კრამერი: რაც კონფერენციაზე მოხდა, იყო რუსული ჩარევის სტილი და არა ქართული სტუმართმოყვარეობა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / თავისუფლებისთვის
"ის, რაც იმ დღეს მოხდა, იყო უფრო რუსული ჩარევის სტილი და არა ქართული სტუმართმოყვარეობა", — ასე შეაფასა ყოფილმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა 10 სექტემბერს კონფერენციაზე განვითარებული მოვლენები. ამის შესახებ კრამერმა #სირცხვილიას გადაცემაში ისაუბრა.
მისი თქმით, დეპუტატ ირმა ინაშვილს შეეძლო კონფერენციაზე დასწრება და ამისთვის მას უბრალოდ რეგისტრაცია უნდა გაევლო. კრამერის განმარტებით, კონფერენციაზე განვითარებულ მოვლენებს სიტყვის თავისუფლებასთან კავშირი არ აქვს.
"ადამიანები, რომლებსაც არ ვიცნობ უხეშად შემოვიდნენ და კონფერენციის ჩაშლა სცადეს. თავიდან დაიწყო მიკროფონიანი ადამიანით. სანამ მისკენ მქონდა ყურადღება გადატანილი, შემოვიდა ქალბატონი და წინა რიგში დადგა. კამერებიანი ადამიანები მის ირგვლივ მოგროვდა. მე ველოდებოდი სიტუაციის დამშვიდებას, მაგრამ ასე არ მოხდა. გადავწყვიტე მივსულიყავი ამ არეულობის ეპიცენტრში და მომეშორებინა ეს კამერები. არ ვიცოდი ვინ იყო ეს ქალბატონი და არც ვიცოდი ვინ იყო ეს მიკროფონიანი ბიჭი" — აღნიშნა კრამერმა.
10 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო რუმსში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ირმა ინაშვილის დაუპატიჟებლად მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. კონფერენციის ორგანიზატორებმა ინაშვილს განუმარტეს, რომ ის არ იყო სიაში, შესაბამისად, კონფერენცია უნდა დაეტოვებინა. კონფერენციის დატოვებისკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმაც. ინაშვილმა თქვა, რომ წინა დღეს ამავე კონფერენციაზე დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მისი მისამართით ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა და ის პასუხის გასაცემად მივიდა. სტუმრების ნაწილმა აღნიშნა, რომ ირმა ინაშვილის ქმედება მიუღებელი იყო.
დაპირისპირების შემდეგ ირმა ინაშვილი სიტყვით მაინც გამოვიდა. როგორც მან განაცხადა, მისი პარტია პროდასავლური აზროვნებისაა. გარდა ამისა, მან დევიდ კრამერისგან ბოდიშის მოხდაც მოითხოვა.
ირმა ინაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კრამერის სიას მოამზადებს, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს. მისივე თქმით, ამავე სიაში შევა მეთიუ ბრაიზა, რომელიც ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანია.
თავის მხრივ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ირმა ინაშვილმა ბოდიში თავად უნდა მოიხადოს:
"ამ ქალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ევგენიძეს. ჩემს ქვეყანაში ამის გამო ის ციხეში მოხვდებოდა. ის მას აჯანჯღარებდა და ფხაჭნიდა", — ამბობს მეთიუ ბრაიზა ტელეკომპანია მთავარი არხის თარგმანის მიხედვით.
მეთიუ ბრაიზას განცხადებას ირმა ინაშვილი სიცრუეს უწოდებს და ცილისწამებაში ადანაშაულებს. პატრიოტთა ალიანსმა მეთიუ ბრაიზასა და დევიდ კრამერს პროკურატურაში უჩივლა.
-
ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა — მიხეილ ყაველაშილი ეუთოს კრიტიკულ რეზოლუციაზე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "მარიჯანის ქუჩის N4-ში მშენებარე კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, 30 000 ლარით დაჯარიმდება" კახა კალაძე: "მარიჯანის ქუჩის N4-ში მშენებარე კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, 30 000 ლარით დაჯარიმდება"
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა მხატვრით კროსვორდი: გამოიცანი ქვეყანა მხატვრით
გადახედვა
-
საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვა საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვა
გადახედვა
-
"ბიოჰაკერ" ბრაიან ჯონსონს განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა "ბიოჰაკერ" ბრაიან ჯონსონს განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა
გადახედვა
-
Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება Chaikhana: უშგულში, ლამარიასთან უნებართვოდ სატრაპეზო შენდება
გადახედვა
-
ტრამპი: ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან და უნდა მოვიშოროთ ტრამპი: ირანელები ბოროტი, ავადმყოფი ადამიანები არიან, ისინი კიბო არიან და უნდა მოვიშოროთ
გადახედვა
-
კახა კალაძე: წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ასეთ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება კახა კალაძე: წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება, ასეთ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 29 პირი დააკავეს შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 29 პირი დააკავეს
გადახედვა
-
აშშ-მა ირანის დაბომბვა და ირანულ ნავთობზე სანქციები განაახლა— რა გახდა მიზეზი? აშშ-მა ირანის დაბომბვა და ირანულ ნავთობზე სანქციები განაახლა— რა გახდა მიზეზი?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა
გადახედვა
-
Reuters: რუსეთის უდიდესმა ომსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა Reuters: რუსეთის უდიდესმა ომსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
დაიბომბა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსულ არმიას ამარაგებს დაიბომბა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსულ არმიას ამარაგებს
გადახედვა
-
"ბოდიშს გიხდით, რომ ამდენი წელი გატყუებდით!" — უნგრეთის საზმაუმ მაუწყებლობა დროებით შეაჩერა "ბოდიშს გიხდით, რომ ამდენი წელი გატყუებდით!" — უნგრეთის საზმაუმ მაუწყებლობა დროებით შეაჩერა
გადახედვა
-
3-დღიანი ძებნის შემდეგ, ზღვაში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს 3-დღიანი ძებნის შემდეგ, ზღვაში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოკუპირებული სოხუმი და განას ქალაქი სუჰუმი დაძმობილდნენ ოკუპირებული სოხუმი და განას ქალაქი სუჰუმი დაძმობილდნენ
გადახედვა
-
არქიმ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს არქიმ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
-
თბილისის აეროპორტი: ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა თბილისის აეროპორტი: ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
გადახედვა
-
შესაძლოა, ამერიკის კონტინენტზე მამონტების გადაშენება ადამიანებმა გამოიწვიეს — ახალი კვლევები შესაძლოა, ამერიკის კონტინენტზე მამონტების გადაშენება ადამიანებმა გამოიწვიეს — ახალი კვლევები
გადახედვა
-
მეცნიერებმა გამოითვალეს, როდის გაქრება დედამიწაზე მცენარეები მეცნიერებმა გამოითვალეს, როდის გაქრება დედამიწაზე მცენარეები
გადახედვა
-
მარინ ლე პენს თანამდებობის დაკავების აკრძალვის ვადა შეუმცირეს — ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს მარინ ლე პენს თანამდებობის დაკავების აკრძალვის ვადა შეუმცირეს — ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს
გადახედვა
კომენტარები