2019 წლის 10 მთავარი სამეცნიერო მოვლენა — შეჯამება
2019 წელი მეცნიერებისთვის საკმაოდ დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა. წარმოგიდგენთ ამ მნიშვნელოვანი მოვლენების მოკლე ჩამონათვალს.
1. შავი ხვრელის პირველი ფოტო
2019 წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს შავი ხვრელის პირველი ფოტო.
ფოტოზე აღბეჭდილი შავი ხვრელი მდებარეობს მეზობელი გალაქტიკის, Messier 87-ის ცენტრში, რომელიც ჩვენგან 54 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული.
ამავე თემაზე:
2. Homo luzonensis-ის აღმოჩენა
წლების განმავლობაში ფილიპინების გამოქვაბულებში ჩატარებულმა კვლევებმა შედეგი გამოიღო. მეცნიერებმა ძვლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელიც ჰომინიდების ახალ სახეობას ეკუთვნის. Homo luzonensis დაახლოებით 50 000 წლის წინ ცხოვრობდა და მეცნიერების თქმით იგი ზომით Homo floresiensis-ზე პატარა იყო. კვლევა აპრილში, ჟურნალ Nature-ში.
3. ებოლას ვაქცინა
2019 წლის ბოლოს მეცნიერებმა შეძლეს მომაკვდინებელი ებოლას ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის ლიცენზიის მოპოვება. ებოლამ 2014 წელს სამხრეთ აფრიკაში 11 000 ადამიანზე მეტი იმსხვერპლა, თუმცა უკვე შესაძლებელია დაავადების განკურნება და მისი გავრცელების შეფერხება.
4. ბრძოლა შიდსის ვირუსის წინააღმდეგ
ათწლეულების განმავლობაში მეცნიერები აქტიურად ცდილობდნენ შიდსის განკურნების გზები ეპოვათ. პირველი პაციენტი ვირუსისგან 12 წლის წინ განიკურნა, მეორე შემთხვევა კი წელს დაფიქსირდა.
ძვლის ტვინის გადანერგვა ხანგრძლივი და რთული პროცესია, თუმცა დროთა განმავლობაში შიდსის ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
ამავე თემაზე:
5. გუგლმა კვანტურ აღმატებულობას მიაღწია
23 ოქტომბერს, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაში გუგლმა განაცხადა, რომ კვანტურ აღმატებულობას მიაღწია. პროცესორ Sycamore-ს შეუძლია სამ წუთში ისეთი გამოთვლის შესრულება, რომლისთვისაც ჩვეულებრივ კომპიუტერს 10 000 წელი დასჭირდება.
ამავე თემაზე:
6. უძველესი ადამიანების შესახებ
წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით გაირკვა, რომ შესაძლოა, ჩვენი ადრეული წინაპრები დაკავშირებულები იყვნენ დენისოველებთან. კვლევა, რომელიც მარტში ფიზიკური ანთროპოლოგიის ამერიკულმა ასოციაციამ წარადგინა, გვიჩვენებს, რომ მოცემული ჯგუფი იმაზე განსხვავებულია, ვიდრე მკვლევარებს აქამდე ეგონათ.
7. მისია მთვარეზე
მაისში NASA-მ არტემისის მისია დააანონსა, რომელიც 2024 წელს ადამიანებს მთვარზე ჩაიყვანს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მთვარის მისიაში მონაწილეობას ქალი მიიღებს.
ამავე თემაზე:
8. Voyager 2-ის მიერ მზის სისტემის დატოვება
Voyager 2-ის მიერ გამოგზავნილი უპრეცენდენტო მონაცემების საშუალებით გაირკვა, რომ მზის სისტემასა და ვარსკვლავთშორის სივრცეს შორის მდებარეობს ზღვარი — ჰელიოპაუზა.
აღმოჩენაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მზის სისტემასა და ვარსკვლავთშორის სივრცეს შორის გარდამავალი საფეხურებია, რაც აქამდე მეცნიერებისთვის უცნობი იყო.
ამავე თემაზე:
9. ბრძოლა ყინულის დნობის წინააღმდეგ
აპრილში ცნობილი გახდა, რომ გრენლანდიის მყინვარი ყოველწლიურად საშუალოდ 286 მილიარდ ტონა ყინულს კარგავს. ორი ათწლეულის წინ კი ყოველწლიური დანაკარგი 50 მილიარს ტონას შეადგენდა.
ანტარქტიდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყოველწლიურად საშუალოდ 252 მლრდ ტონა ყინულს კარგავდა.
ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დასავლეთ ანტარქტიდაში მდებარე მყინვარ Thwaites-ის დნობა გამოიწვევს შეუქცევად პროცესს, რომლის დროსაც იგი მთლიანად გადნება. ამ შემთხვევაში კი ზღვის დონე გლობალურად დაახლოებით 50 სანტიმეტრით აიწევს.
10. სახეობების აქტიური გადაშენება
აპრილში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, ამფიბიების 40%, ზღვის ძუძუმწოვრების 33% და მწერების დაახლოებით 10% გადაშენების საფრთხის წინაშე იმყოფება — გამომწვევი მიზეზი კი უმეტესწილად ადამიანის ქმედებებია.
შედეგებიდან გამომდინარე მიიჩნევენ, რომ დედამიწა მასიურ გადაშენების ფაზაში იმყოფება. ისტორიის განმავლობაში ეს იქნება მასიური გადაშენების მეექვსე შემთხვევა.
კომენტარები