დიაბეტის მქონე პირველი ბარბი უკვე გაყიდვაშია
ფოტო: Mattel
გრეტა გერვიგის 2023 წლის ფილმში ბარბი ბარბილენდი თანასწორობისა და განსხვავებულობის მიწაა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბარბის თოჯინები ჯერ კიდევ 1959 წლიდან იწარმოება, მწარმოებელმა კომპანია Mattel-მა ფიზიკური შეზღუდვების მქონე ბარბების გაყიდვა მხოლოდ 2019 წელს დაიწყო.
კომპანიამ ახლახანს გამოუშვა პირველი ბარბის თოჯინა, რომელიც პირველი ტიპის დიაბეტითაა დაავადებული. როგორც Mattel ამბობს, ეს დიზაინი შეიქმნა იმისთის, რომ "მეტმა ბავშვმა შეძლოს საკუთარი თავის დანახვა", თუნდაც თოჯინებში.
პირველი ტიპის დიაბეტი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმი თავს ესხმის და ანადგურებს პანკრეასის იმ უჯრედებს, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებენ. ამ დიაგნოზს პაციენტებს ხშირად ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში უსვამენ, რის შემდეგაც მათ გლუკოზის დონის მუდმივი კონტროლი და ინსულინის ყოველდღიური მიღება უწევთ.
ახალი ბარბი პირველი ტიპის დიაბეტის გლობალურ არაკომერციულ ორგანიზაციასთან პარტნიორობით შეიქმნა. თოჯინას საკუთარი მდგომარეობის გასაკონტროლებლად მკლავზე გლუკოზის მონიტორი უკეთია, მის ადგილზე გასაჩერებლად კი ვარდისფერ, გულის ფორმის ფიქსატორს იყენებს. ბარბი ინსულინის ტუმბოსაც ატარებს, რომელიც მას ავტომატურად აწვდის საჭირო ინსულინის დოზას. მას ასევე უჭირავს პატარა — აუცილებელი ნივთებისთვის განკუთვნილი ჩანთა.
ფოტო: Mattel/PA
ახალი თოჯინის წარდგენისას კრისტა ბერგერმა — ბარბის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და თოჯინების გლობალურმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს იყო "მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ერთგულების გამოსახატად ინკლუზიურობისა და რეპრეზენტაციის მიმართ".
"ბარბი ბავშვებს სამყაროს აღქმის ჩამოყალიბებაში ეხმარება, მსგავს დაავადებაზე ყურადღების გამახვილებით კი ვუზრუნველყოფთ, რომ მეტმა ბავშვმა დაინახოს საკუთარი თავი წარმოსახვით ისტორიებსა და საყვარელ თოჯინებში", აღნიშნავს ის.
განსხვავებული ინდივიდების ბარბის თოჯინით რეპრეზენტაცია დიაბეტის მქონე ბარბით არ დაწყებულა — პირველი შავკანიანი ბარბის თოჯინები 60-იან წლებში გამოჩნდა, ლათინური თოჯინები კი — 80-იან წლებში, 90-იან და 2000-იან წლებში მათ ბევრი ისეთი პროფესიის ბარბი დაემატა, რომლებშიც ქალის როლი ნაკლებად იყო წარმოდგენილი.
კომპანიას ბარბების სპეციალური, ფეშენისტა ხაზი აქვს, რომელშიც 175-ზე მეტი განსხვავებული ბარბის თოჯინა შედის. ისინი გამოირჩევიან კანის, თვალისა და თმის ფერით, სხეულის ტიპებითა და შეზღუდული შესაძლებლობებით. მათ შორისაა უსინათლო ბარბი, შავკანიანი ბარბი დაუნის სინდრომით, თოჯინები სმენის აპარატებით, პროთეზირებული კიდურებითა და ეტლებით.
ბარბის Fashionista ხაზი
ფოტო: The Brand Hopper
ახალი ბარბის შექმნის სიახლეს გამოეხმაურა დიაბეტის ბრიტანული ვებსაიტის დამფუძნებელი:
პირველი ტიპის დიაბეტით დაავადებული ბარბის თოჯინის ხილვა ხელს უწყობს დაავადების ნორმალიზებას, სტიგმის შემცირებას და ბავშვებისთვის იმის ჩვენებას, რომ ისინი მარტოები არ არიან
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
კომენტარები