5 გზა კარგი ჩვევის ჩამოსაყალიბებლად
ისეთი ფსიქოლოგიური ხრიკები, როგორებიცაა სასიგნალო-ქცევითი კავშირის ფორმირება და სწორი დროის შერჩევა, ვარჯიშის მსგავსი სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბებაში გვეხმარება.
ცხოვრების განმავლობაში ალბათ ერთხელ მაინც ყველას გვიფიქრია, რომ საკუთარ რუტინაში რაიმე სიახლე უნდა შეგვეტანა ან თუნდაც ახალი ჩვევა დაგვესწავლა. და თუ ამის გაფიქრებაზე შორს წასულხართ და საქმეზეც გადასულხართ, დამეთანხმებით, რომ ახალი ტიპის ქცევის დასწავლა და შემდეგ შენარჩუნება ერთობ რთულია და დიდ მოთმინებას მოითხოვს. იმისთვის, რომ ეს პროცესი ცოტათი გაგიმარტივოთ, გთავაზობთ ხუთ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ ეფექტიან გზას მიზნის მისაღწევად.
1. აღმოაჩინე სიგნალი
ჩვევის ჩამოყალიბება ჩვენს მეხსიერებაში სასიგნალო-ქცევითი კავშირის შექმნას გულიხმობს; ეს ნიშნავს, რომ "შენ რაღაც ტიპის ქცევას გაუცნობიერებლად, ყველანაირი ძალდატანების გარეშე ასრულებ", — ამბობს ფილიპა ლოლი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარი, რომელიც ჩვევებს შეისწავლის. სიგნალები შეიძლება იყოს როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი; მაგალითად, შიმშილის გრძნობა ან ჩაის მომზადება. მსგავსი სიგნალები ყველაზე ეფექტიანი მაშინაა, როდესაც მათ ყოველდღიურად ვაწყდებით — შაბათ-კვირის ჩათვლით, რაც წინასწარი დაგეგმვისა და ძალდატანების ასპექტებს ამცირებს. ასეთი სიგნალებია დილით ადგომა და საკვების მიღებისთვის განკუთვნილი დროები.
2. იყავი კონკრეტული
პირველ რიგში, ზედმიწევნით განსაზღვრეთ, რა გსურთ, რომ გააკეთოთ. "არასდროს დაისახოთ მიზნად ისეთი ზოგადი რამ, როგორიცაა მეტი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა", — ამბობს ლელი, — "თქვენ უნდა იყოთ კონკრეტული, რათა ზუსტად განსაზღვროთ, როდის და როგორ აპირებთ ქცევის განხორციელებას". მაგალითად, ხილის სახლში ქონა აღნიშნული ქცევის ჩამოყალიბების პირველი საფეხურია. ჩვევის ფორმირება უფრო გვიადვილდება, თუ ის ჩვენთვის სასიამოვნო და წამახალისებელია. თუნდაც ეს ისეთი ქცევა იყოს, რისი გაკეთებაც გვეზარება, ის ჩვევაში მაინც გადაიზრდება, თუ შედეგი ჩვენში დადებით გრძნობებს გამოიწვევს. ამის კარგი მაგალითია ვარჯიში, რომლის დაწყება შეიძლება დაგვეზაროს, მაგრამ ვარჯიშის ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ საკუთარ თავით კმაყოფილნი ვართ.
3. გაითვალისწინე შენი მისწრაფებები
არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ უფრო მეტად გვიადვილდება ისეთი ჩვევების დასწავლა, რომლებიც ჩვენს თვითაღქმასთანაა კავშირში. "ზოგი ქცევა გარკვეული, ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიზნისა თუ ღირებულების გამოხატულებაა", — ამბობს ბაზ ვერპლანკენი, ბათის უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის პროფესორი, — "მაგალითისთვის ავიღოთ ადამიანი, რომლისთვისაც გარემო მნიშვნელოვანია — შესაბამისად, ჩვევები, რომლებიც დაკავშირებულია ეკო-მეგობრულ ქცევასთან, მის იდენტობასთან მიბმული იქნება. თუ თქვენ მოახერხებთ გარკვეული ქცევების დაკავშირებას თქვენს თვითაღქმასთან, ეს გაგიმარტივებთ ჩვევის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას".
4. შეარჩიე სწორი დრო
"გამოიყენეთ ის, რასაც ჩვევების წყვეტადობას ვეძახით", — ამბობს ვერპლანკენი, — "ეს არის მომენტები, როდესაც ადამიანები ისეთ ცხოვრებისეული ცვლილების ეტაპებს გადიან, როგორებიცაა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ოჯახის შექმნა თუ ურთიერთობების დაწყება, განქორწინება, პენსიაზე გასვლა ან კარიერული სიახლეები". ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან მოვლენებს არეულობა შეაქვს ძველ ჩვევებში და ახლების დასწავლის შანსს გვაძლევს. სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული მიზნები იშვიათად თუ ხორციელდება — ჩვენი ცხოვრება და ძველი რუტინა ორ იანვარსაც იგივეა, რაც 31 დეკემბერს იყოს. მაგრამ სამსახურის ან სკოლის გამოცვლა ან შინაური ცხოველის აყვანა, შეიძლება, მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაპირობად იქცეს.
5. არ დანებდე
ლელის კვლევამ უკუაგდო ის ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომ ჩვევის ჩამოყალიბებას 21 დღე სჭირდება. მან აღმოაჩინა, რომ დღეების საშუალო რაოდენობა 66-ია. ზოგი ადამიანისთვის ეს პროცესი, შესაძლოა, 254 დღემდე გაიწელოს, ზოგი კი შედარებით იღბლიანია და ჩვევის ფორმირებას 18 დღეში ახერხებს. "ჩვენ შევქმენით ჩვევის ფორმირების გრაფა, სადაც ვხედავთ, რომ პირველ ეტაპზე მრუდი ზევით მიიწევს, გარკვეულ ეტაპზე აღწევს კონკრეტულ სიმაღლეს, რაც იმის მაჩვენებელია, თუ რა სიძლიერის იქნება გამომუშავებული ჩვევა და შემდეგ ეს ხარისხი ნარჩუნდება. ამიტომ მე ვაბობ, რომ ეს პროცესი ძალიან ინდივიდუალურია". და ქცევის დასწავლისას თუ ჩვენ ერთ დღეს გამოვტოვებთ, საპანიკო არაფერია. "ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რამდენი დღის ჩავარდნა ახდენს გავლენას ჩვევის დასწავლაზე, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ერთი დღის გამოტოვება სავალალო შედეგს არ მოიტანს".
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები