ვარსკვლავები, რომლებიც ებრძვიან ან დაამარცხეს კიბო
თუ არ იცით რას ნიშნავს, როდესაც ექიმი ონკოლოგიურში გაგზავნით ანალიზებზე, მაშინ გისურვებთ ეს ვერასდროს გაიგოთ. ერთადერთი, რაც ამ დროს თავში გიტრიალებს სიკვდილზე ფიქრია და გეგმავ, რა გინდა მოასწრო სანამ ეს საშინელი სენი ბოლოს მოგიღებს. ამ დროს არ ფიქრობ ანალიზის პასუხზე, რომელიც შეიძლება უარყოფითი იყოს და ვერც იმას აცნობიერებ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმსივნე აღმოგაჩნდა ეს შენი ცხოვრების დასასრულს არ ნიშნავს.
სიცოცხლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ამაში ჩვენი საყვარელი ვარსკვლავებიც დაგვარწმუნებენ, რომლებმაც უკვე დაამარცხეს, ან ახლა ცდილობენ დაამარცხონ კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დაავადება.
სინტია ნიქსონი
ფოტო: getty
სერიალ სექსი დიდ ქალაქშის ვარსკვლავს სინტია ნიქსონს მკერდის კიბოს დიაგნოზი 2006 წელს დაუსვეს და თავიდანვე გადაწყვიტა ამაზე ღიად ესაუბრა, როგორც თავად ამბობს ამის მიზეზი ამ დაავადების მიმართ გავრცელებული სტიგმები იყო. 2007 წლიდან სინტიამ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის ფონდი ჩამოაყალიბა და NBC-ის პრაიმ-ტაიმში გადაცემაც გააკეთა, რომელიც ამ დაავადების შესახებ მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიდა. მიუხედავად იმისა, რომ სინტია ბოლომდე ჯერ არ გამოჯანმრთელებულა, ის აქტიურად განაგრძობს სამსახიობო კარიერას, მაგალითად, სულ მალე მისი მონაწილეობით ახალი სერიალი რეიგანის მკვლელობა გამოვა, რომელშიც ის პირველი ლედის ნენსი რეიგანის როლს ასრულებს.
მეგი სმიტი
ფოტო: gett
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი, მეგი სმიტი 2007 წლიდან მკერდის კიბოს ებრძვის და მოხალისედაც კი მუშაობს - მოსახლეობას ძუძუს კიბოს პრევენციის გზებს აცნობს. მისი ჯერ-ჯერoბით ბოლო ფილმის ქალბატონი ფურგონიდან გადასაღებ მოედანზე, მეგი სმიტი მუდმივად სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, როგორც ამბობენ მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რამდენჯერმე გავრცელდა მისი გარდაცვალების ამბავიც, თუმცა შარშან BAFTA-ს დაჯილდოვების ცერემონიალზე მსახიობი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა და ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ჭორები მისი გარდაცვალების შესახებ ნაადრევია.
ბენ სტილერი
ფოტო: Deadline
ბენ სტილერს პროსტატის კიბოს დიაგნოზი 2014 წელს დაუსვეს, თუმცა ამავე წელს ოპერაციის შემდეგ, როგორც თავად ამბობს, ის სრულად გამოჯანმრთელდა.
ჰიუ ჯეკმანი
ფოტო: getty
ჰიუ ჯეკმანს ბაზალურ-უჯრედოვანი კიბოს დიაგნოზი 2013 წელს დაუსვეს, მიუხედავად იმისა რომ მას ქირურგიული ჩარევის შედეგად კვანძები ამოაჭრეს, დაავადებამ თავი 2015 წელს ისევ იჩინა. მიუხედავად ამისა, ჰიუ საკუთარ კარიერას არ წყვეტს და წლიდან წლამდე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაშიც ხვდება.
მაიკლ დუგლასი
ფოტო: AMPAS
მაიკლს დუგლასს ყელის კიბოს დიაგნოზი 2010 წელს დაუსვეს, მკურნალობა ქიმიოთერაპიითა და დასხივებით მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით მსახიობმა დაადასტურა, რომ კიბომ უკვე მეოთხე სტადიას მიაღწია. დაიწყეს ინტენსიური რვაკვირიანი ქიმიოთერაპიის და დასხივების კურსი. მაიკლმა საკვები მილის გამოყენებაზე უარი თქვა და მხოლოდ სითხის სახით იღებდა საკვებს, შედეგად 20 კილოგრამი დაიკლო. კიბოს გამომწვევ მიზეზად მსახიობმა ალკოჰოლი, სტრესი და სიგარეტი დაასახელა. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დუგლასმა განაცხადა, რომ სიმსივნე დაამარცხა.
ქრიტინა ეპლგეიტი
ფოტო: getty
2008 წლის აგვისტოში კომედიური ფილმების ვარსკვლავს, ქრისტინა ეპლგეიტს მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა, საბედნიეროდ, ეს ამ დაავადების საწყისი ეტაპი იყო, ოპერაციისა და მკურნალობის შედეგად სულ რამდენიმე კვირაში ქრისტინას ექიმმა გამოაცხადა, რომ მისი პაციენტი კიბოსგან სრულიად განიკურნა.
ქეთი ბეითსი
ფოტო: FOX
2003 წელს ქეთი ბეითსმა წარმატებით დაამარცხა საკვერცხეების სიმსივნე, თუმცა 2012 წელს მას მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, 2014 წელს კი მას კიდურების სიმსივნის დიაგნოზის დაუდგინდა, ბეითსი უკვე წლებია ცდილობს სიცოცხლისთვის ბრძოლას, როგორც თავად ამბობს, არც ერთ დაავადებას არ დანებდება ბრძოლის გარეშე. "ერთხელ უკვე გავიმარჯვე, ეჭვი არ მეპარება რომ ახლაც მე გავიმარჯვებ, სიცოცხლისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ", თქვა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ბეითსმა.
კაილი მინოუგი
კაილი მინუოგს კიბოს დიაგნოზი 2005 წელს დაუსვეს, ამის გამო მომღერალს ტურნეს გაუქმება მოუხდა, რადგან ოპერაცია და ქიმიოთერაპიის კურსი უნდა ჩაეტარებინა. ამ ამბავში, ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი და დიდებული არის ის, რომ როდესაც მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისმა თაყვანისმცემლებმა გაიგეს, გადაწყვიტეს ჩაშლილი კონცერტის ბილეთების თანხა უკან არ დაებრუნებინათ, მათ ამ გზით მხარდაჭერა გამოუცხადეს მომღერალს.
"როდესაც ექიმებმა დიაგნოზის შესახებ მითხრეს, ფეხებიდან მიწა გამომეცალა. მეჩვენებოდა, რომ უკვე მოვკვდი", ამბობს მომღერალი. კაილის ქიმიოთერაპიის რვათვიანი კურსის გადატანა მოუხდა და დაავადება საბოლოოდ დაამარცხა კიდევაც, რის შემდეგაც სათავეში ჩაუდგა ორგანიზაციას, რომელიც ქალებს ინფორმაციას აწვდის ონკოლოგიური დაავადებების შესახებ.
Anastacia
ფოტო: Robert Bates
მომღერალ Anastasia-ს მკერდის კიბოს დიაგნოზი ორჯერ 2003 და 2013 წელს დაუსვეს. პირველად მომღერალი იძულებული გახდა სარძევე ჯირკვალი ამოეკვეთა და მაშინ ექიმებმა დაავადების დამარცხება შეძლეს, თუმცა 2013 წელს მომღერალთან დაავადება კვლავ დაბრუნდა, მან ამჯერადაც დაამარცხა დაავადება და ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: "არ მისცეთ კიბოს თქვენი დამარცხების უფლება, იბრძოლეთ ბოლო წუთამდე". ამჟამად, მომღერალი სათავეში უდგას ფონდს, რომელიც ქალებს მკერდის კიბოსთან ბრძოლაში ეხმარება.
რობერტ დე ნირო
რობერტ დე ნიროს პროსტატის კიბოს დიაგნოზი 60 წლის ასაკში, 2003 წელს დაუსვეს. "კიბოს აღმოჩენა საწყის სტადიაში მოხდა, ამიტომ ექიმები სრულ გამოჯანმრთელებას ვარაუდობენ", - ამბობდა დე ნიროს აგენტი. საბედნიეროდ მსახიობმა დაავადება დაამარცხა და დღემდე ძალიან აქტიურია საკუთარ პროფესიაში.
დასტინ ჰოფმანი
ფოტო: Photo credit: Dolores Aplegate
დასტინს კიბოს დიაგნოზი 2010 წელს დაუსვეს, მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ 2013 წელს მან დაავადება დაამარცხა.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა

კომენტარები