ტესტი: იცნობ თუ არა ქალებს, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მებრძოლი ქალები იმ ქალთა ისტორიებს მოგვითხრობს, რომლებმაც პატიმრობა და დევნა გამოიარეს; არ შეუშინდნენ საზოგადოებრივ აზრს, გაწირეს სიცოცხლე, რომ გოგონებს განათლება მიეღოთ, გაუქმებულიყო მონობა, ქალებს ხმის მიცემის უფლება ჰქონოდათ და რაც მთავარია — ყოფილიყვნენ დამოუკიდებლები და თავისუფლები.
მებრძოლი ქალები თავისუფლებისთვის, თანასწორობისა და დობისთვის ბრძოლის 150-წლიან ისტორიას გვიამბობს. გარდა ისტორიული თანამგზავრისა, ეს წიგნი გზამკვლევია აწმყოსა და მომავალშიც, რადგან ბრძოლა უკეთესი სამყაროსთვის ჯერ კიდევ გრძელდება.
შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ ქალების ისტორიებს, რომლებმაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს.
ტესტი: იცნობ თუ არა ქალებს, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს
ტესტის დაწყება1 / 13 ელისაბეთ სტენტონმა დაწერა მანიფესტი თანასწორობის შესახებ, რომელშიც მოითხოვდა, რომ გოგონებს განათლების მიღების, საკუთარი შემოსავლის განკარგვისა და განქორწინების უფლება ჰქონოდათ. სად წარადგინა მან აღნიშნული მანიფესტი?
- არსად — ჩუმად ავრცელებდა
- 1840 წელს, ინგლისში, მონობის საწინააღმდეგო კონფერენციაზე
- ნიუ-იორკის შტატში — აბოლიციონისტების კონფერენციაზე.
2 / 13 ვინ იყო "შავ მოსედ" წოდებული ქალი, რომელმაც მონათა ბანაკს თავი დააღწია, გაქცევის გეგმა და მარშრუტი შეიმუშავა და ასობით მონა გაათავისუფლა?
3 / 13 1852 წელს გამოცემულ რომელ წიგნში იყო მოთხრობილი ამერიკელი მონების ამბავი, რომელიც ნამდვილი ბესტსელერი გახდა და მონათმფლობელობის დასრულების პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა?
4 / 13 ვინ იყო პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც სასამართლო დავა მოიგო თეთრკანიანი კაცის წინააღმდეგ?
5 / 13 ფილოსოფოსი ჟან-ჟაკ რუსო ფიქრობდა, რომ გოგონები და ბიჭები სხვადასხვანაირად უნდა აღზრდილიყვნენ, რადგან ისინი ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდებოდნენ. მისი აზრით, ქალების მთავარი ფუნქცია კაცების მოვლა იყო. ვინ იყვნენ მოაზროვნეები, რომლებიც რუსოს დაუპირისპირდნენ და თანასწორობისთვის დაიწყეს ბრძოლა?
- მილისენტ ფოსეტი & ემელინ პანკჰერსტი
- ოლიმპ დე გუჟი & მერი უოლსტონკრაფტი
- ელისაბეთ კედი სტენტონი & ლუკრეცია მოტი
6 / 13 რა ერქვა ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის მებრძოლ პირველ გაერთიანებას, რომელიც 1897 წელს დაარსდა?
- ქალთა გაერთიანება საარჩევნო უფლებებისთვის
- ქალთა სუფრაჟისტული საზოგადოებების ეროვნული გაერთიანება
- "კმარა"
7 / 13 რა ერქვა სუფრაჟისტებისგან გამოყოფილ ჯგუფს, რომლებიც ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის ბრძოლის რადიკალურ მეთოდებს ირჩევდნენ და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებდნენ?
8 / 13 რომელ ქვეყანაში დააწესეს პირველად არჩევნებზე ქალთა ხმის მიცემის შეუზღუდავი უფლება?
9 / 13 ვის ეკუთვნის სიტყვები: "როცა გინდათ, მაშინ მომკალით, ქალების გათავისუფლებას მაინც ვერ შეაჩერებთ!"?
10 / 13 ვინ იყო ინიციატორი, დაეწესებინათ "ქალთა საერთაშორისო დღე," რომელიც 8 მარტს აღინიშნება?
11 / 13 იყო დრო, როცა ქალებისთვის არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვის საშუალებები არ არსებობდა. ამის გამო, არაერთი ქალი დაშავდა ან გარდაიცვალა არალეგალური აბორტის ან მშობიარობის დროს. ვინ დაიწყო ბრძოლა ქალების კონტრაცეფციის არსებობისთვის?
12 / 13 კუნძულ ლესბოსზე ერთი პოეტი ცხოვრობდა. ის გოგონათა სკოლას უძღვებოდა და სკოლიდან წასულ თითოეულ მოსწავლეს ლამაზ სატრფიალო ლექსებს უძღვნიდა. სწორედ ამის გამო, კუნძულ ლესბოსის სახელწოდებიდან წარმოიშვა სიტყვა "ლესბოსელი". რა ერქვა ამ პოეტ ქალს?
13 / 13 როგორ ფიქრობ, რამდენი პროფესიაა დღეს რუსეთში, რომლის დაუფლებაც ქალებს ეკრძალებათ?
ერთი წუთით...
კომენტარები