკის მოხმარებას კიდევ უფრო მოსახერხებელს გახდის.
უახლოეს მომავალში მობაილბაკს დაემატება საპენსიო დანაზოგის სექცია, პირადი ნომრით გადარიცხვა და კომუნალური გადასახადების დაჯგუფება.
მთავარი ცვლილება კი ისაა, რომ თიბისიმ მომხმარებლების მხრიდან წამოსული უკუკავშირის მიხედვით ზუსტად ამოიცნო, რომ მობაილბანკი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ "ფინანსების სამართავი აპლიკაცია". ეს არის აპლიკაცია, სადაც შევდივართ, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ, აპლიკაცია, რომელში ხეტიალისასაც ვფიქრობთ, რამდენად რაციონალურად დავხარჯეთ წინა თვის ხელფასი და ასევე, აპლიკაცია, რომლიდანაც ვიგებთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი მიზნების მისაღწევად. იმედია, რომ ახალი მობაილბანკი თავისი მარტივი და სადა დიზაინით ამ საკითხებზე ფიქრს კიდევ უფრო გააადვილებს.
კომენტარები