იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მას შეუძლია შექმნას ცხელი ხაზი რომლის მეშვეობითაც პატიმრებს შეეძლებათ დაუკავშირდნენ სახალხო დამცველს. ამის შესახებ მან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უსაყვედურა. მისი თქმით, საკითხი რომლის მოგვარებაც შეიძლება კომუნიკაციის გზით არ უნდა გაესაჩივრებინა საკონსტიტუციო სასამართლოში.

იუსტიციის მინისტრი პირდება სახალხო დამცველს, თუ იქნება მისი სურვილი, სამინისტრო მოამზადებს მინისტრის ბრძანებას, რომლის თანახმადაც, შეიქმნება ცხელი ხაზი, სადაც მსჯავრდებულს შეეძლება 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდეს სახალხო დამცველს.

"აწევთ ამ ტვირთს? დავიწყოთ ხვალვე, თუმცა ამით ცუდ საქმეს გაგიკეთებთ, იყოს ერთი თვე", — წულიკიანი, ნინო ლომჯარიას.