ნინო წილოსანი: "ნამდვილად არ მჯერა, რომ ამერიკაში არ იციან მეგობრობა რას ნიშნავს"
ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერის ნინო წილოსანის თქმით, "MEGOBARI აქტის" ფარგლებში სასანქციო სიაში მოხვედრა მისთვის დიდი პატივია.
“მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავისი სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის. ამიტომ ნამდვილად, როგორც არაერთხელ გვითქვამს უკვე, ამ სიაში მოხვედრა პატივი არის, იმის ფონზე, რომ არანაირი დასაბუთება არ აქვს ამ სიაში მათი მხრიდან ადამიანების შეყვანას", — ამის შესახებ ნინო წილოსანმა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.
წილოსანმა ისიც თქვა, რომ "არ სჯერა, რომ ამერიკაში არ იციან მეგობრობა რას ნიშნავს".
"არც დასაბუთებაზე აღარ ვლაპარაკობთ, ელემენტარულად ისეთი ფაქტობრივი ცდომილებები აქვთ, როდესაც მოსამართლეების სიაში ჰყავთ შეყვანილი ადამიანი, არც მოსამართლეა და უკვე არანაირი კავშირი არ აქვს ამ ყველაფერთან. ასეთი ფაქტობრივი ცდომილებები ბევრია. თავად დასახელება არის დიდი ცდომილება. მე ეჭვი მეპარება და ნამდვილად არ მჯერა, რომ ამერიკაში არ იციან მეგობრობა რას ნიშნავს. ამიტომ ეს დასახელება „მეგობარი აქტი“ მხოლოდ და მხოლოდ პიარული შეფუთვა არის იმ მტრული და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მტრული განწყობისა, რომელიც ამ აქტში არის", — თქვა წილოსანმა.
რაც შეეხება რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს, რომლის დაინიცირებულიცაა კონგრესში "MEGOBARI აქტი", ის ქართველ პოლიტიკოს შალვა ნათელაშვილს შეადარა. მისი თქმით, უილსონი "ჩვენს შემთხვევაში შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია".
"თავად ის ფაქტი, რომ ქართული ოპოზიცია და ეს რადიკალები ჯო ვილსონს ეყრდნობიან, უბრალოდ შეგრძნობების დონეზე, რომ ავუხსნა ეს არის ადამიანი, რომელიც პირობითად ჩვენს შემთხვევაში შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია. ძალიან საინტერესო არის, რომ ჯო უილსონი 2001 წლიდან არის მე მგონი ამერიკის კონგრესის წევრი და იმ პირობებში, როდესაც მან მთელი ნაციონალური რეჟიმის სისასტიკე ისე გაიარა, რომ ერთი განცხადებაც და ერთი აქტიც არ დაუინიცირებია და ფაქტობრივად ემხრობოდა და ეთანხმებოდა იმ სადისტურ რეჟიმს, 2008 წლის ომი ისე გადაიარეს, რომ არანაირი აღშფოთება ისეთი ქმედითი ნაბიჯებით არ გამოუხატავთ და ფაქტობრივად ქართველი ხალხი დატოვეს ამ სადისტების და ომის პირობებში პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ამ აქტს არ აქვს არანაირი ობიექტური საფუძველი", — თქვა წილოსანმა.
-
სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე სალომე ზურაბიშვილს უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია ნანა ყეინიშვილი — შალვა პაპუაშვილი დაწყებულ გამოძიებაზე
გადახედვა
-
კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა კალაძის თქმით, მალე ცნობილი გახდება, რამდენად მიზანშეწონილია ლილოს ნაგავსაყრელის სხვაგან გადატანა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება ირაკლი კობახიძე: ბურჭულაძემ დაგვიანონსა საკუთარი ბრალის აღიარება
გადახედვა
-
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის — ე.წ. კუკუშკის ამოქმედება დეკემბრიდან იგეგმება
გადახედვა
-
რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს რას ველოდებით Apple-ის ახალი ღონისძიებიდან, რომელზეც კომპანია ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს წარადგენს
გადახედვა
-
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
-
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე — თეგეტამ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
-
"რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს? "რეპრესია", "უკანონო პატიმრობა" — რა სიტყვებსა და ფრაზებს უკრძალავს კომუნიკაციების კომისია კრიტიკულ მაუწყებლებს?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა 10-11 ოქტომბერს თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ Miraculous-ის ისტორიაზე სერიალს გადაიღებენ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის ირაკლი კობახიძე: სანქციები არაფერს ნიშნავს არც ბიძინა ივანიშვილისთვის და არც ჩვენთვის
გადახედვა
-
უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა უკრაინის დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება ირაკლი კობახიძე: 2027 წლიდან სარკინიგზო ხაზზე დასაქმებულთა ხელფასი 20%-ით გაიზრდება
გადახედვა
-
აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება აშშ-მა სანქციების სიიდან 125 პირი და სუბიექტი ამოიღო — ივანიშვილი სიაში რჩება
გადახედვა
-
ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება ფუტკრებს ყვავილების სუნის აღქმა უჭირთ — ეს ჰაერის დაბინძურებას უკავშირდება
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის — ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა სახდეპის ანგარიში: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ზომებით საქართველო I კალათაშია, თუმცა შემცირებულიამსხვერპლთა გამოვლენა და სს-ის დევნა
გადახედვა
-
მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები" მიგრაციის სამსახურმა 64 არალეგალი უცხოელი დააკავა — "მიმდინარეობს ქვეყნიდან გაძევების პროცედურები"
გადახედვა
-
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
კომენტარები