ალან ტურინგი — ჰომოსექსუალობის გამო წამებული გენიოსი
მისი იდეები წინ უძღოდა თანამედროვე კომპიუტერის ადრეული ვერსიების შექმნას. ტურინგის წვლილი უდიდესია მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში. მიუხედავად ამისა, ის ჰომოსექსუალობის გამო კრიმინალად შერაცხული 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ალან მეთისონ ტურინგი ლონდონში 1912 წელს დაიბადა, ეთელ სარა სტონისა და ჯულიუს მეთისონის ოჯახში. მშობლებმა ერთმანეთი იმპერიულ ინდოეთში გაიცნეს, სადაც მამა უფროსი კოლონიური ადმინისტრატორი იყო. ალანის დაბადების შემდეგ მათ ის და ძმა ჯონი ინგლისში, აღმზრდელ ოჯახში დატოვეს, თვითონ კი ინდოეთში დაბრუნდნენ, რათა მამამისს სამუშაო გაეგრძელებინა.
13 წლის ასაკში ალანი ჩაირიცხა შერბორნის სკოლაში, სამხრეთ ინგლისში. მის მიერ მეცნიერებით გატაცებამ საგანმანათლებლო სისტემაში განგაში გამოიწვია.
ენდრიუ ჰოჯისი თავის წიგნში, Alan Turing: The Enigma წერს, რომ შერბორნის დირექტორმა, ნოველ სმიტმა, ალანის მშობლებს მისწერა:
"თუ ის მხოლოდ სამეცნიერო სპეციალისტი უნდა იყოს, საჯარო სკოლაში დროს ფლანგავს".
ამის მიუხედავად, ტურინგი კემბრიჯის სამეფო კოლეჯში ჩაირიცხა, სადაც ის მათემატიკას სწავლობდა. მან უნივერსიტეტი 1934 წელს, საპატიო ჯილდოებით დაამთავრა. 1938 წელს ტურინგმა პრინსტონში თავისი სადოქტორო თეზისი დაიცვა.
ალან ტურინგის გენიამ შთააგონა თანამედროვე კომპიუტერების პირველი ვერსიები და საფუძველი ჩაუყარა ხელოვნური ინტელექტის იდეას. მეორე მსოფლიო ომის დროს კოდების გატეხვის გამო, მიიჩნევენ, რომ მან დააჩქარა მოკავშირეთა გამარჯვება ფაშისტურ გერმანიაზე.
ენიგმა
ტურინგის სახელი ბევრი ადამიანისთვის ასოცირდება მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბრიტანეთის ზე-საიდუმლო კოდების გამტეხ ოპერაციებთან, რომლებიც ბლეტჩლის პარკში მიმდინარეობდა. ის ზედამხედველობდა ოპერაციებს, რომელთა მიზანიც იყო გაეშიფრა ნაცისტურ გერმანიაში შექმნილი მანქანის — ენიგმას კოდური მესიჯები, რაც ერთ დროს გადაულახავი ეგონათ. გერმანელები თავად მოიხსენიებდნენ კოდებს გაუტეხლად.
იმ დროისთვის გერმანული წყალქვეშა ნავები ატლანტიკის ოკეანეში დაიპარებოდნენ, თავს ესხმოდნენ მოკავშირეთა გემებს, რომლებსაც ომისთვის საჭირო ტვირთი გადაჰქონდათ. გემების ტვირთი სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ბრიტანეთში ძლიერი სამხედრო ბაზის შესაქმნელად, რამაც საბოლოოდ მოკავშირეებისთვის შესაძლებელი გახადა ნორმანდიის დაკავება 1944 წელს. პროცესმა ნაცისტური გერმანიის დასასრული გამოიწვია.
წყალქვეშა გემების მოძრაობაზე დაკვირვების შედეგად შედგენილი ნახაზების საშუალებით, მოკავშირეებს შეეძლოთ თავიანთი ფლოტის მარშრუტის შეცვლა და ამისთვის ისინი დამოკიდებული იყვნენ ბლეტჩლის პარკის კრიპტოლოგებზე.
ტურინგი მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ ბლეტჩლის პარკის კოდების გამტეხთა ჯგუფს მას შემდეგ შეუერთდა, რაც 1939 წლის სექტემბერში ბრიტანეთმა გერმანიას ომი გამოუცხადა.
თავდაპირველად მათი უდიდესი გამოწვევა იყო ამოეხსნათ გერმანული Enigma-ს დაშიფვრის მეთოდი, რომელიც 20 წლით ადრე იყო გამოგონებული. მანქანა შემდეგნაირად მუშაობდა: მის კლავიატურაზე კრეფდნენ ტექსტს, რომელიც შემდეგ იშიფრებოდა როტორების მეშვეობით და აჩვენებდა კოდირებულ ექვივალენტს. ამბობენ, რომ მანქანას 159 კვინტილიონი (159 + 18 ნული) კომბინაციის გენერირება შეეძლო.
ბრიტანელებს თავიდან პოლონელი მათემატიკოსები ეხმარებოდნენ, რომლებიც მანამდეც სწავლობდნენ ენიგმას მუშაობას, მაგრამ ბლეტჩლი პარკის კოდების გამშიფვრელთა ჯგუფმა ტურინგის ხელმძღვანელობით პროცესი ბევრად დააჩქარა. ისინი იყენებდნენ Bombe-ად წოდებულ მოწყობილობას, რომელიც ენიგმას ოპერაციებს იმეორებდა.
ომის მომდევნო წლებში ტურინგმა ავტომატური მთვლელი ძრავა გამოიგონა. მიუხედავად იმისა, რომ ის არასდროს აუწყვიათ, მას სწამდა, რომ კომპიუტერი ინტელექტის ხელოვნურ ფორმაში გასხეულებას შესაძლებელს გახდიდა.
ტურინგის ისტორიით არის შთაგონებული 2014 წლის ფილმი, იმიტაციის თამაში, რომელშიც მთავარ როლებს ბენედიქტ კამბერბაჩი და კირა ნაითლი ასრულებენ.
თუმცა, ტურინგის სამეცნიერო დიაპაზონი ბევრად გასცდა კინემატოგრაფიული დრამის საზღვრებს: მან ჩამოაყალიბა პრინციპები, რომლებმაც ადამიანისა და მათ მიერ შექმნილ მანქანებს შორის ურთიერთობის ისტორიული რეკორდი შექმნეს.
ტურინგის სხვა მიღწევები
ტურინგს მეორე მსოფლიო ომამდეც აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები. პირველი ფუნქციონალური კომპიუტერის შექმნა 1946 წელს მკვლევრებს, ჯონ პრესპერ ეკერტსა და ჯონ მოჩლის მიეწერათ. მანქანა სახელწოდებით ENIAC (Electronic Numerical Integrator and Computer / ელექტრონული რიცხვითი ინტეგრატორი და კომპიუტერი) მათ მეორე მსოფლიო ომის დროს პენსილვანიის უნივერსიტეტში შექმნეს.
თუმცა ტურინგის იდეები წინ უსწრებდა ENIAC-ს. მან მისცა დასაბამი შემდეგში უკვე ტურინგის უნივერსალურ მანქანად წოდებულ მექანიზმს, რომელიც წარმოდგენილი იყო, როგორც "ერთი მანქანა ყველა შესაძლო დავალებისთვის".
"ესაა დღევანდელი კომპიუტერი", — წერს ჰოჯისი.
ტექნოლოგიები, რომლებიც მოგვიანებით წარმოიშვა "მანჰეტენის პროექტიდან" (აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილი ჯგუფი, რომლის მიზანიც ატომური ბომბის შექმნა იყო), აგრეთვე დამოკიდებული იყო ტურინგის იდეებზე.
მნიშვნელოვანია ტურინგის ომისშემდგომი სამუშაოებიც მანჩესტერის უნივერსიტეტში, რომელიც პირველი ფუნქციონალური კომპიუტერის შექმნას უკავშირდებოდა: ის ასახავდა ელექტრონული კომპიუტერების მზარდ ძალას ბირთვული უპირატესობისთვის გამართულ ცივი ომის რბოლაში.
"ტურინგი თავის კოლეგებთან ჯერ კიდევ 1944 წელს საუბრობდა "ტვინის" შექმნაზე", — წერს ჰოჯისი.
1950 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ტურინგმა განავითარა მეთოდი, რომელიც შემდეგში ცნობილი გახდა, როგორც "ტურინგის ტესტი". ეს ეხება გარკვეულ გონებრივ ექსპერიმენტს, რომელიც განსაზღვრავდა შეეძლო თუ არა კომპიუტერს ადამიანის მსგავსად ეპასუხა. ექსპერიმენტის ფარგლებში მონაწილე სვამდა კითხვებს და ცდილობდა გამოეცნო პასუხი კომპიუტერმა გასცა თუ ადამიანმა.
"ტურინგის ისტორია არ იყო ოჯახური ან ტრადიციული, ეს უფრო იზოლირებული და ავტონომიური გონების ისტორიაა", — წერს ჰოჯისი.
1948 წელს ტურინგმა მუშაობა დაიწყო მანჩესტერის უნივერსიტეტის კომპიუტერულ ლაბორატორიაში. მან სახლიც იყიდა იქვე, ვილმსლოუში, 1950 წელს. მას რამდენიმე გატაცება ჰქონდა, მათ შორის იყო მორფოგენეზისი - ფორმადწარმოქმნის თეორია ბიოლოგიაში; ასევე, კვლავ ქონდა საიდუმლო კავშირები ბრიტანეთის ომის შემდგომ კოდის გამშიფვრელებთან.
სექსუალობა
ტურინგი ჰომოსექსუალობას თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში მალავდა. 1941 წელს მან ხელი თხოვა ჯოან კლარკს, ბლეტჩლი პარკის ერთ-ერთ კრიპტოანალიტიკოსს. მოგვიანებით ის კლარკს გამოუტყდა თავის ჰომოსექსუალობაში და დაქორწინების შეთავაზებაც უკან წაიღო. ისინი მეგობრებად დარჩნენ.
დაახლოებით 10 წლის შემდეგ, როდესაც პოლიცია მის სახლში ყაჩაღობას იძიებდა, მან აღიარა, რომ კაცთან, სახელად არნოლდ მიურეი, სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. მანამდე მიურეიმ ტურინგს უთხრა, რომ იცოდა ვინ იყო მძარცველი. დეტექტივებმა დაკითხვების დროს ტურინგს ჰკითხეს, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მიურეისთან.
1952 წლის მარტში ისინი დამნაშავედ სცნეს "უღირს საქციელში". მიურეი პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს, თუმცა ტურინგს ქიმიური კასტრაცია მიუსაჯეს, რაც გულისხმობდა ქალური ჰორმონის, ესტროგენის დიდი რაოდენობით მიღებას სექსუალური ლტოლვის შესამცირებლად.
ტურინგი ვიქტორიანული წესით ცნეს დამნაშავედ, როგორც ჰომოსექსუალი და აიძულეს ქიმიური კასტრაცია ჩაეტარებინა. ბრიტანეთს ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციისკენ ნაბიჯები 1967 წლამდე არ გადაუდგამს.
ტურინგის გარდაცვალება
1954 წლის 7 ივნისს ალან ტურინგი, ბრიტანელი მათემატიკოსი, კრიმინალად შერაცხული გარდაიცვალა. გარდაიცვალა რეპუტაციაშელახული, ისე, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ არაფერი იცოდა მის ომისდროინდელ მიღწევებზე. მისი ცხედარი მოსამსახურემ იპოვა მისსავე სახლში, ვილმსლოუში, მანჩესტერთან ახლოს.
გამოძიების მიხედვით, მან ფსიქიკური აშლილობის ფონზე თავი მოკლა, სიკვდილის მიზეზი კი ციანიდით მოწამვლა იყო. მის გვერდით ნახევრად შეჭმული ვაშლი ეგდო. ბიოგრაფები სპეკულირებენ, რომ მან ჯერ ვაშლი მოწამლა და ის ამის შემდეგ შეჭამა, რათა საწამლავის გემო გაენეიტრალებინა. ზოგიერთი ადამიანი, ვინც ტურინგის პიროვნება შეისწავლა ან ახლოს იცნობდა მას, განსაკუთრებით დედამისი, ეთელ ტურინგი, ეჭვქვეშ აყენებდა ოფიციალურ ვერდიქტს და ამბობდა, რომ მან თავი შემთხვევით მოიწამლა.
რეალურად კი, თვითმკვლელობამ ბევრი კითხვა დატოვა. მოტივი გაუგებარი იყო. ჰოჯისი წერს, რომ იმ დროისთვის, ჰომოსექსუალებს არ უშვებდნენ საიდუმლო ოპერაციებში, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტურინგი ვერ იქნებოდა ჩართული საიდუმლო სამუშაოებში ცივი ომის დროს. ამან ის გარიყული და გაწბილებული დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებელმა მისი გარდაცვალება თვითმკვლელობად მონათლა, მთავარ სამხილს — ვაშლს — სასამართლო ექსპერტიზა არ ჩატარებია.
ბრიტანეთის სამეფომ ტურინგი მისი სიკვდილიდან მხოლოდ 59 წლის შემდეგ შეიწყალა. ბრიტანეთის მთავრობამ კი 2009 წელს მოიბოდიშა მისი სასჯელის გამო.
"ვწუხვართ, თქვენ ბევრად მეტს იმსახურებთ. ალანს და სხვა ათასობით გეი კაცს, რომლებსაც ჰომოფობიური კანონის საფუძველზე მის მსგავსად გაასამართლეს, საშინლად მოექცნენ", — თქვა მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა, გორდონ ბრაუნმა.
დღეს ტურინგი აღიარებულია, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და ძლიერი მოაზროვნე. ის თავის ქვეყანაში და ფართო სამეცნიერო საზოგადოებაში მიჩნეულია, როგორც წარმატების საზომი. ადამიანი, რომელიც აერთიანებდა ბრწყინვალებას და ექსცენტრიულობას, კომფორტულად დააბიჯებდა მათემატიკისა და კრიპტოგრაფიის ლაბირინთებიან სამეფოებში, თუმცა თავს უხერხულად გრძნობდა სოციალურ პარამეტრებში და რომელიც მიწასთან გაასწორა მტრულმა საზოგადოებამ.
"ის ეროვნული საგანძური იყო, ჩვენ კი სიკვდილამდე მივიყვენეთ", — თქვა ჯონ გრაჰამ-ქამინგმა, მეცნიერმა, რომელიც მონაწილეობდა ტურინგის შეწყალების კამპანიაში.
"ექსცენტრიული, მარტოხელა, პირქუში, ცოცხალი, მორჩილი, გაბრაზებული, ჟინიანი, უკმაყოფილო — ეს იყო მისი მუდამ ცვლადი თავისებურებები. მიუხედავად იმ სიძლიერისა, რაც მან მსოფლიოს თავის სასტიკ ბედთან შეგუებით აჩვენა, მისი მომავლის წინასწარმეტყველება ვერავინ შეძლებდა", — წერს ჰოჯისი.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
-
გადახედვაჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა მაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
-
გადახედვა"ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ "ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ
-
გადახედვაქუთაისში მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო
-
გადახედვაპრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ხვალ პროევროპულ აქციას შეუერთდება სალომე ზურაბიშვილი ხვალ პროევროპულ აქციას შეუერთდება
-
გადახედვაევროპის მოედნიდან აჭარლების მარში იწყება ევროპის მოედნიდან აჭარლების მარში იწყება
კომენტარები