93 წლის კაცს გაგაცნობთ, რომლიც ძალიან მოგაგონებთ ნეტფლიქსის ახალი ანიმაციური ფილმის მთავარ გმირს, კლაუსს, რომელმაც ბოროტი ხალხით სავსე ქალაქში თავისი სიკეთით გაითქვა სახელი.

დიახ, ისევე, როგორც კლაუსი გახდა მისაბაძი, პიტსბურგელი ედის ისტორიაც გულს გაგითბობთ და მოგანდომებთ, რომ ახალ წელს საყვარელი ან სრულიად უცნობი ადამიანები თქვენც გაახაროთ.

საქმე ის არის, რომ ამ კეთილმა კაცმა საკუთარ მაგიურ სახელოსნოში ბავშვებისთვის 300 სატვირთო მანქანა გამოთალა.

სრულიად უანგაროდ გაცემული საჩუქრების ადგილობრივი ბავშვებისთვის დარიგებაში კი ედის პოლიციის ოფიცერი ეხმარება.

"ვიცით, რომ ის სათამაშოებს საკუთარი ხელით თლის. თუ ამ ფიგურებს დააკვირდები, მის ქვეშ ედის ინიციალებსაც იპოვით", — ამბობს ოფიცერი რობერტ ბროდვატი.

ედი თვითნასწავლი ხელოსანია, რომელმაც ხეზე მუშაობა სამოყვარულო დონეზე დაიწყო. ჰობი კი მალევე გახდა მისი მთავარი საქმიანობა და ბავშვების გასახარებლად, ახლა ის მთელ დღეს საყვარელი ფიგურების გამოთლას უთმობს.