პროფესიული ასოციაცია CIWEM ყოველწლიურად ეკო-ფოტოგრაფიის კონკურსს მართავს. ღონისძიების მიზანია თვალნათელივ წარმოაჩინოს ადამიანის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი და ასევე იზეიმოს ადამიანის თვითგადარჩენისა თუ გამომგონებლობის უნარი, რაც ეკო-პრობლემების გადაჭრის იმედს ტოვებს. კონკურსის წლევანდელი გამარჯვებულები ნიუ-იორკში მიმდინარე კლიმატის სამიტის პარალელურად გამოვლინდნენ.

"ტალღა იჭრება საცხოვრებელ სახლებში", მუმბაი

კონკურსის გამარჯვებული

კლიმატის ცვლილების გამო მუმბაი დატბორვის საფრთხის წინაშე დგას

ფოტო: SL Shanth Kumar / 2019 Ciwem environmental photographer of the year

"ტუვალუ მზარდი ტალღების ქვეშ", ტუვალუ

კატეგორია: გარემოს ცვლილება

ნიადაგის ეროზია სამხრეთ წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის მუდმივი პრობლემაა, თუმცა იგი განსაკუთრებით მწვავედ ოკეანის დონის მატების შემდეგ გამოვლინდა

ფოტო: Sean Gallagher / 2019 Ciwem environmental photographer of the year

"დაბინძურებული ახალი წელი", მექსიკა

კატეგორია: მდგრადი ქალაქები

2018 წლის 1 იანვარს გადაღებულ ამ ფოტოზე ქალაქი მეხიკალია აღბეჭდილი. იგი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია

ფოტო: Eliud Gil Samaniego / 2019 Ciwem environmental photographer of the year

"წყლის დეფიციტი", კენია

კატეგორია: წყალი, თანასწორობა და მდგრადობა

ტყის ჩეხვის შედეგად გამოწვეული სუფთა წყლის დეფიციტი შესაძლოა ისეთი დაავადებების განვითარების მიზეზი აღმოჩნეს, როგორიცაა ქოლერა, დიზენტერია და ტიფი

ფოტო: Dharshie Wissah / 2019 Ciwem environmental photographer of the year

"ტყის ნარჩენები", გერმანია

კატეგორია: კლიმატის ღონისძიებები და ენერგია

ჰამბახის ტყე დაახლოებით 12 000 წლის არის. მას შემდეგ, რაც ენერგო-კომპანიამ მის ქვეშ არსებული ქვანახშირის მოპოვება დაიწყო, ტყის ფართები 10%-მდე შემცირდა

ფოტო: J Henry Fair / 2019 Ciwem environmental photographer of the year

"სასოწარკვეთილი ქმედება", სამხრეთ აფრიკა

კატეგორია: წლის საუკეთესო ახალგაზრდა ეკო-ფოტოგრაფი

ბრაკონიერებისგან დასაცავად კონსერვაციონისტები იძულებულნი არიან მარტორქებს რქები თვითონვე მოაჭრან. მანიპულაცია 12-24 თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს

ფოტო: Neville Ngomane / 2019 Ciwem environmental photographer of the year

კონკურსის გამორჩეული ნამუშევრები

"ნაგავი", თურქეთი

ფოტო ბოსფორის სრუტის დასუფთავების დროს არის გადაღებული

ფოტო: Sebnem Coskun / 2019 Ciwem environmental photographer of the year

"დაღლილი ძილი", ბანგლადეში

დაქანცულ ქალს დაბინძურებული მდინარის ნაპირთან სძინავს. ფოტო ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაშია გადაღებული

ფოტო: Amdad Hossain / 2019 Ciwem environmental photographer of the year

"პლასტმასის ქუდი", ბურკინა ფასო

ყოველწლიურად 380 მლნ ტონა პლატმასა იწარმოება. ოკეანე ყოველდღიურად დაახლოებით 8 მლნ ტონა პლასტმასა მასით ბინძურდება

ფოტო: Aragon Renuncio / 2019 Ciwem environmental photographer of the year

"ტკბილი ძილი", ბურკინა ფასო

ბოლო 35 წლის განმავლობაში გლობალური დათბობის გამო საჰელში წვიმები გასამმაგდა. რეგიონს ამასთანავე ძლიერი გვალვები ფიტავს

ფოტო: Aragon Renuncio / 2019 Ciwem environmental photographer of the year

"ბადის ქსოვა", ვიეტნამი

თევზის რაოდენობის შემცირების კვალდაკვალ თევზაობის მეთოდები სულ უფრო ექსტრემალური ხდება. მჭიდროდ მოქსოვილი ბადეებით თევზაობა წყალქვეშა გარემოს ანადგურებს

ფოტო: ran Tuan Viet / 2019 Ciwem environmental photographer of the year

"ყოველდღიური შრომა", ბანგლადეში

ყოველწლიურად ათასობის უმუშევარი ბანგალდეშის დედაქალაქ დაკაში ცდილობს სამსახურის პოვნას. უმრავლესობას ისეთი მძიმე სამუშაოს შესრულება უწევს, როგორიც გემების ქვანახშირით დატვირთვაა

ფოტო: Yousuf Tushar / 2019 Ciwem environmental photographer of the year

"უხილავი", ნეპალი

ნეპალში, სისდოლის ნაგავსაყრელი 2005 წლიდან ფუნქციონირებს. მენაგვეები მთელი დღე იქექებიან, რათა რაიმე ისეთ მიაკვლიონ, რის გაყიდვასაც შეძლებენ

ფოტო: Valerie Leonard / 2019 Ciwem environmental photographer of the year