ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო — გახარია ზამთრის კურორტების წყალმომარაგებაზე
პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ზამთრის კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემა არ უნდა მომხდარიყო და ეს პრობლემა მთავრობას უნდა მოეგვარებინა. ამის შესახებ მან დღეს, 9 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, უახლოესი საათების განმავლობაში ზამთრის კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.
"წლის დასაწყისში ჩვენ, სამწუხაროდ, გვქონდა გარკვეული გართულებები ჩვენს ზამთრის კურორტებზე. მოგეხსენებათ, რომ იყო გარკვეული პრობლემები წყალმომარაგების თვალსაზრისით, როგოც გუდაურში, ასევე ბაკურიანში. აქ, ერთმნიშვნელოვნად, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ზუსტად ვიცით, რომ გამომწვევი მიზეზები იყო როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური ფაქტორები. თუმცა ის ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ, გვმართებდა უფრო მეტი პრევენციული მუშაობა", — განაცხადა გახარიამ.
ბაკურიანსა და გუდაურში ერთი კვირაზე მეტია წყლის მიწოდების პრობლემაა. გუდაურთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებდა, რომ პრობლემა გუდაურში მშრალი კლიმატური პირობების გამო წყლის მარაგის შემცირებამ და სეზონზე გაზრდილი მოხმარების შედეგად წნევის ვარდნამ გამოიწვია.
ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყაროა. მეტწილად, სწორედ მასზეა დამოკიდებული ეროვნული ვალუტის სიმყარე და ქვეყნის განვითარება.
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
კომენტარები