ნიუ-იორკში მსოფლიოში უძველესი ტყის ნამარხი აღმოაჩინეს
ნიუ-იორკის ერთ-ერთ მიტოვებულ კარიერში მსოფლიოში უძველესი, 386 მილიონი წლის წინანდელი ფესვების ნამარხი აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე ცნობილ უძველეს ნამარხზე რამდენიმე მილიონი წლით ძველია.
განვითარების ადრეულ სტადიაზე მყოფი ტყე, მეცნიერების აზრით, შედგებოდა ხეთა სამი უძველესი ოჯახის წარმომადგენლისგან. აქედან არქეოპტერისისა და კლადოქსილოფსიდის ამოცნობა შესაძლებელი გახდა, თუმცა მესამე ტიპის იდენტიფიცერება ვერ მოხერხდა.
კლადოქსილოფსიდი თანამედროვე პალმის ხესავით გამოიყურებოდა, მისი ფესვების ნამარხი აქამდეც აღმოუჩენიათ, ასევე ნიუ-იორკში. ამ აღმოჩენის მთავარი გმირი კი არქეოპტერისია, რადგან იგი თანამედროვე ტყეების საწყისს წარმოადგენს. კლადოქსილოფსიდისგან განსხვავებით, არქეოპტერისის ფესვები არამარტო მიწის ზედაპირზე, არამედ მიწისქვეშაც ვრცელდებოდა და სტრუქტურული სახე ჰქონდა. იგი სხვა მცენარეებთან შედარებით დიდი ზომის იყო და გამოირჩეოდა ფოთლებით — რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
აღმოჩენილი ნამარხის ასაკი დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ის ასახავს იმ პერიოდს, როდესაც პლანეტა ტყეებით პირველად იფარებოდა.
პროფესორ კრის ბერის განმარტებით, ნამარხი საშუალებას იძლევა უკეთ გავიგოთ ხეების განვითარებისა და მათ მიერ ატოსფეროდან ნახშირორჟანგის კონცენტრაციის შემცირების პროცესი.
უილიამ შტეინი, ბიოლოგიის პროფესორისა და კვლევის ხელმძღვანელის აზრით, საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება, რათა დედამიწის პირველი ტყეების შესახებ მეტი დეტალი გახდეს ცნობილი. ეს საშუალებას მოგვცემს ბევრად კონსტრუქციული და ნათელი წარმოდგენები გვქონდეს საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ეკოსისტემის განვითარების პროცესზე.
კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები