ეს უძველესი პრეისტორიული მორიელი, შესაძლოა, ხმელეთის პირველი ბინადარი იყოს
1980-იან წლებში უისკონსინში უძველესი მორიელის ნამარხი აღმოაჩინეს. ახლახან ჩატარებული გამოკვლევების შედეგად გაირკვა, რომ, შესაძლოა, ეს მორიელი პირველი ცხოველი იყოს, რომელმაც მიზაწე ფეხი დადგა.
მორიელი, რომლის სახეობასაც Parioscorpio venator შეარქვეს, 2,5 სანტიმეტრი სიგრძისაა და დაახლოებით 437 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. თანამედროვე მორიელის მსგავსად, მას ორი ბრჭყალი და ნესტარით დაბოლოებული კუდი ჰქონდა.
"მორიელს სასუნთქი სისტემა გააჩნდა, რაც ადასტურებს მოსაზრებას, რომ იგი ნამდვილად მიწაზე ცხოვრობდა", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა და პროფესორმა ენდრიუ ვენდრაფმა.
ნამარხზე პულმო-პერიკარდიულ სინუსები ამოიცნეს, რომელიც თანამედროვე მორიელებში სასუნთქ ორგანოებს მის სისხლის მიმოქცევის სისტემასთან აკავშირებს. ვენდრაფტის თქმით, მორიელის მახასიათებლები მახვილკუდიანის მსგავსია, რომელიც წყალმარჩხ ადგილებში ბინადრობს, თუმცა ხანდახან იგი მიწაზეც გადმოდის.
"ნამარხი ისეთ გარემოცვაში იპოვეს, სადაც დაბალი წყალი უნდა ყოფილიყო. დიდი ალბათობით მორიელი ორივე გარემოში ცხოვრობდა, წყალშიც და ხმელეთზეც", — აღნიშნავს ვენდრაფი.
კვლევის მიხედვით, რომელიც The Journal Scientific Reports-ში გამოქვეყნდა, Parioscorpio venator აქამდე ცნობილ უძველეს მორიელს სამი მილიონი წლით უსწრებს.
ბერლინის მუზეუმში არაქნიდებისა და მრავალფეხათა კურატორი ჯეისონ დანლოპი, რომელიც ამ კვლევებში არ ყოფილა ჩართული, აცხადებს, რომ მორიელის შინაგანი სტრუქტურების შემონახვა და ჩვენამდე მოღწევა ნამდვილად უჩვეულოა.
"ასე კარგად შემონახული ნამარხი ძალიან იშვიათია. გამოკვლევების მიხედვით გაირკვა, რომ მორიელების ანატომია გარკვეულ ასპექტებში მილიონობით წლის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა", — აღნიშნავს დანლოპი.
კომენტარები