ხმების დათვლის პროცესის, ინფრასტრუქტურის, შშმ პირებისა და სხვა პრობლემები IRI-ს ანგარიშში
ფოტო: On.ge
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დამკვირვებლები საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ძირითადად მშვიდობიან, გაუმჯობესებულ, თუმცა არასრულყოფილ პროცესად აფასებენ.
IRI-ს პრეზიდენტის მაკ გრინის გაცხადებით საჭიროა გადაიდგას ბევრად მეტი ქმედითი ნაბიჯი იმისათვის, რომ არჩევნების პროცესი წარმატებულად ჩაითვალოს:
"მიუხედავად იმისა, რომ 8 ოქტომბერი იყო პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამ არჩევნებისთვის, მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ არჩევნების სრული პროცესი ჩაითვალოს წარმატებულად."
IRI გასცემს რეკომენდაციებს ცესკოსა და სახელმწიფოს მიმართ:
- ცესკომ უნდა გადახედოს საარჩევნო უბნებისთვის ხელმისაწვდომ ინფრასტრუქტურას.
- ცესკომ უნდა უზრუნველყოს უკეთესი გარემო შშმ პირებისა და ხანდაზმული ამომრჩევლების საჭიროებების 100 პროცენტით უზრუნველსაყოფად.
- ცესკომ უნდა გააუმჯობესოს დაცვის პროცესი უბნებზე, იმისათვის, რომ გაიზარდოს პროცესის ეფექტურობა, გამჭვირვალობა და შემცირდეს დათვლის პროცესის ხანგრძლივობა.
- საქართველოს პარლამენტმა ღრმად უნდა შეისწავლოს და შედეგად გააუმჯობესოს წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა.
- ცესკომ უნდა გააფართოვოს ტერიტორია, რომელზეც შეუძლებელი იქნება არჩევნების დღეს აგიტაცია.
ანგარიშში მოხვდა ქალთა ჩართულობის საკითხიც. IRI მიიჩნევს, რომ მცირე წინსვლა ამ კუთხით არის, თუმცა საჭიროა ქალთა გაცილებით მეტი ჩართულობა:
"მიმდინარე არჩევნების დროს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დაახლოებით 70 პროცენტი ქალები არიან. თუმცა ამავდროულად, 911 მაჟორიტარობის კანდიდატიდან ქალი მხოლოდ 155-ია. ხოლო პროპორციულ სიებში ჯამურად ყველა პარტიისთვის წარდგენილ ქალთა რაოდენობა შეადგენს 1 330, მაშინ როდესაც სიების სრული რაოდენობა 3 590-ია."
IRI-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯუდი ვან რესტმა თქვა:
"ქართველი ქალები შეუცვლელები არიან საარჩევნო პროცესის წარმართვაში. წარმოიდგინეთ მათი ეფექტურობა, თუ ისინი მეტად იქნებიან წარმოდგენილნი პოლიტიკურ პარტიებსა და ხელისუფლებაში წამყვან პოზიციებზე. ეს უნდა გახდეს ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი."
IRI-ს ანგარიში ეყრდნობა მოკლევადიანი და გრძელვადიანი დამკვირვებლებისგან შემდგარი 20 ჯგუფის მიგნებებს.
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები