მეუფე იაკობი: ვერც ერთი პარტია, ვერც ჩვენ, ეპისკოპოსები, მესიებად არ გამოვდგებით
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას მიტევების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიტევების გარეშე ქვეყანა ვერ გადარჩება. მან თქვა, რომ მესია არავინაა და ვერც ერთი პარტია თუ ეპისკოპოსი მესიად არ გამოდგება.
"ადამიანი თუ ვერ ხვდება, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს, შენდობა უნდა ითხოვოს, ვინც გონიერია მან შეუნდოს და მერე ეს მაგალითი ყველას აჩვენებს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, იმიტომ, რომ თუ ასე გავაგრძელეთ, ქვეყანას დავღუპავთ და გადავჩეხავთ. მესია არავინ არაა ჩვენში, მესია ერთი გვყავს და ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტეა და ვერც ერთი კაცი, ვერც ერთი პარტია, ვერც ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი, ეპისკოპოსები ვიქნებით თუ ვინ ვიქნებით, მესიებად არ გამოვდგებით, არც ვართ და ამიტომ ერთმანეთის მიტევება უნდა ვისწავლოთ. საქართველოს სიყვარულის გამო ერთმანეთის ბევრი რამ უნდა დავივიწყოთ და ავაშენოთ ის ქვეყანა, რაც ასე სანატრელია თითოეული ქართველისთვის", — განაცხადა მეუფე იაკობმა.
მან მოუწოდა ყველას, რომ თავი დაანებონ მესიობას და ერთმანეთს შეცდომები ცოტა ხნით არ გაახსენონ.
მეუფე იაკობი მაშინდელ შს მინისტრს და ახლა უკვე პრემიერ გიორგი გახარიას დაახლოებით ერთი წლის წინ ღიად დაუპირიპირდა. მან თქვა, რომ გახარია რუსეთის კაცია და თუ მთავრობა მას აირჩევს ნიშნავს, რომ ეკლესიას დაუპირისპირდა.
პატრიარქის ქორეპისკოპოსი ამბობდა, რომ პირადი უთანხმოების გამო გახარიას პრემიერობის უფლებას არ მისცემდა და მთავრობას პრობლემებს შეუქმნიდა.
"თუ რამე წინსვლა და ზემოთ დაიწყო ჩამოვაგდებ რა იმიდან... თუ მაგი გახდება ხომ, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება, მაგას იქ არ გავუშვებთ, სადაც უნდა წასვლა. ზემოთ უნდა წასვლა რა, პრემიერობა უნდა. არ გავუშვებ მაგ იმაზე. იმიტომ, რომ არ შეიძლება რა, მაგ მენტალიტეტის ადამიანი ის იყოს", — აცხადებდა ის.
მეუფის მტკიცებით, გახარიას "ცუდი რამეები" ჰქონდა გაკეთებული, რომლის გაგების შემთხვევაშიც ხელმძღვანელობა მოიშორებდა.
ერთ თვეში მეუფე ამბობდა, რომ გახარიასთან "აბსოლუტურად დალაგებული" ურთიერთობა აქვს. ამ განცხადებიდან ორ თვეში კი, როცა გახარია უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გახდა, მეუფემ განაცხადა, რომ ეს რუსეთის და კერძოდ პუტინის მოთხოვნა იქნებოდა. რა ურთიერთობა აქვთ მათ ამ ეტაპზე უცნობია.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები