გამოქვეყნდა გვარამიას მორიგი ფარული ჩანაწერი, ამჯერად ყოფილ მოსამართლესთან
ტელეკომპანია რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღეს, 12 საათისთვის განმარტებებს გააკეთებს იმ ფარული ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც შუაღამისას გამოქვეყნდა. ამის შესახებ გვარამია ფეისბუკზე, პირად გვერდზე წერს.
ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის 3–წუთიანი და 19–წამიანი საუბარი გამოაქვეყნა იუთუბ არხმა creative Georgian news. აღნიშნული ჩანაწერის გარდა, ამ არხს კიდევ 2 ვიდეო აქვს ატვირთული: ნიკა გვარამიას საუბარი პაატა ბურჭულაძესთან და მიხეილ სააკაშვილის საუბრები თავის თანაგუნდელებთან.
ნიკა გვარამია ფეისბუკზე წერს, რომ როგორც მან გაიხსენა, ეს არ არის ფარული სატელეფონო ჩანაწერი, დანარჩენზე კი დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს:
"ეს ფსკერია უკვე, ძვირფასო მეგობრებო. მთავარია დადონ რამე, სადაც ჩემი ხმა ისმის, და უკვე შინაარსს აღარც უსმენენ. ამას ჰქვია ფარული ჩანაწერებით თვითდაზიანება. p.s. მე რომ პირადი ცხოვრება აღარა მაქვს ამ ქვეყანაში, ეგ უკვე არახალია".
საქალაქო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორთან განიხილავს სასამართლო სისტემაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მმართველობის შემდეგ შექმნილ პრობლემებს:
"ის (ნინო გვენეტაძე) სავარჯიშო ბალიშივითაა, იქით არის, მთავრობის მხარეს არის მთლიანად. და ყველა პოზიციას... ახლა რაღაცები გავიარე კიდევ საღამოს და აპელაცია თურმე მთლიანად... აპელაციაში რა ქნეს იცი? ვადა რომ ამოეწურა, ეს გვენეტაძე მართლა უტვინოა, ვირის ჭკუაზე ოდნავ მეტი ჭირდებოდა, რომ რაღაც ნორმალურად ყოფილიყო. მართლა გულით მწყდება. გულით მეგონა, რომ რაღაცას მაინც არ გააფუჭებდა".
მამუკა ახვლედიანი ჩანაწერში ასევე საუბრობს იმის შესახებ, რომ ნინო გვენეტაძეს სურს სააპელაციო სასამართლო დააკომპლექტოს ე.წ. თავისი მოსამართლეებით, რის გამოც კრიზისია შექმნილი და ვერ ასწრებენ საქმეების განხილვას მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო.
საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ასევე საუბრობს მოსამართლეთა ვადის შეწყვეტით გამოწვეულ პრობლემებზე, რაც მისი მტკიცებით, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე აისახა. მისივე თქმით, "ასეთი განუკითხაობა არასდროს არ ყოფილა სასამართლოში. ხმას ევერ იღებს ვერავინ".
ჩანაწერის ბოლოს ისმის მამუკა ახვლედიანის ხმა, რომელიც ამბობს, რომ მას აღარაფერი არ უნდა და სადმე წავიდოდა, დარწმუნებული რომ იყოს, ოჯახი არ დარჩება მშიერი.
"რა უნდა კაცო მაგის იმედს, ეგ არ არის რთული" – ნიკა გვარამიას ამ სიტყვებით სრულდება ფარული ჩანაწერი.
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
კომენტარები