ირანთან დაძაბულობის გამო აშშ საუდის არაბეთში სამხედრო კონტინგენტს განათავსებს
პენტაგონის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საუდის არაბეთში სამხედრო კონტინგენტს განათავსებს, რათა დაიცვას ამერიკის ინტერესები "მოსალოდნელი სარწმუნო საფრთხისგან". აშშ-ს სამხედრო კონტინგენტმა რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის უნდა იზრუნოს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სპარსეთის ყურის რეგიონში ვითარების გამწვავების ფონზე მიიღეს. სამეფოში აშშ-ს სამხედრო ძალები 1991-2003 წელს სპარსეთის ყურის ომის დროს იმყოფებოდნენ.
BBC-ის კორესპონდენტის ცნობით, საუბარია 500 ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეზე, რომლებიც ერ-რიადის აღმოსავლეთში არსებულ ბაზაზე განლაგდებიან.
ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა.
2015 წლის ხელშეკრულებით, ირანმა პირობა დადო, რომ ეკონომიკური სანქციების სანაცვლოდ, შეამცირებდა ურანით გამდიდრების პროცესს. ირანთან ხელშეკრულებას ხელი ექვსმა სახელმწიფომ მოაწერა: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და რუსეთმა.
გასულ წელს ტრამპმა ამერიკა ხელშეკრულებიდან ერთპიროვნულად გაიყვანა და ვაშინგტონმა ირანს სანქციები ისევ განუახლა. დანარჩენი ქვეყნები ამერიკის ახალ პოზიციას არ იზიარებდნენ და შეთანხმებაში დარჩნენ.
პასუხად ირანმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რამდენიმე პუნქტს ტოვებს და ურანით გამდიდრების ლიმიტებს ზრდის. თეირანი იმუქრება, რომ 2015 წლამდე არსებულ, ურანით გამდიდრების დონეს დაუბრუნდება, თუ ევროპის ქვეყნები სანქციებით დაზარალებულ ქვეყნის ეკონომიკას უფრო ეფექტურად არ დაეხმარებიან. ქვეყნის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი იმუქრებოდა, რომ ჩაკეტავდა ჰორმუზის სრუტეს, რომლის გავლითაც ხვდება ნავთობი საერთაშორისო ბაზარზე. ჰორმუზის სრუტით სპარსეთის ყურე ომანის ყურეს უკავშირდება, შემდეგ — არაბეთის ზღვას და ბოლოს — ინდოეთის ოკეანეს. ბაჰრეინს, ყატარსა და ქუვეითს ნავთობის ექსპორტი მხოლოდ ამ სრუტის გავლით შეუძლიათ, რადგანაც ზღვაზე სხვა გასასვლელი არ აქვთ. აქ გადის საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ერაყის ტანკერებიც.
დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, ამერიკულმა მხარემ ის ირანული დრონი გაანადგურა, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გემსა და მის ეკიპაჟს საფრთხეს უქმნიდა. მისი თქმით, ის 900 მეტრზე მიუახლოვდა გემს და მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, უკან დაეხია, ასე არ მოხდა. ირანი აცხადებს, რომ მას არც ერთი დრონი არ დაუკარგავს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები