წალენჯიხაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდეს.

სამეგრელოში შეიარაღებული დაპირისპირება 3 დეკემბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს პოლიციის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. ინციდენტიდან მალევე პოლიციის თანამშრომელი დააკავეს.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.