"სულელური კანონი", რომლითაც გირჩმა მაუწყებლობის უფლება მოიპოვა
ფოტო: მარიამ გეგეჭკორი / FB
პოლიტიკურმა პარტია გირჩმა მაუწყებლობა დაიწყო. Girchi TV ეთერში 21 აგვისტოს მაგთის საკაბელოზე, 61-ე არხზე გაეშვა. პარტიის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს პერიოდში Girchi TV-ის ყურებას სილქ ტვ-ის მომხმარებლებიც შეძლებენ.
პარტიის ლიდერი ზურა ჯაფარიძე განმარტავს, რომ სურთ საქართველოს მოსახლეობის ისეთ სეგმენტზე გასვლა, რომელიც დღემდე პოლიტიკური ხასიათის ინფორმაციას იღებს ტელევიზორიდან და არა ინტერნეტიდან.
აქვს თუ არა გირჩს მაუწყებლობის უფლება
მაუწყებლობის შესახებ კანონის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი. კითხვაზე, თუ რატომ მიანიჭეს ავტორიზაცია გირჩის ტელევიზიას, კომისიაში პასუხობენ, რომ ავტორიზაციას ანიჭებენ ნებისმიერ მსურველს, რომლის განაცხადით მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილ ინფორმაციასთან სრულ შესაბამისობაშია.
ავტორიზაციის მინიჭების გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ შპს გირჩი ტვ-ის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ცოტნე კობერიძეა. აქვე წერია, რომ კობერიძე არ წარმოადგენს, პოლიტიკურ პარტიას და არ არის პარტიის თანამდებობის პირი. კომისიის განცხადებით, მათ გადაამოწმეს და კობერიძეზე მონაცემები ვერ აღმოაჩინეს ვერც თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციებში და ვერც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში.
გარდა ამისა, კომისია აღნიშნავს, რომ ცოტნე კობერიძე ესწრებოდა ერთ-ერთ სხდომას, სადაც საკუთარი პასუხისმგებლობით დაადასტურა, რომ გირჩი ტვ-ის დამფუძნებლები არ არიან პოლიტიკური პარტიის წევრები. კომისიამ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ შპს გირჩი ტვ-ის მაუწყებლად ავტორიზაცია შესაძლებელია.
მართალია, კომისია ამტკიცებს, რომ კანონი არ ირღვევა, მაგრამ ახალ არხს პოლიტიკური პარტიის სახელი ჰქვია, იყენებს ამავე პარტიის ლოგოსა და ოფისს. დირექტორი კი არ მალავს, რომ გირჩის წევრია, თუმცა არა "კანონის თვალსაზრისით."
როგორც ცოტნე კობერიძე On.ge-სთან განმარტავს, ის არ არის რეგისტრირებული, როგორც პარტიის წევრი. არ უარყოფს, რომ ხშირად პოზიციონირებდა სხვადასხვა გადაცემსა და შეკრებებზე გირჩის წევრად, მაგრამ კანონი ამ შემთხვევაში მას ტელევიზიის ფლობას არ უკრძალავს.
კობერიძე On.ge-სთან საუბარში ამბობ, რომ არასწორად მიაჩნიათ პოლიტიკური პარტიებისთვის ტელევიზიის ფლობის უფლების შეზღუდვა. მისი თქმით, გირჩმა მაუწყებლობის უფლება "სულელური კანონით" მიიღო.
"ბევრი კანონი გვგონია სულელური. ასეთ კანონს ის ახასიათებს, რომ ტოვებს რაღაც ხვრელებს, რომლიდანაც სრულიად კანონიერად შეგიძლია იმოქმედო... იაგო ხვიჩიას სურდა თავიდან [დირექტორობა], მაგრამ არ ჰქონდა ამის უფლება, მე კი მქონდა. რადგან არსებობს იმის საშუალება, რომ არხი დაარეგისტრირო და პარტიასთან იყო აფილირებული, მაგრამ კანონი არ დაარღვიო, ცხადია, ეს გამოვიყენეთ", — ამბობს ის.
Girchi TV-ის სამაუწყებლო ბადე, ლოგო, სლოგანი და დაფინანსება
ამ ეტაპზე არხს დეტალურად გაწერილი სამაუწყებლო ბადე არ აქვს, თუმცა ცნობილია რომ ეთერში გავა გადაცემები, რომლებსაც პარტია ფეისბუქგვერდზე უშვებდა. მათ შორისაა თავისუფალი ბაზარი და გირჩის აზრით.
"გვინდა, რომ გირჩის არხი იყოს საინტერესო და საინფორმაციო სივრცე, იდეოლოგიური დატვირთვით. ამ მხრივ ჩვენი პლატფორმა ღიაა და გვინდა ბადე შევავსოთ ახალი გადაცემებით. ყველას, ვისთანაც გვაქვს იდეოლოგიური თანხვედრა, მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი არხი გამოიყენოს თავისი იდეების გასავრცელებლად", — ამბობს ის.
ტელევიზიის ლოგო პარტიის იდენტურია, მცირედი ცვლილებით — ფონი თეთრია და მარჯვენა ქვედა კუთხეში TV აწერია.
რაც შეეხება სლოგანს, ამ კითხვაზე დირექტორი გვპასუხობს: "მეტი თავისუფლება არის გირჩის სლოგანი და არხის სლოგანიც, ალბათ, ეგ არის".
ახლანდელი მდგომარეობით არხი პარტიის დაფინანსებაზეა, თუმცა სურთ შემოსავლების გაზრდა და რეკლამების გაშვება.
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა



კომენტარები