შალვა პაპუაშვილი: ეს ადამიანი [გიორგი ბაჩიაშვილი] არის ჩვეულებრივი დადასტურებული ოსტაპ ბენდერი
"ეს ადამიანი [გიორგი ბაჩიაშვილი] არის ჩვეულებრივი დადასტურებული ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს რაღაც აზრებით", — განაცხადა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 11 ივლისს მე-8 დაწესებულებაში გიორგი ბაჩიაშვილის ცემაზე.
მისი თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის "განცხადებების მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი".
"ადამიანმა მილიარდი დოლარის თაღლითობა ჩაიდინა. შემდეგ ოსტაპ ბენდერის გაქნილობით მანქანა გადააკეთა, შიგნით სამალავი გააკეთა და საქართველო დატოვა ასე. ადამიანი არის ჩვეულებრივი დადასტურებული ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს რაღაც აზრებით. ასე რომ მისი განცხადებების მიმართ ნდობა არის ძალიან დაბალი. მოვისმინეთ ჩვენ განცხადება პენიტენციური განცხადებისა, ამას გარდა მოკვლევა არის დაწყებული იმისთვის რომ დადგინდეს დეტალები რასთან გვქონდა საქმე. ნახეთ რომ მის განცხადებაშივე იყო თაღლითობა ჩადებული, თითქოს რომ სამარტოო საკანში იყო მთელი ეს პერიოდი, რაც არის ტყუილი. რაზეც თქვა პენიტენციურმა სამსახურმა, რომ ის არის საკანში, სადაც 4 ადამიანი თავსდება. ასე რომ ოსტაპ ბენდერის სიტყვაა რა დაიჯერება", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
14 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის ციხეში სცემეს.
NEWS.On.ge-ს თავდაპირველად ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა დაუდასტურა, რომ ის ნაცემი იყო. როგორც მან განგვიცხადა, ბაჩიაშვილი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იყო მოთავსებული. კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ბაჩიაშვილი პარასკევს, 11 ივლისს, კლინიკაში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით შეიყვანეს. მისი თქმით, ბაჩიაშვილს ასევე აღენიშნებოდა ღია ჭრილობები თავის არეში. ჩხაიძის ცნობით, ბაჩიაშვილი კლინიკაში გადაყვანიდან რამდენიმე საათში უკან, ციხეში დააბრუნეს.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი წერილში წერს, რომ 8 ივლისს მე-8 დაწესებულების ხელმძღვანელმა, დავით გოგობერიშვილმა მოინახულა და ურჩია, რომ "ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა". მას შემდეგ რაც ბაჩიაშვილისგან უარი მიიღო, დაემუქრა. 11 ივლისს კი ის საკანში უცნობმა პირმა სცემა.
- "მკაფიო წამება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ" — რობერტ ამსტერდამი გიორგი ბაჩიაშვილის ცემაზე
- გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი: დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. ტვინის შერყევა და რამდენიმე ადგილზე ნაკერები აქვს
- Amnesty international: "აუცილებელია [გიორგი ბაჩიაშვილის] განცხადებების დამოუკიდებელი გამოძიება"
- სალომე ზურაბიშვილი: სწორედ ამ უსასტიკესი მოქმედებებისა და ციხეებში უსამართლო მოქცევის გამო დამთავრდა წინა რეჟიმი".
- "მთელი მართლმსაჯულების სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის ხელში" — "ფედერალისტები" გიორგი ბაჩიაშვილის ცემას ეხმაურებიან
- უკიდურესად მნიშვნელოვანია, გამოძიების ფარგლებში დადგინდეს ძალადობასთან დაკავშირებული ყველა რელევანტური გარემოება — ლევან იოსელიანი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე
- "ჭიქა გადამაფშვნა", "გონება დავკარგე", "კედელზე მიმარტყმევინა თავი" — ბაჩიაშვილი ყვება როგორ დაემუქრნენ და გაუსწორდნენ ციხეში
- გლდანის ციხეში გიორგი ბაჩიაშვილს სცემეს — ის ციხის კლინიკაშია გადაყვანილი
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე ახლა ამხილა სასამართლო, რადგან მას შეეხო — სალომე ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
გადახედვა
კომენტარები