პრეზიდენტი, რომელმაც სექსუალურ შევიწროებაზე განაცხადა და გადააყენეს, გრემის უჩივის
გრემის ყოფილი პრეზიდენტი დებორა დუგანი ხმის ჩამწერ აკადემიას უჩივის. დუგანის თქმით, ის მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გრემის ნომინანტებში ხმის მიცემის პროცესი გააკრიტიკა და სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადა. გრემის 62-ე დაჯილდოება რამდენიმე დღეში იმართება.
სარჩელი მან დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების კომისიასთან (EEOC) ერთად შეადგინა. დებორა დუგანის გათავისუფლების მიზეზად ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემია "ცუდ ყოფაქცევას" ასახელებს.
დუგანი აცხადებს, რომ მან აკადემიის HR-ს მისწერა სკანდალურ ბრალდებებზე ლიდერულ პოზიციებზე კაცებით დომინირებული ორგანიზაციის მიმართ. სარჩელის მიხედვით, გრემის პირველი ქალი პრეზიდენტი წერილის გაგზავნიდან სამ კვირაში გაათავისუფლეს.
კომისია თანამდებობიდან გათავისუფლებას მის პროტესტს უკავშირებს და დასძენს, რომ მას წინ უძღოდა მუქარები. სარჩელის მიხედვით, თავად დუგანი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო.
მას შემდეგ, რაც დუგანმა აღმოაჩინა, რომ აკადემიაში "ბიჭების კლუბის მენტალიტეტი" არსებობდა, გრემის ნომინაციებში ხმის მიცემისა და განხილვის პროცესში გადაცდომები და ინტერესთა კონფლიქტები გააპროტესტა.
სარჩელში ასევე აღნიშნულია ბრალდებები უკანონოდ სამაგიეროს გადახდის შემთხვევებზე, გენდერულ დისკრიმინაციასა და არათანაბარ ანაზღაურებაზე.
CNN-თან კომენტირებისას, ხმის ჩამწერმა აკადემიამ აღნიშნა, რომ საინტერესოდ ეჩვენება, თუ რატომ არ გააპროტესტა დუგანმა ორგანიზაციის შიგნით არსებული პრობლემები იქამდე, სანამ სხვა დასაქმებულმა არ დაადანაშაულა ის "ტოქსიკური და აუტანელი" სამუშაო პირობების შექმნაში. გრემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თანამშრომელი დუგანს "ბულინგსა და შეურაცხყოფაში" ადანაშაულებდა და მას შემდეგ, რაც HR-ს ამის შესახებ ეცნობა, დუგანმა მოითხოვა, რომ ორგანიზაციას მის წინააღმდეგ არაფერი მოემოქმედებინა. ამის შემდეგ, გრემის ადმინისტრაციამ მის წინააღმდეგ და მის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე დამოუკიდებელი გამოძიება აწარმოა:
"დუგანს გადაყენებამდე გადადგომა შესთავაზეს და ის $22 მილიონს ითხოვს, იმის მიუხედავად, რომ აკადემია არაკომერციული ორგანიზაციაა".
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი აკადემიის განცხადებას, რომ დუგანის ბრალდებები მის წინააღმდეგ არსებულს დაემთხვა, სიცრუეს უწოდებს. მისი სიტყვებით, დუგანი პრობლემებს წარსულშიც ახმოვანებდა ბორდთან შეხვედრებზე, ხოლო მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს დასაქმებულები, ბორდის წევრები და ხელოვანები იზიარებენ:
"ხმის ჩამწერმა აკადემიამ თავისი დანიშნულება დაკარგა და იმის ნაცვლად, რომ პრობლემა მოეგვარებინა, "ბიჭების კლუბის" გარემოცვაზე, ინტერესთა კონფლიქტსა და შეუფერებელ პრიორიტეტებზე თვალი დახუჭა".
ადვოკატის სიტყვებით, აკადემიამ დუგანს მილიონობით დოლარი შესთავაზა გასაჩუმებლად და თანამდებობიდან საკუთარი ინიციატივით წასასვლელად, თუმცა მას შემდეგ რაც მან ამაზე უარი განაცხადა, ერთ საათში გაათავისუფლეს.
დუგანი ხმის ჩამწერი აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობას 5 თვით, პირველი აგვისტოდან 16 იანვრამდე იკავებდა. მის პოზიციაზე დროებით ბორდის წევრი, ჰარვი მეისონ ჯუნიორი ასრულებს.
გრემის დაჯილდოება 26 იანვარს იმართება.
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები