ბელიაშვილის ქუჩაზე, ე.წ. მიონის შენობაში, სადაც ხანძარია, მეხანძრეებმა გარდაცვლილი კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია.

ხანძარი ე.წ. მიონის შენობის მეექვსე სართულზე დღეს, 19 იანვარს გაჩნდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.